25 აგვისტო
2006 წელს, ევროპის სუპერთასის გათამაშებაში "ბარსელონა" დიდი ანგარიშით დამარცხდა "სევილიასთან" – 0:3. რენატომ და კანუტემ პირველივე ტაიმში გაუტანეს გოლები კატალონიელებს. მეორე ტაიმის მიწურულს კი მარესკამ 11 მეტრიანი ნიშნულიდან აიღო კატალონიელთა კარი.
2004 წელს, "გამპერის" თასის გათამაშებაში "ბარსელონამ" "მილანი" დაამარცხა ანგარიშით 2:1. თამაშის დაწყებამდე მოედანზე დაუშვეს გიგანტური აბრა, რომელიც კატალონიის დროშას ჰგავდა და 13108 მ2 ზომისა იყო.
1970 წელს, "გამპერის" თასის გათამაშებაში "ბარსელონა" დიდი ანგარიშით დამარცხდა მოსკოვის "დინამოსთან" – 0:5.
1998 წელს, "გამპერის" თასის გათამაშებაში "ბარსელონა" ბრაზილიურ "სანტოსს" დაუპირისპირდა. თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კატალონიელებმა იმარჯვეს (5:4) და თასი აღმართეს.
1999 წელს, "გამპერის" თასის გათამაშებაში "ბარსელონამ" ლისაბონის "სპორტინგი" დაამარცხა, ანგარიშით 3:1. სამივე გოლი კატალონიელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]