"ბარსელონა" ანდრე ონანას დაბრუნებას შეეცდება
Cadena SER-ის ინფორმაციით, ზაფხულში კატალონიის "ბარსელონამ", შესაძლოა, ანდრე ონანა დაიბრუნოს.
"ბლაუგრანას" 24 წლის მეკარის გაფორმა გასულ წელს, იასპერ სილესენის შემცვლელად სურდა, თუმცა ბოლოს ხელში ნეტუ შერჩა.
ოქტომბერში კამერუნელმა დაადასტურა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" უარით გაისტუმრა, რადგან "აიაქსის" დატოვების სწორი დრო არ იყო.
ონანამ "ლა მასიაში" 4 სეზონზე მეტი გაატარა. ამსტერდამელთა რიგებში მეკარემ 39 მატჩი ჩაატარა, 37 გოლი გაუშვა, ხოლო კარი მშრალად 15-ჯერ შეინახა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]