ბერნარდუ სილვას ბარსელონაში გადმოსვლა სურს

ბერნარდუ სილვას ბარსელონაში გადმოსვლა სურს

"მანჩესტერ სიტის" შემტევ ნახევარმცველს ბერნარდუ სილვას ზაფხულში "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito TV-ის ჟურნალისტი ხოსე ალვარესი ავრცელებს.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ივნისში ბერნარდუს კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ მისი და "მანჩესტერ სიტის" გზები იყოფა. 31 წლის გამოცდილი ფეხბურთელის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებისთვის მრავალი კლუბი იბრძვის, თუმცა თავად პორტუგალიელი "ბარსელონას" ირჩევს, რომელმაც წარსულში მისი შეძენა არაერთხელ სცადა.

ცნობილია, რომ "ბარსას" პრიორიტეტული სამიზნე ხულიან ალვარესია. კატალონიელების პრიორიტეტებშია ასევე დაცვის გაძლიერება და ალესანდრო ბასტონის დამატება. წყაროს ცნობებით, ბერნარდუ სილვა ამჯერად უკვე "ბლაუგრანას" გეგმებში არ შედის, მიუხედავად იმისა, რომ ის უფასოდ ხელმისაწვდომია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 საათის წინ
    0
    გამოცდილება აქ უზარმაზარი. მაღალი ხელფასი თუ არ მოითხოვა რატომაც არა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 1 საათის წინ
    5
    ამის ხელიდან გაშვება როგორ შეიძლენა, მინიმუმ 3 სეზონს ითამაშებს უმაღლეს დონეზე. ალვარესი კარგია მარა 150 მინიმუმ ღირს, ამ ფასად ოსიმენს და ბასტონის ვიყიდით. დამპალი სერესო მამასისხლათ გაყიდის ეგეც თუ გაყიდა