ოფიციალურად: ხეისონ მურილიო "ბარსელონას" ფეხბურთელია
რამდენიმე წუთის წინ, "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ვალენსიასთან" შეთანხმება მიღწეულია და 26 წლის კოლუმბიელი ცენტრალური მცველი, ხეისონ მურილიო, სეზონის დარჩენილ ნაწილს იჯარის წესით კატალონიურ გუნდში გაატარებს.
შეთანხმება "ბარსას" ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობაც აძლევს. ამის სურვილის შემთხვევაში, კატალონიელებს 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.
მურილიოს პრეზენტაცია ხუთშაბათს, 27 დეკემბერს გაიმართება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]