ვილია: "ოთახში გვარდიოლას სურათი მეკიდა"

ვილია: "ოთახში გვარდიოლას სურათი მეკიდა"

დავიდ ვილია უფრო მეტია, ვიდრე გოლი. კარიერის მანძილზე, ოფიციალურ მატჩებში მან 278 გოლი გაიტანა და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბდა (47 გოლი). მაგრამ, გარდა გატანისა, ის ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე, ყოველთვის მზადაა, რომ თავის გასწიროს და როგორც მისი მწვრთნელი ამბობს – "ვილია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის". "ბარსელონაში" მისთვის რიგით მეორე სეზონის დაწყების წინ მან ინტერვიუ მისცა "სპორტს".

 

სპორტი: გასულ წელს თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ პრესეზონში (მსოფლიო ჩემპიონატის გამო). როგორ აფასებთ თქვენს პირველ პრესეზონს "ბარსაში"?

ვილია: იმედიანად და მონდომებით. ეს ჩემი პირველი პრესეზონია "ბარსაში". გასულ სეზონს ამის შესაძლებლობა არ მომეცა. გრძელი სეზონის წინ ასეთი მზადება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად იგრძნო.

 

ერთ–ერთ პრესკონფერენციაზე პეპმა თქვა, რომ ვილია შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებშია. მხოლოდ ერთ მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშისას თქვენ ოდნავ არადამაჯერებელი იყავით.

დიახ, ვეთანხმები მისტერს. "მანჩესტერის" წინააღმდეგ თამაშისას არ ვიყავი ჩემს საუკეთესო ფორმაში. მე ვესაუბრე მწვრთნელს. მან იცის, რაც მოხდა, ვინაიდან მხედავდა მოედანზე, მაგრამ საბედნიეროდ მე ეს დავძლიე. არ ვიცი ეს სიცხის ბრალი იყო თუ არა, მაგრამ ძალიან დაღლილი ვიყავი, თავბრუ მეხვეოდა. სხვა მატჩებში თავს უკეთ ვგრძნობდი.

 

თავდამსხმელი გოლისთვის ცხოვრობს.

ყოველთვის ვცდილობ, გოლის გატანაზე უფრო მეტი გავაკეთო. ჩვენს გუნდში პირველი ლეოა. მსიამოვნებს გოლების გატანა, როცა ამის შესაძლებლობა მეძლევა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ მოედანზე უფრო მეტი დავდო. ვიცი, რომ მწვრთნელი ასეთი ტიპის სამუშაოს ძალიან აფასებს.

 

ამბობენ, რომ თავდამსხმელი ეგოისტი უნდა იყოს...

მეც ასე ვფიქრობ, მხოლოდ კარგი გაგებით.

 

და ეს ნიშნავს?

ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა იფიქრო გუნდზე, მაშინ, როცა თამაშისთვის ემზადები, როცა ხურდები მოედანზე შესვლამდე, ყოველთვის უნდა იფიქრო გოლის გატანაზე. ჩემი აზრით ეს არის ეგოისტობა. ყოველთვის უნდა გიტრიალებდეს თავში – "დღეს მე გოლი უნდა გავიტანო". მე არ ვსაუბრობ ისეთ ეგოიზმზე, როცა შენი თანაგუნდელი უკეთეს პოზიციაზეა, მაგრამ მაინც შენ ურტყამ კარისკენ.

 

ცუდი გრძნობა გეუფლებათ, როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ გოლის გატანას, მგრამ თქვენი გუნდი მაინც იგებს თამაშს?

თავდამსხმელს ყოველთვის სჭირდება გოლი, რომ თავი კმაყოფილად იგრძნოს. მაგრამ, როცა გუნდი იგებს, მიუხედავად იმისა, რომ მე გოლი არ გამიტანია, ყოველთვის მეუფლება გრძნობა, რომ მე ამ ტრიუმფის მონაწილე ვიყავი.

 

განიცდით, როდესაც ვერ გაგაქვთ?

ვფიქრობ, რომ შინაგანად ასეთი გრძნობა არ მეუფლება, მაგრამ მართალია, რომ უამრავ თავდამსხმელს აკრიტიკებენ (პრესა) იმის გამო, რომ მათ ვერ გააქვთ გოლები.

 

როგორ ახდენთ გოლზე კონცენტრაციას?

