ხავიერ ტებასი: 1:1 წესი? ბარსელონა სწორ გზაზეა
ლა ლიგის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ბარსელონურ კლუბს კარგი ფინანსური მენეჯმენტი აქვს, რაც მათ ლიგის "ფეირ პლეის" მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და, შესაბამისად, მომავალი სეზონისთვის ახალწვეულების დარეგისტრირების საშუალებას მისცემს.
ხავიერ ტებასს, ლა ლიგის პრეზიდენტს, Barcelona Open Banc Sabadell-Trofeo Conde de Godó-ზე გამოჩენისას, მომავალ საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებით "ბარსელონას" პოზიციის შესახებ ჰკითხეს. კითხვა არა მოთამაშეების შეძენას, არამედ მათ დარეგისტრირებას ეხებოდა. ლიგის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კატალონიური კლუბი ნაკისრ ვალდებულებებს, რათა ფეხბურთელების ჩვეულ რეჟიმში გამოყენება შეძლოს, ასრულებს. "ისინი სწორ გზაზე არიან. იქნებიან თუ არა ისინი ამ პოზიციაზე 30 ივნისისთვის, არ ვიცი," - ციტირებს ხავიერ ტებასის სიტყვებს Mundo Deportvio.
"1:1 წესის მისაღწევად და ტრანსფერების განსახორციელებლად შემოსავალი უნდა დააგენერიროთ. არ ვიცი, რა გეგმები აქვს "ბარსელონას", ან საერთოდ განხორციელდება თუ არა ისინი," - აღნიშნა მან. ტებასმა "ბარსელონას" ხელმძღვანელობის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშურა. "ისინი თავიანთ ხარჯებს ძალიან კარგად აწესრიგებენ, მათ სპორტული ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირეს არა მხოლოდ ფეხბურთში და იმ დონეს მიაღწიეს, რომელზეც, ეკონომიკური ექსპერტების აზრით, "ბარსელონა" უნდა იყოს. ეს მათი მდგრადობისთვის წინ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია." მას მათ მდგომარეობაში ეჭვი არ ეპარება: "ახლა ისინი უკეთესად, ბევრად უკეთესად არიან, თუმცა ზაფხულამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი."
ბოლო კვირების მსაჯობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ კითხვისას, ტებასმა "ბარსელონასა" და "რეალ მადრიდის" გარშემო არსებულ დაპირისპირებაში ღრმად შესვლაზე უარი თქვა. "მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსაჯობა გაუმჯობესებას, სრულყოფილებისკენ სწრაფვას საჭიროებს."
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 0 ]