98-ე ადგილი სატრანსფერო დანახარჯში და პირველი ადგილი ჩემპიონატში
"ბარსელონა" ზედიზედ მეორე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, რომლებიც მას სატრანსფერო ბაზარზე 1:1 წესით და შეზღუდვების გარეშე ოპერირებაში ხელს უშლის. "ლა მასიას" ძალა მთელი მსოფლიოსთვის კვლავ შესაშური რჩება, რადგან შექმნა ფეხბურთელთა სანახაობრივი თაობა, რომელსაც ლამინ იამალისნაირი 18 წლის ბიჭი ლიდერობს. ლურჯ-ბროწეულისფერი გუნდი, რომელიც თავისი ზედიზედ მეორე და ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ლა ლიგისკენ მიისწრაფვის, მიუხედავად იმისა, რომ კონკურენციას უწევს "რეალ მადრიდს", რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებიდან მოდიოდა და ორი ზაფხულის წინ კილიან მბაპე დაიმატა, თავისი შემადგენლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად ამ ზაფხულს მეტის დაბანდებას იმედოვნებს.
დიდი დამსახურებაა უკვე ის, რომ ამ სეზონის განმავლობაში ტრანსფერებში მხოლოდ 28.84 მილიონი გადაიხადეს და ლა ლიგის სათავეში ყოფნას აგრძელებენ. მცირე ციფრი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, თუ მიმდინარე სეზონის გუნდების შესაქმნელად როგორც საზაფხულო, ისე ზამთრის ბაზარზე მთელი მსოფლიოს ინვესტიციების რეიტინგში დაკავებულ ადგილს ვნახავთ. Transfermarkt-ს მონაცემების თანახმად, არსებობს 97 კლუბი, რომლებმაც ამ სეზონში "ბარსელონაზე" მეტი ფული დახარჯეს. აქედან 39 მათგანმა 100 მილიონის ბარიერს გადააჭარბა.
"ბარსელონამ" თანხა მხოლოდ ჟოან გარსიაში და რუნი ბარჯიში გადაიხადა, რითაც ჯამური ციფრი იმ 28,84 მილიონი მიიღო, რომელიც იმ გიგანტებისგან სინათლის წლებითაა დაშორებული, რომლებთანაც ევროპაში ყოველ წელს კონკურენცია უწევს.
სატრანსფერო დანახარჯებში "ბარსელონას" წინ 27 ინგლისური, 16 იტალიური, 10 გერმანული და ოთხი ესპანური კლუბია.

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 1 ]