ოფიციალურად: ანდრე გომეში "ევერტონში" გადადის
"ბარსელონამ" რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კატალონიური კლუბის აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ანდრე გომეში კარიერას "ევერტონში" განაგრძობს.
25 წლის შუახაზელმა გასული სეზონი "ევერტონში" იჯარით გაატარა და ინგლისურ გუნდზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. შედეგად, "ევერტონმა" პორტუგალიელი 25 მილიონ ევროდ შეიძინა. შეთანხმებაში გათვალისწინებულია ბონუსებიც.
ანდრე გომეში "ბარსელონაში" 2016 წლის ზაფხულში, "ვალენსიადან" 35 მილიონ ევროდ გადავიდა. კატალონიურ კლუბში გატარებულ ორ სეზონში მან მონაწილეობა 78 შეხვედრაში მიიღო და 3 გოლი გაიტანა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]