მესის და მასკერანოს არგენტინას ისევ ნიგერია შეხვდა
დღეს, მოსკოვში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. არგენტინის ნაკრები, რომელშიც ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო თამაშობენ, პირველ კალათში იყო განთესილი, მაგრამ არც ისე იოლი ჯგუფი შეხვდა (წილისყრის სრული შედეგები). მათთან ერთად მოხვდნენ ისლანდია, ხორვატია და ნიგერია - ნაკრები, რომლის "თავიდან აცილებაც" არგენტინელებს ყოველთვის უჭირთ.
აღსანიშნავია, რომ ნიგერიელებს მუნდიალზე სულ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები, აქედან 4 შემთხვევაში კი ჯგუფში ისინი არგენტინასთან ერთად მოხვდნენ. "სუპერ არწივები" 1994 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიოს თასზე გამოდიან (2006-ის გარდა), ერთადერთი შემთხვევა კი, როცა არგენტინელები ნიგერიას ჯგუფში არ შეხვდნენ, 1998 წლის საფრანგეთის მუნდიალი იყო.
ბოლოს, ეს ნაკრებები ერთმანეთს რამდენიმე კვირის წინ, რუსეთში, ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდნენ და ის მატჩი აფრიკელებმა "ალბისელესტეს", რომელიც ლიონელ მესის გარეშე თამაშობდა, 4-2 მოუგეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]