ჩავი: კაზემირომ ვერ გაიგო ის, რაც მესიმ, ინიესტამ და ბუსკეტსმა გაიგეს
ჩავი ერნანდესი "ბარსელონასა" და "რეალის" ფეხბურთელებს ერთმანეთს ადარებს და აცხადებს, რომ მართალია, კაზემირო ბუსკეტსზე სწრაფია, მაგრამ მას სხვა საჭირო თვისებები არ გააჩნია.
"ბარსელონაში", ჩვენი თამაშის იდეა არის "სივრცე-დრო". ვინ გაითავისა ეს იდეა? მესიმ, ინიესტამ და ბუსკეტსმა. ისინი ამ იდეის მაესტროები არიან. მათ ყოველთვის იციან, რა უნდა გააკეთონ და არ აქვს მნიშვნელობა, მარტონი არიან, თუ თანაგუნდელების გარემოცვაში.
არიან ნახევარმცველები, რომლებმაც ეს იდეა ვერ გაითავისეს. მაგალითად, კაზემირო. თუმცა, მეორე მხრივ, ბუსკეტსი ვერასდროს შეძლებს ის დაცვითი ფუნქციები შეასრულოს, რასაც კაზემირო ასრულებს. როდესაც "რეალი" შეტევაში 7 ფეხბურთელით მიდის, კაზემირო მოედნის ცენტრში მარტო რჩება. ბუსკეტსი, ამ სიტუაციაში, დაცვაში თამაშს ვერ შეძლებს, რადგან მასზე სწრაფი მეც კი ვარ. კაზემიროს კი დიდი სისწრაფე აქვს. თუმცა, მას სხვა დანარჩენი უჭირს, რადგან მან "სივრცე-დროს" იდეა ვერ გაითავისა." - ციტირებს ჩავის სიტყვებს El Pais.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]