მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დიაგნოზი - ტაქიკარდია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დიაგნოზი - ტაქიკარდია

ლა ლიგაში, ზედიზედ  ოთხი თამაში მოუგებლად. ოთხიდან ორი მარცხი. ზედმეტი მიდებ-მოდების გარეშე - კატასტროფული შედეგია. ჩემპიონთა ლიგა გამოგვიკეთებს ხოლმე განწყობას და მერე ისევ შარში ვართ. ამაზე ვან გაალის "ბარსელონა" გამახსენდა, ოღონდ მეორე ფორმაციის. მაშინაც ასეთი სურათი იყო, ჩემპიონთა ლიგაზე იდეალურად თამაშობდა და ლა ლიგაში ქულას ქულაზე კარგავდა. როგორც კი "ბარსა" ლიგის მეოთხედფინალიდან გავარდა, ლუი დაითოვეს, ხოლო "ბარსამ" ჩემპიონატი მეექვსე ადგილზე დაასრულა, ის მეექვსე ადგილიც ბოლო ტურში მოიპოვა, თორემ საერთოდ ევროტურნირის გარეშე რჩებოდა.

ახლაც ჰოლანდიური ამბავი გვაქვს და იმედია, ასე კოშმარულად არ წარიმართება, მით უმეტეს, რომ შემადგენლობა გაცილებით ძლიერია, ვიდრე მაშინ იყო.

გრიზმანი

არის! აღსრულდა! გრიზმანმა მშრალი სერია შეწყვიტა, მეკარეს თავზე გადაუგდო და ანგარიში გაათანაბრა. ასეთი დარტყმით წინა სეზონშიც შეაგდო რამდენიმე გოლი, საერთოდ, თუ რომელიმე კომპონენტზე ვიტყვით, რომ იგივე დონეზე აქვს, სწორედ ასეთი დარტყმაა, უპრობლემოდ შეუძლია მეკარეს თავზე გადაუგდოს, თუმცა, სხვა არაფერი გამოსდის.

თავს არ მოვიტყუებ და არ ვიტყვი, რომ ამ გოლის მერე გრიზმანი აიწყვეტს და საუკეთესო ბომბარდირი გახდება. არა, ეს ერთი ჩვეულებრივი გოლია, რომელსაც მაქსიმუმ ის შეუძლია, რომ ანტუანი დეპრესიიდან გამოიყვანოს.

ანგარიში კი მას შემდეგ გავათანაბრეთ, რაც მეტოქე კაცნაკლული დარჩა. უკვე ასე გვაქვს საქმე. ბოლო წუთებზე "ბარსამ" შტურმი მოაწყო მეტოქის კართან, მაგრამ გოლი აღარ გასულა. მთელი თამაში როგორც უნდა ეთამაშათ, ისე ითამაშეს ბოლო 10 წუთი.

მესი

თერთმეტმეტრიანები რომ არ მივიღოთ მხედველობაში, მესის მშრალი სერია ისევ გრძელდება. გრიზმანზე კარგად არც მას აქვს საქმე. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით თუ ვისზე ვსაუბრობთ. თავის დონეს მოწყვეტილია, ეს განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ ფაზაზე ითქმის. ბოლო პასის მხრივაც პრობლემებია. თითქოს მოტივაცია აკლია, "იუვენტუსთან" კარგი იყო, მიუხედავად იმისა, რომ თამაშიდან იქაც ვერ შეაგდო. დარწმუნებული ვარ, "კამპ ნოუზეც" გაიბრწყინებს, მით უმეტეს, თუ რონალდუც გვესტუმრება. აი დანარჩენ გუნდებთან მოტივირება ძალიან უჭირს. აღარც ბომბარდირობაზე მოდის გული, თითქოს თამაში აღარ უხარია.

დემბელე და ფატი

დემბელეს წინა შეხვედრაში გაეღვიძა. ახლა ისევ ჩაყვინთა. რა გასაკვირია?! ეს ხომ დემბელეა?! მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ცუდიც და კარგიც.

