8 აპრილი
2001 წელს, "ვილიარეალთან" გამართულ გასვლით მატჩში, მე-20 წუთზე, "ბარსელონას" ფეხბურთელები 0:3 მარცხდებოდნენ, მაგრამ კლუივერტის ჰეთ-თრიკისა და რივალდოს ერთ გოლის წყალობით, შეხვედრა 4:4 დასრულდა.
1968 წლის 8 აპრილს, საღამოს 6 საათზე, მიწას მიაბარეს "ბარსელონას" ყოფილი მცველი, ურუგვაელი ხულიო სესარ ბენიტესი, რომლის პანაშვიდებსაც, 2 დღის განმავლობაში, 150 ათასი ადამიანი დაესწრო.
1962 წლის 8 აპრილს, "კამპ ნოუზე", ესპანეთის თასის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა. "ბარსელონა" "ბასკონიას" მასპინძლობდა. კატალონიური კლუბი სტუმართა კარის დარაჯისმ ხოსე ანხელ ირიბარის შეძენით იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ ამ მეკარემ "ბარსასგან" 10 გოლი გაუშვა (ამას დამატებული, 2 გოლი პირველ მატჩში) და საბოლოოდ, ბარსელონელებმა მის შეძენაზე უარი განაცხადეს.
1956 წლის 8 აპრილს, ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე ტურით ადრე, "ბარსელონამ", ბილბაოში, "ატლეტიკთან" 0:1 წააგო და ლიდერობა დაკარგა. საბოლოოდ, ბაკსები ჩემპიონები გახდნენ, ხოლო კატალონიელები მე-2 ადგილს დასჯერდნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]