12 იანვარი

12 იანვარი

1998 წლის 12 იანვარს, პარიზში, FIFA-მ 1997 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა. პლანეტის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა რონალდო, რომელმაც 480 ქულა დააგროვა. წინა სეზონში, "ბარსელონას" მაისურით ჩატარებულ 49 მატჩში, ბრაზილიელმა 47 გოლი გაიტანა. თუმცა, პრიზის მიღების დროს, რონალდო უკვე "ინტერის" ფეხბურთლი იყო.

1964 წლის 12 იანვარს, "ვალენსიასთან" გამართულ მატში, პედრო საბალიამ ანგარიში 2:0 გახადა და ესპანეთის ჩემპიონატში, "ბარსელონას" საიუბილეო, მე-2000 გოლის ავტორი გახდა. ის თამაში კატალონიელებმა 4:0 მოიგეს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.