ჩვენი ოქრო 18 წლის შესრულდა, უკვე შეუძლია ლუდიც მოწრუპოს. შეტევაში საუკეთესო იყო. თუ შექმნილ მომენტებს დავითვლით. მართალია ერთი 100%-ანი შანსი ქარს გაატანა, მაგრამ საერთო ჯამში ყველაზე აქტიური იყო. აღსანიშნავია თუ როგორ გრძნობს "ოფსაიდის" ხაზს, ყველა მომენტი, რომელიც შექმნა, მცველთან ზუსტად ერთ ხაზზე იყო. გარდა გაფუჭებული მომენტისა, ერთხელ გრიზმანს დაუგორა ძალიან კარგად, მაგრამ ფრანგმა ააცილა, მეორედ მესის გაუგორა, მაგრამ მეკარემ შეძლო აღება. მესამედ კი მგონი ისევ მესის გაუგორა, მაგრამ პასი გრიზმანმა ჩაჭრა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ აბსოლუტური სიგიჟეა ორი ისეთი ფეხბურთელი გყავდეს გუნდში, რომელიც ერთი და იმავე სივრცეში მოქმედებს.

ნახევარდაცვა

დე იონგი თვალსა და ხელს შუა ცენტრალურ მცველად ყალიბდება. რონალდ კუმანი მასში ალესანდო ნესტას ხედავს! ხუმრობა იქით იყოს, სეზონის წინაც ჩანდა, რომ ცენტრალური მცველი აუცილებლად გვჭირდებოდა, თავად კუმანმაც წაიწუწუნა ამაზე, მაგრამ კლუბი გაკოტრების ზღვარზეა და ტრანსფერი ვერ შედგა. უპამეკანო ახსენეს დასაწყისში, პანდემიის მერე კი, მისი ყიდვა გამოირიცხა.

ასე მივიღეთ დაცვაში ფრენკი. ვერაფერს იტყვი, ბურთი მშვენივრად ამოაქვს.

საუკეთესოები შეცვლაზე გამოვიდნენ. პიანიჩი და პედრი. საერთოდ, პედრის სკამზე დასმა ვერ იყო გონივრული, გასაგებია, რომ 17 წლის არის და დასვენებაც სჭირდება, მაგრამ როცა ასეთი კარგი პერიოდი აქვს, უმჯობესია, რომ მაქსიმალური დრო დაუთმო.

პიანჩმა კიდე ის გააკეთა, რაც წლებია "ბარსას" ნახევარმცველისგან აღარ მინახავს. შორიდან გაისროლა, თანაც ზუსტად! ბოლოს რაკიტიჩიც კი აღარ კადრულობდა ამას, ბუსკეტსი და დე იონგი რომ კარში დამრტყმელები არ არიან, ვიცით, აი კოუტინიო კი ცდილობდა წინა ტურებში, მაგრამ შორიდან ვეღარ ურტყამს ისე, როგორც ადრე. ჰოდა, გაისროლა პიანიჩმა. დიდი არაფერი, ერთი დარტყმა რა სათქმელია, მაგრამ ეს ის კომპონენტია, რომელიც შეტევის მრავალფეროვნებისათვის აუცილებელია.

სხვაც არაფერი დაეწუნებოდა. მე მგონი, რომ ყალიბდება ძირითადის წევრად.

დაცვა

და აი, მივედით მთავარ შეცდომამდეც. ფაქტია, ორივე დამნაშავეა, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ნეტუ უფრო შეცდა. რატომ დაიძრა პიკესკენ და რატომ შეამცირა მანძილი აბსოლუტურად გაუგებარია. როცა მეტოქე პრესინგს თამაშობს, პირიქით, ფეხბურთელებმა ერთმანეთს შორის მანძილი უნდა გაზარდონ, რომ ბურთის ჩაჭრის საფრთხე არ შეიქმნას, ნეტუ კიდე პირდაპირ პიკეზე დაიძრა. მერე ტერ შტეგენივით ფინტებიც ვერ გააკეთა და გაგვიტანეს.

რაში შეცდა პიკე? შეცდა იმაში, რომ პასი ზეპირად გააკეთა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მეკარისთვის დაებრუნებინა და საერთოდ არ შეაფასა სიტუაცია, თორემ ერთ მეტრიან პასს როგორ გააკეთებდა?!

ასე იყო ეს ამბავი. კურიოზული გოლი მივიღეთ, რაღაც აბდა-უბდა და მოგონილი გოლი. სამწუხაროა, მაგრამ ყველაზე მეტად, სწორედ ეს მომენტი ასახავს "ბარსას" მდგომარეობას.

