მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დაბრუნდა!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დაბრუნდა!

ბერლინის კედელი ტერ შტეგენთან შედარებით ჭიჭვეიშვილის ღობე ყოფილა. მომავალი კაპიტანი დაბრუნდა და ბარსელონურ კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დადო.

დაბრუნებაც ასეთი უნდა!

გრიზმანს რომ მისი მენტალობის ნახევარი მაინც ჰქონდეს.. თუმცა, რა დროს გრიზმანია?! რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ ყველაზე დიდი სანახაობა შტეგენმა შემოგვთავაზა, მაშინ როცა მესი და დანარჩენები მოედანზე იყვნენ.

კუმანის ექსპერიმენტების გამო და არა მხოლოდ ამ მიზეზით, "ბარსას" კართან უამრავი მომენტი შეიქმნა და სწორედ ამის ხარჯზე ვიხილეთ გერმანელის შოუ. ერთადერთი რაც ამ ყველაფერს აკლდა, "კამპ ნოუს" ყიჟინა და აპლოდისმენტები იყო, დაახლოებით ისე აყვირდებოდნენ, როგორც "სევილიასთან" ნაჩვენები სასწაული თამაშის შემდეგ ყვიროდნენ.

მხოლოდ სათადარიგოების ოვაციები ისმოდა. გაიძარცვა ფეხბურთი, გულშემატკივრის გარეშე.  

შტეგენმა ჩვეული სიმშვიდით და დამაჯერებლობით ჩაატარა მთელი თამაში. რომ არა გერმანელი, საუკეთესო ფეხბურთელი ალბათ მეტოქის მეკარე იქნებოდა, რომელმაც ასევე საოცარი ბურთები მოიგერია, მაგრამ შტეგენის სპექტაკლის მერე მაინც ჩვეულებრივ მეკარედ დარჩა.

ექსპერიმენტული დაცვა

წინაზე ვიხუმრე, კუმანი დე იონგში ალესანდრო ნესტას ხედავს-მეთქი და დავრჩი გაღიმებული. თურმე მართლა ხედავს. არა მგონია, ეს ბოლო შეხვედრა ყოფილიყო, როცა ფრენკი ცენტრალურ მცველად ვიხილეთ. ეს გადაწყვეტილება ბოლომდე შემტევი ტაქტიკით იყო გამოწვეული, როცა "ბარსა" მეტოქის ნახევარზე მკვიდრდებოდა, დე იონგი დამატებითი ფუნქციით იტვირთებოდა, სიღრმიდან, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეეცვალა შეტევის მიმართულება. კარგადაც გაართვა თავი, დაცვიდან რომ ბურთის ამოტანის პრობლემა არ ექნებოდა, ესეც ნათელი იყო, მაგრამ საერთო ჯამში, როგორც მან, ისე მთელმა დაცვის ხაზმა საშინლად ითამაშა.

ფლანგებიდან, ცენტრიდან, საიდანაც სურდათ, იქიდან გვიტევდნენ და მათი შემჩერებელი არავინ იყო. დაცვაში ძალიან სუსტი იყო სერჟინიო დესტი, პოზიციურად ცუდად ითამაშა, რამდენჯერმე სისწრაფეშიც დაიჩაგრა და სახიფათო ჯარიმის აღება მოუწია.

ამ გადმოსახედიდან, უმტიტისაც აუცილებლად მიეცემა შანსი.

ნახევარდაცვა

არ ყოფილა კარგი შეხვედრა ნახევარცველებისთვის. ასეთ მეტოქესთან მეტი იყო საჭირო. პიანიჩმა ძირითადში დაიწყო და პოზიციიდან გამომდინარე ზედმეტად ბევრი პასი გაუცუდდა. ეს არ ყოფილა "ბოლო პასი", რომ განსაკუთრებულ სირთულესთან გვქონოდა საქმე, რიგ შემთხვევებში ძალიან მარტივ სიტუაციაში ცდებოდა.

