23 ნოემბერი

23 ნოემბერი

1989 წლის 23 ნოემბერს, ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში, "ბარსელონამ" "მილანთან", "კამპ ნოუზე", 1:1 ითამაშა. პირველი ტაიმის მიწურულს მარკო ვან ბასტენმა სტუმრები თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააწინაურა. მე-2 ნახევრის შუაში ანგარიში ამორმა გაათანაბრა. 2 კვირის შემდეგ, "ბარსელონამ" "მილანში" 0:1 წააგო.

1961 წლის 23 ნოემბერს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის მირო თანამდებობიდან გადადგა. ის ლადისლაო კუბალამ შეცვალა. კლუბმა ყველა ის ფეხბურთელი დააჯარიმა, ვინც "ვალენსიასთან" 2:6 წაგებულ შეხვედრაში ითამაშა.

1901 წლის 23 ნოემბერს, წმინდა პავლეს სახელობის საავადმყოფოს მშენებლობის გამო, "ბარსელონა" იძულებული იყო ახალი მოედნის ძებნა დაეწყო. ახალი მოედნისთვის ადგილი სარგერას კვარტალში მოიძებნა, სადაც "ბარსამ" თავისი პირველი მატჩი ბრიტანული კრეისერის, "კალიოპას" წინააღმდეგ ითამაშა. გამპერმა ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო კატალონიელებმა 4:0 მოიგეს. შეხვედრას თვალს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი ადევნებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.