კუმანი

კუმანის ხელში "ბარსას" ტაქიკარდია აქვს. ხან მოუმატებს, ხან მოუკლებს, ისე სწრაფად და ლოგიკის გარეშე უკლებს და უმატებს, რომ ხან გაჩერებასთან არის ახლოს, ხან ინფარქტთან, ჰოდა დროა საჭირო ტემპი იპოვოს, თორემ გასკდა გული.

სტაბილურობის ნაკლებობა შეგვიძლია იმასაც დავაბრალოთ, რომ საჭირო თერთმეტეული ვერ იპოვა. მეტნაკლებად დაცვაზე შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია, აი დანარჩენ პოზიციებზე ვერ ვიტყვით, რომ ვინმეს 100%-ით ენდობა. მესიზეც კი ვერ ვიტყვით ამას, უბრალოდ მესის ვერ ეხება, იმიტომ, რომ მესია.

ეს არის კუმანის უპირველესი ამოცანა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს ძირითად თერთმეტეულზე. მერე რაღაც გამოვა და იქნებ ვიბრძლოთ კიდეც ჩემპიონობისთვის.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 1 ნოემბერი 2020 19:48
    4
    ჩემპიონობისთვის იბრძოლებს გუნდი ეს ზედმეტი ტრაგედიების შექმნაა ძალიან სასცილოაა...რეალს კარგად უყურეთ როგორ წაასხამს თამაშებს...რეალივით ლიგაზე ბოლო ადგილზე რომ ვიყოთ მერე რას იტყოდით...ძალიან რთული კალენდარი ქონდა ბარსას დაშლიილ გუნდს...ან მესიის როგორ აკრიტიკებთ მაგაზე უკეთესად ვინ თამაშობს ან ვინ ამწვავეებს...თუმცა ამ საიტზე დემბელე ჯობია ფატისოო წავიკითხე რაღა უნდა გამიკვირდეს ))))))))))))))))))))
    Ani benzo
    სტუმარი [?]
    #8 1 ნოემბერი 2020 18:54
    1
    Andres_Iniesta,
    Nu geshinia otxeulshi ar gaixhirdebat shesvla
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #7 1 ნოემბერი 2020 17:43
    3
    რეალირად გუნდი შეთამაშდა
    მარა ამდენი ქულების კარგვა?


    1 სეზონი უტიტულობა ჯანდაბას მაგრამ მეშინი 4 ს ქვემოთ არ ჩამოვიდეთ.
    მმითუმეტეს ატლეტიკო- და სევილია საკაიფო ფორმაშია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ნოემბერი 2020 15:33
    0
    ტერ შტეგენი
    დესტი პიკე ლენგლე ალბა
    პიანიჩი დეიონგი
    მესი კოუტინიო ფატი
    გრიზმანი.
    როცა მეტოქე იქნება ბურთით გრიზმანი და მესი პოზიციებს გაცვლიან.
    ნეტუ
    რობერტო არაუხო უმტიტი ფირპო
    პუჩი ბუსკეცი
    ტრინკაუ პედრი დემბელე
    ბრეიტვეიტი.
    ესეც მეორე შემადგენლობა.
    ზამთარში გარსიას დაიმატებენ.ჩემი აზრით ანხელინიო უნდა ვიყიდოთ და ფირპო გავუშვათ.ასევე დეპაი უეჭველი და ბრეიტვეიტი გასაყიდია.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ANSU FATI 10
    სტუმარი [?]
    #5 1 ნოემბერი 2020 14:02
    8
    ვერ წაროვიდგენდი ამას თუ ოდესმე ვიფიქრებდი მაგრამ მესის გამო შეტევა სწორხაზოვანი და უაზროა,ერთბაშად 4მცველის მოტყუებაზე მიდის პასს არავის უკეთებს მერე აართმევენ იკარგება ბურთი და გბიჭერენ კონტრშეტევაზე გასაგებია უნდა გოლი მაგრამ გუნდზეც ხომ უნდა იფიქროს.გრიზმანიც მესის გამო იკარგება მოედანზე.მესი ითვისებს მთლიან სივრცეს,იწევს ფლანგიდან ცენტრში ავიწროვებს და უშლის ხელს გრიზმანს და კოუტინიოს. ან თუნ დაც პიანიჩს როგორც გუშინ დავინახეთ მეტი გუნდურობა მართებს ბოლოს და ბოლოს მესია.
    [?]
    #4 1 ნოემბერი 2020 13:22
    10
    კარგი სტატიაა მარა ძირითადის ჩამოყალიბებას არ ვემხრობი. ბირთვი მინიმუმ 15-16 კაცისგან უნდა შედგებოდეს და იყოს როტაციები რო ამ უამრავმა ახალგაზრდამ დრო კარგად გაიყოს. პუჩი რო ლპება ეგეც გვეყოფა. არადა ავტორიტეტობა თუ უნდა მესი უნდა მოსვას პირველ რიგში. ანსუ როგორ გაიხსნა როცა 1 მხუთავი და "მომე პასი" წავიდა. ლეო რო დაჯდეს სკამზე და ახალგაზრდებმა შეუტიონ იქნებ ეგრეც ჯობდეს. სხვანაირად აღარ უნდა ფეხბურთელობა. ლუჩომ მოსვა მაშინ. გაიბუტა იტირა მარა ტრიპლეტი დადო იმენა ლეომ. ეხლაც მოუხდება. თან კუმანის ავტორიტეტიც გაიზრდება.