პედრიმ ორი კარგი მომენტი შექმნა, დესტის ჭკვიანური პასის შემდეგ, თუმცა, გოლი ვერ შეაგდო. გარდა ამ მომენტებისა, განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია. მალე კოუტინიო დაბრუნდება და ყველა ასეთი მომენტის გამოყენება მოუწევს, იმისათვის, რომ მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

თავდასხმა

გრიზმანით დავიწყოთ. თამაშამდე დავწერე, რომ ეს მისი შანსი იყო, თუ ზედიზედ ორ თამაშში გაიტანდა გოლს, ფსიქოლოგიურად და მენტალურად ერთი ნაბიჯი წინ გადაიდგმებოდა, კალენდარის გათვალისწინებით გრიზმანს შეეძლო ძალიან კარგი სერია შემოეთავაზებინა, მაგრამ ამის ნაცვლად კიდევ ერთი დარტყმა მოგვაყენა. ორი მეტრიდან ააცილა. კაი, სამი მეტრიდან.

ეს შანსიც ქარს გაატანა. ალბათ, მალე მასაც ქარი წაიღებს. Le Vent Nous Portera, Antuan!

ეს დავიდარაბა, რასაც მარჯვენა გარემარბის ძიება ჰქვია, სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. კანდიდატები მრავლად გვყავს, ჰოდა იბრძოლონ ძირითადისთვის. აი მარცხენა ფლანგი დაივიწყონ!

არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ანსუ ფატი ძალიან სწრაფად პროგრესირებს. ისეთი აზროვნების უნარი დაჰყვა, რომ მისთვის ყველაფერი მარტივია, გოლი არ შეუგდია, სამაგიეროდ საგოლე პასი მიითვალა და ჩემი აზრით საუკეთესო იყო მოედანზე (გერმანელ კედელს თუ არ ჩავთვლით).

გოლებიც იქნება, აუცილებლად! ისე თამაშობს, რომ სხვანაირად შეუძლებელია.

მესის თერთმეტმეტრიანების სერია კი გრძელდება. ისევ გაიტანა ნიშნულიდან და ისევ ვერ გაიტანა თამაშიდან. ჯარიმაც ვერ გაიტანა, თუმცა ამაში მთავარი დამნაშავე მეტოქის მეკარეა, ზუსტად ცხრიანიდან გამოაძრო ბურთი. ლეოს ჰქონდა კიდევ ერთი-ორი მომენტი, მაგრამ მეკარე სჯობნიდა. ამხელა მშრალ სერიასაც არ ველოდი. გასაგები იყო, რომ მძიმედ დაიწყებდა, მაგრამ მესისთვის ეს მეტისმეტია.

კრიზისი

90-ანების ბოლოს კიევის "დინამომ" გადაგვირბინა, სახლშიც და გასვლაზეც. შევჩენკო-რებროვის დუეტმა შუაზე გაგვგლიჯა. კიევის მატჩი იმითაც დამამახსოვრდა, რომ რივალდომ ნახევარი მეტრიდან კარს გადააცილა, მიმიქარავს გრიზმანი, ისეთი გააკეთა! ძალიან გაუმართლა, რომ იმ დროს სოციალური ქსელები არ იყო, თორემ ეს სირცხვილი კარიერას დაუმახინჯებდა.

"დინამოს" ლობანოვსკი წვრთნიდა და ნახევარფინალამდე იფრინეს. ამ ფორმაციის "დინამო" კი მგონი საშუალო დონის გუნდიც არ არის, მიუხედავად ამისა "ბარსას" "კამპ ნოუზე" ტოლსწორად ეთამაშა. თანაბრად თუ არა, არც არაფერი დაუკლიათ. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ გუნდში კრიზისია. როგორც ეკონომიკურად, ისე საფეხბურთო თვალსაზრისით. ამას ემატება ქაოსი, რომელსაც დირექტორთა საბჭო იწვევს თავის გადაწყვეტილებებით, "ბარსა" ახლა თავმოგლეჯილ ცხოველს ჰგავს, რომელიც სიკვდილამდე კიდევ ახერხებს აქეთ-იქით სირბილს.

