"ბაიერნი" ეცდება ტერ შტეგენისა და "ბარსელონას" მოლაპარაკება ჩაშალოს

"ბაიერნი" ეცდება ტერ შტეგენისა და "ბარსელონას" მოლაპარაკება ჩაშალოს

როგორც ჩანს, "ბაიერნის" მარკ-ანდრე ტერ შტეგენით დაინტერესება სერიოზულია.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუნხენური გუნდი "ბარსელონასა" და მის მეკარეს შორის ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებებს თვალს ადევნებს. იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანამ" და გერმანელმა მეკარემ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მიუნხენელები მზად არიან 27 წლის ფეხბურთელისთვის იბრძოლონ.

კატალონიური Sport-ის ცნობით, "ბაიერნი" აპირებს "ბარსელონასა" და ტერ შტეგენს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ჩაერიოს. მიუნხენელები შეეცდებიან გერმანელი მეკარე დაარწმუნონ, რომ მან "ბლაუგრანასთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვას.

თუ "რეკორდმაისტერმა" მიზანს მიაღწია, მაშინ ტერ შტეგენი გუნდს 2021 წელს შეუერთდება და ჩაანაცვლებს მანუელ ნოიერს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი სწორედ ამ წელს უმთავრდება.

ტერ შტეგენს "ბარსელონასთან" კონრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ ფეხბურთელი იმაზე 2-ჯერ მეტს ითხოვს, ვიდრე მას კლუბი სთავაზობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გიგსონა
    სტუმარი [?]
    #10 28 მარტი 2020 12:37
    0
    მარკი მაგარი მეკარეა მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ ის ბაიერნში უფრო მაგრად ითამაშებს და ბაიერნს უფრო სჭირდება, თან გერმანელია და აამშობლოში უფრო მეტად დააფასებენ და ეყვარებათ, პირადად მე სიამოვნებით ვიხილავდი ბარსაში დე ხეას ან ობლაკს, თუმცა არც კეპაა ცუდი ვარიანტი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 მარტი 2020 23:59
    1
    აბა ააცვით გერმანელებო აქედან შტეგო არ იყიდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Gio-96
    სტუმარი [?]
    #8 27 მარტი 2020 23:33
    1
    ნუბელი ხო იყიდეს და კიდე ეს უნდათ?? ნოიერი თუ წავიდა ნუბელი იქნება პირველი ნომერი და შტეგენი რაღათ უნდათ იმენა ერთ ადგილას აქვთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 27 მარტი 2020 21:31
    1
    ახლა მოუნდათ ტერ შტეგენი ხო ? :დ ბაიერნის ბოსებისთვის რომ გეკითხა ვინ ჩემი ფეხები იყო და ნოიერა თუ არ დააყენებდნენ ნაკრებში ფეხბურთელებს არ გაუშვებდა დანარჩენებს :დ ბაიერნი არა ტოროლა
    Culé [?]
    #6 27 მარტი 2020 21:29
    2
    ტრა...ში არავის გაერჭოს ;დდდ მოუნდათ საუკეთესო მეკარე
    --------------------

    ForçaBarça
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 მარტი 2020 21:28
    1
    ციტატა: Don_Andresito
    ბაიერნი თავისი დედისას მიირთმევს დორტმუნდი კი არ ვართ. თუ მართლა არ გაახანგრძლივა ბოლო წელი გადაეგდება სკამზე და ბაიერნი მიიღებს მორიგ კარიუსს ან ულრაიხს ისე დავაკარგვინებთ ფორმას შტეგენს. თასებზე ითამაშებს მარტო. ან გადაიხადონ ფაშისტმა ამაზრენმა გუნდის ბოსებმა რაც საჭიროა და ყავდეთ თუ მაგას დათანხმდა. კიდე ერთხელ ვწერ თუ შტეგენი მაგ მზაკვრულ გეგმას დათანხმდა თორე ისე არსად არ უნდა წავიდეს. იმიტო ვაკონკრეტებ გამოხტომა იციან პატარა კუტუებმა აზრი რო ვერ გამოაქვთ კომენტარიდან და ბრტყელი ფრაზით გეუბნებიან შტეგენზე რო მაგას იტყვი ფეხბურთი არ გაგეგებაო

    მე ჯერ კიდევ ორი დღის წინ დავწერე, თუ შტეგენმა ხელფასის გაორმაგება მოითხოვა და თან პრეტენზიებიც წამოაყენა ასეთი: არადა ბაიერნი მეხვეწებაო, მაშინ გავუშვათ იმიტომ რო არც ისეთი მხეცია როგორც აქ წერენ. კაი სეივები აქვს, მაგრამ შეცდომები ცოტა აქვს? აღარ მახსოვს ბეტისთან იყო? რო ვაგებდით 3-1 ყველა რო შეტევაში იყო, პიკე თავდამსხმელად იყო გადასული, ერთიც გავიტანეთ და რო ვიფიქრე ამოვქაჩეთ თქო ამან 3-2-ზე ისეთი ავტოგოლი გაუსვა გავგიჟდი, მგონი მეტოქეს მოარტყა. ვეღარ ვიგონებ. რომშიც და ლივერპულში იმდენი გაუშვა რაც ზუსტად აწყობდა ბარსას არა მეტოქეებს. გაიხსენეთ ლივერპულში რეები გააკეთა ობლაკმა? თუ შტეგენში აღებული ფული ობლაკს არ ეყოფა.
    Culé [?]
    #4 27 მარტი 2020 20:51
    3
    შტეგო დიდი ხნით დარჩება კამპ ნოუზე😍😍
    [?]
    #3 27 მარტი 2020 20:26
    3
    ბაიერნი თავისი დედისას მიირთმევს დორტმუნდი კი არ ვართ. თუ მართლა არ გაახანგრძლივა ბოლო წელი გადაეგდება სკამზე და ბაიერნი მიიღებს მორიგ კარიუსს ან ულრაიხს ისე დავაკარგვინებთ ფორმას შტეგენს. თასებზე ითამაშებს მარტო. ან გადაიხადონ ფაშისტმა ამაზრენმა გუნდის ბოსებმა რაც საჭიროა და ყავდეთ თუ მაგას დათანხმდა. კიდე ერთხელ ვწერ თუ შტეგენი მაგ მზაკვრულ გეგმას დათანხმდა თორე ისე არსად არ უნდა წავიდეს. იმიტო ვაკონკრეტებ გამოხტომა იციან პატარა კუტუებმა აზრი რო ვერ გამოაქვთ კომენტარიდან და ბრტყელი ფრაზით გეუბნებიან შტეგენზე რო მაგას იტყვი ფეხბურთი არ გაგეგებაო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 27 მარტი 2020 20:25
    1
    სხვას აჩუქონ და მაგ გნიდერბს არ მიყიდონ, ჯერ დავაკვირდეთ კოუზე რას იზავენ
    Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    სტუმარი [?]
    #1 27 მარტი 2020 20:11
    2
    ეს არ უნდა გავუშვათ, თუ არადა კიმიხი და 50 მილიონი გამოუშვან.