    ძალიან ბევრ შეტევას შლის და ბევრ კონტრას ვიღებთ რაც ამ დაცვის პირობებში დამღუპველია. კაცს იშვიათად ატყუებს და დარტყმა სრული კატასტროფა. ეხლა კონკრეტულად ასეა, იმენა ეხლა თორე თუ შევიდა ფორმაში მერე ყველა ტურნირისთვის ვიბრძოლებთ. და გული რო მტკივა ესეთი მესის ხილვაზე ამიტო ვამბობ შესაბამისად თუ რამე მაგარს იზამს გამოხტომა რო იცით ზოგიერთებმა ვინც მესის აკრიტიკებდით გამოდითო ჩემი მისამართით ეგ არ დაწეროთ. ვინც ეხლა გის ტკივილით არ აკრიტიკებს და გამართლებას ეძებს ბართომეუსაც ვეღარ დააბრალებს თან, ის მესის ფანატია და არა გუნდის. სავარაუდოდ სიტის მომავალი ფანიც ამიტო მაზგათთან საქმე არ მაქ.
    პ.ს. ლეო ამოიქოქე და კარიერის მიწურულს ესე არ დაამახსოვრო თავი მტრებს
    nukri1996
    სტუმარი [?]
    #3 1 ნოემბერი 2020 12:27
    0
    kou akli gunds kou grizmani messi fati sa 2 taimshi dembele pedri trinikau unda gamovidnen 60 wutisken xolme buskeci dasvan skamze deyongi da oianichi atamashos shetamashdnen kargad tore vinme kai gundtan budkeci gagvyidis daberda klasis xarjze atamasheben kai tamashi da dagverxeva mere dabobgavs ukve
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #2 1 ნოემბერი 2020 12:23
    6
    ისევ გეთანხმები ყველაფერში, თან სულ ყველაფერში

    უბრალოდ მაინტერესებს მესის გარეშე როგორ ითამაშებს გუნდი, თავიდან თითქოს ისე დაიწყო სეზონი რო მესიზე წელს ნაკლებად იქნებიან ჩამოკიდებული თქო ვიფიქრე, პირველი ორი თამაშიც ეგრე მოიგეს, გემახსოვრებათ ვილიარეალთან მესიმ ბოლოს თავისით რო დაიწყო თამაში მეც მინდაო, ხოდა აი ამ ბოლო თამაშებს რო ვუყურებ ისევ მესის ეძებს ყველა და რატო ვერ ვხვდები

    მესიშია საქმე რო უთხრა ყველას ჩემზე ითამაშეთო, თუ კუმანში, თუ რა ხდება ვერ გავიგე
    nukri1996
    სტუმარი [?]
    #1 1 ნოემბერი 2020 12:22
    2
    erti ram minda vtqva pedrize jer ara egbavshvi dziritadis gushin ro vuyure papxurobda dzan da bevric dakarga kacs ver atyuebsa wesivrad yuvestan kai iyo mara gushin dzan sashineleba itamasha .. imas ar vambob ro cudia kaia mara jer ara sastavistvis mzad