სანამ ახალი თავი, ანუ ახალი პრეზიდენტი მოვა, მანამდე ალბათ კიდევ ბევრი გაუგებრობა იქნება მოსალოდნელი. იმედია არ გავკოტრდებით და ქულებს როგორმე დავაგროვებთ ისე, რომ ჩემპიონობის შანსი ზამთარშივე არ დავკარგოთ.

ასეთი ამბავია. ორ დღეში "ბეტისს" მივიღებთ.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    DE GANEIRO
    სტუმარი [?]
    #13 6 ნოემბერი 2020 09:34
    0
    შტანგა-გოლის წყLობით ჭიჭვეიშვილი მაგარი ეპითეტი გახდა )))))
    ჯერემი რენერი
    სტუმარი [?]
    #12 5 ნოემბერი 2020 23:15
    0
    თითქმის 100% დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან უცნაურ და უაზრო სეზონს ვუყურებთ, უდიდესი ალბათობით უტიტულოდ... მესის დარჩენა/არ დარჩენის საკითხიც იწყება..
    Culé [?]
    #11 5 ნოემბერი 2020 16:55
    0
    უმტიტის მოხოდვა გვინდა უეჭველი და ტაქტიკის შეცვლა და დაბრუნება 4-3-3ზე
    შტეგენი
    დესტი პიკე უმტიტი ალბა
    დეიონგი
    პიანიჩი კოუ
    დემბელე მესი ფატი
    თუ ისევ 4-2-3-1 დატოვა
    შტეგენი
    დესტი პიკე უმტიტი ალბა
    დეიონგი პიანიჩი
    დემბელე. კოუ. ფატი
    მესი ცრუ ცხრიანზე
    ცვლილებები გრიზმანი ან 9 ან კოუს ადგილას დემბელეს ნაცვლად ტრინკაო და დანარჩენი დრო ინდა გადანაწილდეს. პუჩზე და პედრიზე
    Johan
    სტუმარი [?]
    #10 5 ნოემბერი 2020 16:43
    2
    პავლოვიჩი56,
    ციტატა: პავლოვიჩი56
    ბევრი ლაი-ლაი არაა საჭირო ,რომ კუილა(კუმანი) გასაგდებია...დიახ გასაგდები.
    ისეთი ფეხბურთელები როგორც ბარსას ჰყავს,არცერთ სხვა გუნდს არ ჰყავს...არსად. სემედუ სანატრელი გაგვიხდებათქო ვიძახოდი და აგერ ფაქტი.სუაზე აღარ ვსაუბრობ.
    იმედია საპრეზიდენტო არჩევნები მალე დაინიშნება და ნორმალური-გამოცდილი პრეზიდენტი მოვა,რასაც გამოცდილი მწვრთნელიც მოჰყვება.

    არავინ არ შეცვლის კუმანს იანვარში და სწორსდაც მოიქცევიან. Რომ გავუშვით ვალვერდე ხომ კაი ჩიტი დავიჭირეთ? Მოკლედ რაა...
    bashi_achuki
    სტუმარი [?]
    #9 5 ნოემბერი 2020 16:10
    2
    ძალიან მარტივად გადადის შეტევაში მეტოქე გუნდი. დაცვა ხო ვაფშე არ გვყავს მაგრამ გუშინ გამოჩნდა რომ ნახევარდაცვაც ძოვს ბალახს როცა გვიტევენ.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #8 5 ნოემბერი 2020 15:37
    3
    ციტატა: პავლოვიჩი56
    ბევრი ლაი-ლაი არაა საჭირო ,რომ კუილა(კუმანი) გასაგდებია...დიახ გასაგდები.
    ისეთი ფეხბურთელები როგორც ბარსას ჰყავს,არცერთ სხვა გუნდს არ ჰყავს...არსად. სემედუ სანატრელი გაგვიხდებათქო ვიძახოდი და აგერ ფაქტი.სუაზე აღარ ვსაუბრობ.
    იმედია საპრეზიდენტო არჩევნები მალე დაინიშნება და ნორმალური-გამოცდილი პრეზიდენტი მოვა,რასაც გამოცდილი მწვრთნელიც მოჰყვება.