ყოველთვის ვფიქრობ გატანაზე. ვცდილობ, რომ ჩემი საქმე გავაკეთო მოედანზე, მაგრამ მაინც გატანის იმედი მაქვს. ვცდილბ, მუდავ საგოლე ტერიტორიაზე ვიყო, საჭირო ადგილზე. არსებობს ლამაზი გოლები, რომლებიც რამდენიმე პასის შემდეგ გაეხვევიან ბადეში, მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა ბურთი ფეხებთან მოგიგორდება და შენ უნდა გაიტანო. თამაშის დასრულების შემდეგ ყველა გოლი თანაბარია, ლამაზიც და მარტივიც.

 

ლამაზ გოლებს შევეხეთ. ჩავიმ თქვა, რომ არასოდეს ყოფილა ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ, როდესაც ვილიამ "უემბლიზე" გაიატანა.

მოხარული ვარ, რომ ჩავიმ ასე თქვა. მან იცოდა, რისი გაკეთება მსურდა მე. არაფერია იმაზე უკეთესი, რომ იყო ასეთი დიდებული გუნდის ისტორიის ნაწილი. ჩემთვის ეს გოლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თამაშს ვაკონტროლებდით, 2:1 ანგარიში ყოველთვის სახიფათოა "მანჩესტერ იუნაიტედთან". გოლის შემდეგ მივხვდით, რომ ფინალი ჩვენი იყო. გარდა ამისა, ეს გოლი ჩემთვის მითიური იყო – დიდი ხნის ჩავარდნის შემდეგ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

 

"უემბლიზე" რომ არ გაგეტანათ, მადრიდის "რეალის" კარის აღება ხომ მაინც მოახერხეთ ორჯერ (5:0)?

ეს ულამაზესი მატჩი იყო ჩემთვის. ალბათ იმიტომ, რომ ეს თამაში იყო როგორც კოლექტიური ძალისხმევა, ასევე ინდივიდუალური წარმოდგენაც. გასული სეზონის ორი საუკეთესო შეხვედრა იყო მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, როცა მატჩი დასრულდა ანგარიშით 5:0 და "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ. ეს შეხვედრები იყო ძალიან ლამაზი. ისტორიულად, ეს იყო ჩემი პირველი დერბი ("რეალთან") და მე ორჯერ მოვახერხე მეტოქის კარის აღება. ეს თამაში მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

 

მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გასულ სეზონში უამრავი მატჩი გამართეთ...

ძალიან დაძაბული მატჩები იყო. მრავლად იყო ისეთი მომენტებიც, რაც ფეხბურთს ვნებს. 18 დღის განმავლობაში ოთხი "კლასიკოს" ჩატარება საკმაოდ რთული იყო. იმედი მაქვს, რომ მომდევნო "კლაისკოებში" ასეთი რამ არ განმეორდება.

 

სუპერ თასი უკვე კარს მოგადგათ...

დიახ და ჩვენ ვიბრძვით ტიტულისთვის, სრული დატვირთვით.

 

"ბარსაში" თამაში ადვილია თუ ძნელი?

ათასი შედარება შემიძლია მოგიყვანოთ, რომ აგიღწეროთ რამდენად ლამაზია "ბარსაში" თამაში. მაგრამ, რა თქმა უნდა ეს ადვილი არაა. რთულია. "ბარსაში" რჩეულები თამაშობენ. პირადად ჩემთვის ეს პერსონალური გამოწვევაა და ყოველთვის ასე იქნება, სანამ აქ ვიქნები. ისეთ გუნდის ღირსების დაცვა, როგორიც "ბარსაა", ყველასთვის საამაყოა. მე უპირატესობა მქონდა, ვინაიდან ბევრ თანაგუნდელს ვიცნობდი (ესპანეთის ნაკრებიდან). "ვალენსიაში" თამაშის ბოლო სამი წლის განმავლობაში "ბარსაში" ყოფნაზე ვოცნებობდი. გაცილებით კომფორტულად გრძნობ თავს, როცა გუნდში გყავს საუკეთესო შუახაზი და პასის მომცემი.

 

თქვენი ისტორია ძალიან გავს სესკ ფაბრეგასისას. მის სახელს უკვე წლებია, რაც "ბარსასთან" აკავშირებენ. თქვენს შემთხვევაში ასეთი რამ სამ წელს გაგრძელდა.

