ცვლილებები "ლა მასიის" განვითარებისთვის
"ბარსელონამ" სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო დაუბრუნდეს 2015 წლის აკადემიის ორგანიზების მოდელს.
ცვლილება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც "ბარსა ბ" და "JUVENIL A" გაიყვნენ. 2015 წლიდან კი "ჯუვენილს" ბ გუნდიც დაემატა და ჩამოყალიბდა, როგორც "პროფესიულად განვითარებადი ფეხბურთელი". რაც შეეხება კადეტებსა და ყველაზე პატარებს, "სამოყვარულოდ განვითარებად ფეხბურთელთა" კატეგორიაში მოხვდნენ.
ეს აღიარებული იქნა, როგორც უდიდესი შეცდომა, ვინაიდან ამ გზით ახალგაზრდები რამდენიმე კატეგორიად დაიყვნენ. ეს კი ეწინააღმდეგება "ბარსელონას" ფილოსოფიას, რომელიც ცდილობს ფეხბურთელები ერთი იდენტობის გარშემო გააერთიანოს.
განხილვის შედეგად გადაწყდა, რომ აკადემია კვლავ ძველ მოდელს დაუბრუნდება. მათ კი, ვინც თავის დროზე ამ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, ბართოემუს მოსვლის შემდეგ გავლენა დაკარგეს. შემდეგი სეზონიდან ყველა კატეგორიის ფეხბურთელი აკადემიის წევრის სახელით მოიხსენიება.
პაკო სეირულ-ლო, "ბარსელონას" ისტორიული მოდელის გიდი, იმედოვნებს, რომ ჯოან ვილას მეთოდოლოგია დაბრუნდება, რომელიც, თავის მხრივ, ტაქტიკურ მუშაობას გულისხმობს. ამჟამად აკადემიის მეთოდოლოგია სხვებისგან არაფრით გამოირჩევა და რამე განსაკუთრებულს არ მოიცავს. პაკოს კი სურს, რომ "ბარსელონა" დაუბრუნდეს თავის საწყისებსა და პირვანდელ ღირებულებებს, რომლებამც კლუბი აქამდე მოიყვანა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]