    დესტს რას ერჩი?
    რა სანატრებელი სემედუ. დესტი ძალიან მაგარი ბიჭია.
    სუარესი შეეშალა კი მარა კრიზის დეოს სკამზე ფეხბურთელს 14 მილიონი უხადო რავი.


    რა კუმანის ბრალია ფინიშერი რო არ გვყავს ??

    ლენგლე რო ქინძია და პიკე უფრო ქინძი.

    თუ 18 წლის ბიჭისგან ვითხოვთ მეტს?
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #7 5 ნოემბერი 2020 15:07
    1
    ბევრი ლაი-ლაი არაა საჭირო ,რომ კუილა(კუმანი) გასაგდებია...დიახ გასაგდები.
    ისეთი ფეხბურთელები როგორც ბარსას ჰყავს,არცერთ სხვა გუნდს არ ჰყავს...არსად. სემედუ სანატრელი გაგვიხდებათქო ვიძახოდი და აგერ ფაქტი.სუაზე აღარ ვსაუბრობ.
    იმედია საპრეზიდენტო არჩევნები მალე დაინიშნება და ნორმალური-გამოცდილი პრეზიდენტი მოვა,რასაც გამოცდილი მწვრთნელიც მოჰყვება.
    Andres_Iniesta
    სტუმარი [?]
    #6 5 ნოემბერი 2020 13:40
    0
    მატჩის საუკეთესოს ვინ დასახელდა? იმედი მაქ შტეგენი.
    Culé [?]
    #5 5 ნოემბერი 2020 13:24
    0
    ბეტისთან ამ კამანდით უნდა ვითამაშოთ:

    ტერ შტეგენი
    ს,რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    ტრინკაო-მესი-დემბელე
    ანსუ ფატი


    ანსუ ფატი-გრიზმანი
    დემბელე-პედრი
    ტრინკაო-ალბა (დესტი მარჯვნივ და რობერტო მის დასაზღვევად)
    პიანიჩი-ბუსკეტსი
    დე იონგი-ალენია
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    ფანი [?]
    #4 5 ნოემბერი 2020 13:06
    4
    მიუხედავად იმის,რომ მატჩი მოვიგეთ,ძნელი წარმოსადგენია რომელიმე კულე კმაყოფილი იყოს მსგავსი თამაშის ხარისხით,კუმანს ვერაფერს დავაბრალებთ,2018 წლიდან მოყოლებული დღემდე ბარსელონას ერთ-ერთი სუსტი წერტილია დაცვა...გუნდს ჭირდება ისეთი მცველი როგორიცაა კარგ ფორმაში მყოფი უმტიტი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარის გახსნისას ბარსელონას დირექციამ უნდა იზრუნოს დაცვის ხაზზე რათა იყოს კონკურენცია ისეთი როგორიც ამ გუნდს შეეფერება...ვიმედოვნებ,რომ ფრანგი მალე დაგვიბრუნდება,მე არ ვიძახი უმტიტის დაბრუნებით დაცვას ეშველება თქო,არა უბრალოდ გაიზრდება კონკურენცია და მცველებს მოუწევთ მაქსიმალურად დაიხარჯნონ ძირითად შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად,რაც დაეხმარება უმტიტის აღიდგინოს თავისი ძველი და კარგი ფორმა...რაც შეეხება მესის,მას წიმ ჭირდება ისეთი ადამიანი რომელთანაც კარგადაა შეთამაშებული და სწორედ ამიტომ არ მიმაჩნია ელ პისტოლეროს გუნდიდან გაშვება სწორად,მესმის,მესმის რომ გუნდში ფინანსური კრიზისია მაგრამ იმის ნაცვლად,რომ გუნდში 1 სეზონისთვის მოიყვანო ცენრალური შემტევი და გაუფორმო 5 წლიანი კონტრაქტი,ჯობია პისტოლეროს შენარჩუნებაზე იზრუნო...გრიზმანის გაშვება უფრო ლოგიკურ და გონივრულ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ვიდრე პისტოლეროს...
    მწერალი [?]
    #3 5 ნოემბერი 2020 12:59
    1
    ციტატა: El pistolero 9
    გუნდში ის პრობლემაცაა რო ფეხბურთელებს განსაზღვრული პოზიციები არ აქვთ.კუმანი ვერ ჩამოყალიბდა ვინ სად უნდა ათამაშოს.ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ალბათ მესი ისევ ცხრიანზე,მის უკან კოუტინიო,გრიზმანი სკამზე,მარჯვნივ დემბელე და მარცხნივ ფატია.სხვა ვარიანტი არ ამართლებს.თუ დააკვირდით პოზიციური შეტევისას როდესაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე გადაჰქონდათ იქ მარტო დესტი იდგა და ჰქონდა ორი ვარიანტი ან ჩაწოდება ან ბურთის უკან დაგორება როცა ამ დროს აქეთ ალბას ფატი დეიონგი და ბუსკეცი სამივე ეხსნებოდა.ეს იმით იყო გამოწვეული რო მესი უნდა ყოფილიყო მარჯვნივ რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ნახ.მცველების შუა და ანაწილებდა ბურთს ფლანგიდან ფლანგზე არადა ეს პედრი-გრიზმანის ფუნქცია უფრო იყო.შედეგად ერთ სივრცეში გვყავდა სამი კაცი.მესი პედრი გრიზმანი.თავისთავად დეიონგი ბუსკეცი პიანიჩი თამაშობდნენ მესიზე და პედრი-გრიზმანი საერთოდ გამქრალნი იყვნენ მოედნიდან.ვერცერთი მიხვდა რო მარჯვნივ გადასულიყო.ესაა პრობლემა.ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული პოზიციები და იმოძრაონ თავთავიანთ სივრცეებში


