რაფინიას მამამ "ბარსელონა" გააკვირვა
მოგეხსენებათ, რაფინია ალკანტარას მამამ, მაზინიომ "Galicia Sport"-თან ინტერვიუში უკმაყოფილება ვერ დამალა თავისი ვაჟის ამჟამინდელ სიტუაციაზე კატალონიურ გრანდში. მიუხედავად ამისა, RAC1-ს ცნობით, "ბარსელონა" ბრაზილიელი ნახევარმცველის გაყიდვას არ გეგმავს.
მაზინიოს განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კატალონიურმა რადიომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონაში" კატეგორიულად გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ალკანტარამ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეიცვალოს. კლუბში ნახევარმცველი საჭირო მოთამაშედ მიაჩნიათ.
თავის მხრივ, კლუბის მესვეურები მაზინიოს განცხადებით ცოტა გაკვირვებულნი დარჩნენ, თუმცა ფაქტია, "ბარსელონას" ერთის მხრივ ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მეორეს მხრივ კი, მას საკმარის შანსებს არ აძლევს, რაც მხარეებს შორის მცირე დაპირისპირების წარმოქმნის მიზეზია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]