L'Equipe: "დიდი ტყუილი"
იმის მიუხედავად, რომ ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნებაზე ბევრი ჭორი გავრცელდა, ბრაზილიელმა "პარი სენ-ჟერმენის" ახალი ფორმის წარდგენაში მაინც მიიღო მონაწილეობა და ის შემდეგ კვირას, პარიზულ კლუბს შეუერთდება.
თუმცა, ფრანგული გამოცემა, L'Equipe-ი ამ ყველაფერს "დიდ ტყუილს" ("Le grand bluff" - 90-იანი წლების ფრანგული სერიალი. ითარგმნება, როგორც: "დიდი ბლეფი", "დიდი ტყუილი") უწოდებს. მათი ცნობით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნეიმარი პარიზულ კლუბში დარჩება.

გამოცემა ნეიმარის სიტუაციას "შეუქცევადს" უწოდებს. ის პსჟ-ში ბედნიერი არ არის და კლუბის დატოვება მკაცრად აქვს გადაწყვეტილი. თუმცა, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პარიზულმა კლუბმა ისეთ ხერხს მიმართოს, როგორიც რაბიოს შემთხვევაში გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]