    გეთანხმები. უნდა ჩამოყალიბდეს ადრე თუ გვიან.
    Sergio5
    სტუმარი [?]
    #2 5 ნოემბერი 2020 12:36
    6
    ისევ გვარდიოლას ბარსას ბრალია, მიმაჩვიეს გამართულ, ლამაზ ფეხბურთს და ეხლა ყველა ესეთი თამაშის მერე საშინლად უკმაყოფილო ვიძინებ, მგონია რო ყველაზე ცუდ ფეხბურთს ბარსა თამაშობს და ამათი ფანი რო არ ვიყო საერთოდ არ ვუყურებდი თქო

    მარა რა ვქნა, ვარ უკვე, თამაში რო მოდის ისევ მიხარია და იმედი მაქვს დღეს ბარსა თამაშობს თქო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2020 12:33
    1
    გუნდში ის პრობლემაცაა რო ფეხბურთელებს განსაზღვრული პოზიციები არ აქვთ.კუმანი ვერ ჩამოყალიბდა ვინ სად უნდა ათამაშოს.ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ალბათ მესი ისევ ცხრიანზე,მის უკან კოუტინიო,გრიზმანი სკამზე,მარჯვნივ დემბელე და მარცხნივ ფატია.სხვა ვარიანტი არ ამართლებს.თუ დააკვირდით პოზიციური შეტევისას როდესაც ბურთი მარჯვენა ფლანგზე გადაჰქონდათ იქ მარტო დესტი იდგა და ჰქონდა ორი ვარიანტი ან ჩაწოდება ან ბურთის უკან დაგორება როცა ამ დროს აქეთ ალბას ფატი დეიონგი და ბუსკეცი სამივე ეხსნებოდა.ეს იმით იყო გამოწვეული რო მესი უნდა ყოფილიყო მარჯვნივ რომელიც ამ დროს იმყოფებოდა ნახ.მცველების შუა და ანაწილებდა ბურთს ფლანგიდან ფლანგზე არადა ეს პედრი-გრიზმანის ფუნქცია უფრო იყო.შედეგად ერთ სივრცეში გვყავდა სამი კაცი.მესი პედრი გრიზმანი.თავისთავად დეიონგი ბუსკეცი პიანიჩი თამაშობდნენ მესიზე და პედრი-გრიზმანი საერთოდ გამქრალნი იყვნენ მოედნიდან.ვერცერთი მიხვდა რო მარჯვნივ გადასულიყო.ესაა პრობლემა.ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ განსაზღვრული პოზიციები და იმოძრაონ თავთავიანთ სივრცეებში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.