ბუსკეტსი ბუსკეტსის ნაცვლად?
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი უკვე 30 წლისაა, რაც მის თამაშსაც დაეტყო და კატალონიელები საყრდენი ნახევარმცველის შემცვლელის ძებნას იწყებენ.
Sport-ის ინფორმაციით, პრიორიტეტი მისი მოგვარე, ორიოლ ბუსკეტსია, რომელიც "ბარსელონა ბ"-ში თამაშობს.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბლაუგრანას" 20 წლის საყრდენ ნახევარმცველთან დაკავშირებით შემდეგი გეგმა აქვს - ახალი სეზონისთვის მზადებას ის პირველ გუნდთან ერთად გაატარებს, შემდეგ მას გაანათხოვრებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, შეძლებს თუ არა ის სახელოვანი მოგვარის ადგილის დაკავებას.
მანამდე კი, სერხიო ბუსკეტსის პოზიციაზე თამაში "ბარსას" ახალწვეულს, ფრენკი დე იონგსაც შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]