ძალიან რთულია. მასთთან საუბრისას ვცდილობ, რომ აღნიშნულ თემაზე შეკითხვა არ დავუსვა, ვინაიდან ჩემი შეკითხვის გარეშეც უკვე გიჟს გავს. მე შემიძლია მას მხარდაჭერა გამოვუცხადო, რჩევა მივცე. მეც იგივე გზა გავიარე. იმედი მაქვს, რომ სესკის ტრანსფერსაც ჩემნაირი დასასრული ექნება. ის ძლიერია, ყოველ ზაფხულს უკეთესი ხდება. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი თანაგუნდელია ნაკრებში, არამედ იმიტომ, რომ ის ჩემი მეგობარია და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

 

ალექსის სანჩესმა თქვა, რომ ყველაზე მნიშნველოვანი პეპის სატელეფონო ზარი იყო მისთვის. თქვენს შემთხვევაშიც ასე იყო?

დიახ, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო გუნდის მწვრთნელი პირადად გირეკავს, ხედავ, რომ საუკეთესო ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდში გეპატიჟებიან, ყველა დანრჩენისთვის კარს ხურავ. ეს ყველას ემართება. ყველა ფეხბურთელისთვის დიდი პატივია, გახდეს "კულე". იგივე იყო სანჩესის შემთხვევაში, რომელსაც ხუთი თუ ექვსი სხვა გუნდიდან ჰქონდა შემოთავაზება, მაგრამ აქ ყოფნა აირჩია.

 

ალვეშმა ერთხელ თქვა, რომ თუ პეპი მას ფანჯრიდან გატახტომას უბრძანებს, ის გადახტება, ვინაიდან დარწმუნებული იქნება, რომ ამას გუნდისთვის კარგი შედეგი ექნება. მისნაირი რწმენა საჭიროა ჩემპიონი გუნდისთვის?

დიახ, ის ვიტუოზული მწვრთნელია. პეპი ყველაფერს კარგად აანალიზებს და როდესაც გესაუბრება, ის გარწმუნებს თავის ნათქვამში. ყოველთვის იცი, რომ რასაც ის ამბობს აუცილებლად კარგი იქნება გუნდისთვისაც და პირადად შენთვისაც.

 

როდესაც "ვალენსიაში" თამაშობდით გთხოვეს, რომ არჩევანი გაგეკეთებინათ მესისა და რონალდუს შორის. თქვენ ლეო აირჩიეთ.

მისი მსგავსი არავინ მინახავს მოედანზე. ისტორიაში უამრავი ბრწყინვალე ფეხბურთელი ყოფილა, მაგრამ ყველას აზრისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერავინ მივა ლეოსთან ახლოს.

 

მართალია, რომ გასულ სეზონში თქვენი "მაგალითი" პედრო იყო?

დიახ, ის დიდი ხანია პეპის გუნდებში თამაშობს. განსაკუთრებით მისი მოძრაობა მოედანზე არის ბრწყინვალე. ჩემთვის ის არის მაგალითი, ვინაიდან აკეთებს ზუსტად იმას, რასაც მწვრთნელი ავალებს. როცა მაინტერესებს როგორ ვითამაშო, ვუყურებ პედროს.

 

სუპერ თასის წინ რამეს ხომ არ ეტყოდით გულშემატკივრებს?

ყოველთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა და მოგება, მაგრამ პრესეზონს თავისი მიზანი აქვს – გრძელი სეზონისთვის მომზადება. გამარჯვებები კარგია გუნდის მორალურად გაძლიერებისთვის, მაგრამ არ არის გადამწყვეტი. ჩვენ გვწამს, რომ მზად ვიქნებით შეჯიბრისთვის.

 

დასასრულს ერთ საინტერესო ფაქტს შევეხოთ. მაშინაც კი, როცა თქვენ "ვალენსიაში" თამაშობდით, თქვენი უფროსი ქალიშვილის კუმირი იყო პუიოლი. შეხვდა ის თავის იდეალს?

დიახ, თავიდან ცოტა რთული იყო, იმიტომ, რომ მას რცხვენოდა. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა და ის თავისუფლად გრძნობს თავს, როცა პუიოლს ხვდება.

 

თქვენი პირველი მოგონებები "ბლაუგრანასთან" როგორია?

რომარიომ და რონალდომ თავიანთი საუკეთესო სათამაშო წლები "ბარსელონაში" ჩაატარეს. ყოველთვის მინდოდა, რომ თავდამსხმელი გამოვსულიყავი და ვუყურებდი ამ ორი ბრაზილიელის თამაშს. პირველი შტაბეჭდილებები შემტევ ფეხბურთზე რომარიოსთან მაქვს.

 

სხვა იდეალები გყოლიათ "ბარსაში"?

დიახ, ჩემს ოთახში პეპის სურათი მეკიდა, მაგრამ მისთვის არ მითქვამს, ცოტა მრცხვენია ამის.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.