2 თებერვალი

2 თებერვალი

2003 წლის 2 თებერვალს, სერბი რადომირ ანტიჩი წარდგენილ იქნა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სეზონის ბოლომდე.

2002 წლის 2 თებერვალს, პრიმერას 23-ე ტურის ფარგლებში, "ბარსელონა" გასვლით მატჩში ანადგურებს "ტენერიფეს", ანგარიშით 0:6. შეხვედრაში ანგარიში კარლეს პუიოლმა გახსნა, მოგვიანებით პატრიკ კლუივერტმა გაიფორმა "პოკერი", ბოლო გოლი კი საკუთარ კარში ჩაჭრა ჩარკოსმა.

1987 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში, დაიბარა ხერარდ პიკე.

1980 წლის 2 თებერვალს, საბადელში, დაიბარა ოლეგერ პრესასი. 2002-08 წლებში, მან "ბარსელონას" მაისურით 167 თამაში ჩაატარა.

1966 წლის 2 თებერვალს, დაიწყო "ბარსელონას" ყოფილი სტადიონის, "ლეს კორტსის" დემონტაჟი. დახურვის დღეს სტადიონი 60,000 მაყურებელს იტევდა.

1902 წლის 2 თებერვალს, ბარსელონაში, დაიბადა ხოსეპ სამიტიერი, რომელიც "ბარსელონაში" 1919-1932 წლებში თამაშობდა. 1944-47 წლებში, ის კატალონიელებს წვრთნიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.