უსმან დემბელე ბარსელონაში დაბრუნდა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ფრანგი შემტევი უსმან დემბელე კატალონიაში დაბრუნდა, სადაც მკურნალობის დასკვნით ეტაპს გაივლის.
Sport-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი ბარსელონაში გუშინ ჩაფრინდა.
დემბელემ ტრავმა 27 ნოემბერს, ყოფილი გუნდის, "დორტმუნდის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო. აქამდე, ის ყატარში მკურნალობდა.
"ბარსელონასა" და დემბელეს მიზანია ფეხბურთელმა სრულად გამოჯანმრთელება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩისთვის მოასწროს. ეს დაპირისპირება 25 თებერვალს, "ნაპოლისთან" სტუმრად გაიმართება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]