მატჩისშემდგომი მიმოხილვა: აღარც ღმერთი..
"იუვემ" მოგვიგო იმდენით, რამდენითაც სჭირდებოდა. წავაგეთ იმდენით, რამდენიც საჭირო იყო მეორე ადგილზე ჩასახოხებლად. თამაშის წინ უკვე ვიცოდით, რა ანგარიში გვაწყობდა, მაგრამ მაინც სამი ბურთით წავაგეთ, ეს კი ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.
ტურინში "ბარსამ" კუმანის ხელმძღვანელობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, "კამპ ნოუზე" იუვემ პირლოს ხელმძღვანელობით შეძლო ჯერჯერობით საუკეთესო მატჩის ჩატარება. გამოდის, რომ ერთი დებიუტანტი მწვრთნელი ნელ-ნელა განვითარების გზას დაადგა, მეორე კი უკან-უკან მიდის.
გუნდი არაფერს არ ჰგავს, კუმანის ტაქტიკა არ ამართლებს და საკითხავია, რამდენ ხანს დაჰყოფს პოსტზე. "ბარსას" პრობლემები კუმანით არ დაწყებულა და არც მისი წასვლით დამთავრდება, მაგრამ მისთვის დროის მიცემა აზრს მოკლებულია. თუ მესი დარჩა, კუმანთან ერთად არაფერი გამოვა, თუ მესი წავა, მაშინ კიდე შეიძლება მისთვის დროის მიცემა.
არც დაცვა, არც შეტევა
როგორც წესი, მიმოხილვისას ცალკეულად განვიხილავთ ზონებს, ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ თითოეულ ზონაში საუკეთესო გამოვარჩიოთ, მაგრამ რეალურად, დაცვისა და შეტევის ცალკე განხილვა არ შეიძლება, იოჰანმა ასე გვიანდერძა და მასზე დიდი ავტორიტეტი ჩვენ არ გვყავს.
შეტევა იწყება დაცვიდან და დაცვა იწყება შეტევიდან.
დაცვის პირველი პრობლემა ინერტული პრესინგია, როცა ჩვენი გაზარმაცებული, გაბუტული შემტევი გაშეშებული დგას და არაფრით ხელს არ უშლის მეტოქის შეტევის დაწყებას, შეტევის პირველი პრობლემა კი პირველი პასია, რომელსაც მცველი ან მეკარე აკეთებს. ამჯერადაც ისეთი დუეტი ვნახეთ ცენტრში, რომ ისევ და ისევ ტერ შტეგენს უწევდა ბურთის ამოტანა და ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეს იდეალურად გაართვა თავი.
რაღაც მხრივ მოსალოდნელიც იყო. ჩვენზე უკეთ არავინ იცის, რა ცუდ დღეშია "ბარსას" დაცვა, მაგრამ ამის გამოსწორება განულებული ბიუჯეტით ვერ მოხერხდა, რა თქმა უნდა, კუმანსაც სურდა მცველის მოყვანა, მაგრამ მცველს ვინ ჩივის, ხელფასებს გამუდმებით ამცირებენ, რომ გადავრჩეთ.
ზამთარში ან ძლიერ მცველს დავიმატებთ, ან განწირულები ვართ.
მესი
მოტივირებილი იყო, რაც გასაკვირი არ არის, რონალდუს წინააღმდეგ ითამაშა, თან კრიშტიანუმ ორჯერ შეგვიგდო და მესიც მთელი თამაში აქტიურობდა, რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ საერთოდ ვეღარ აღიქვამდა სატურნირო მდგომარეობას, უბრალოდ ძალიან სურდა გოლის გატანა, მაგრამ ვერ შეძლო.
როცა შენი იარაღი მხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებაა, ასეთ გუნდთან გატანა გაჭირდება. რამდენჯერმე კარგი კომბინაციის მაგვარიც ვნახეთ, გოლი რომ დაამშვენებდა, ისეთი, მაგრამ არ გამოვიდა, მესის დარტყმებს ბუფონი იგერიებდა, ხან რთულად, ხან მარტივად.
ეს მატჩი, როგორც მესის, ისე მთელი კლუბის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დაამძიმებს. კუმანის საქმე ბევრად გართულდება და კალენდარს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა თებერვალს ვეღარც მიაღწიოს.
მით უმეტეს, იმ ღია შეცდომის მერე, რომელიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
რიკი პუჩი
როცა რიკი მოედანზე გამოდის, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღებთ ზუსტად იმას, რაც გვაკლია - გაცილებით წრაფი გადაადგილება, მეტი სიზუსტე, ზონებს შორის პასების ზრდა, ბურთს ვიჭერთ უფრო კარგად, ტემპს ვაკონტროლებთ უკეთ, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში ისევ სკამზე ჯდება.
ცენტრში რიკის შემდეგ საუკეთესო არტური იყო, როგორც ჩანს მანაც კი იპოვა თავის ადგილი, ჩვენი ნაქები დე იონგი კი არაფერს არ ჰგავდა.
ასე გაჯიუტება აღარ შეიძლება. თუ ვერანაირად ვერ ხედავს პუჩის ადგილს ამ ტაქტიკურ სქემაში, მაშინ უნდა შეცვალოს და 4-3-3-ზე გადავიდეს, მაგრამ კუმანი ძალიან ჯიუტი კაცია, ამას კი სიკეთე ჯერჯერობით არავისთვის მოაქვს.
მალე ვიდეოანალიზიც მომზადდება და კარგი იქნება თუ ცალკეულ ფეხბურთელზე ვკონცეტრირდებით, მაგალითად რიკი პუჩზე.
ასეთი ამბავია, მერვედფინალში დიდი ალბათობით ძალიან ძლიერ გუნდს გადავეყრებით, პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის გუნდები უკვე გვიცდიან. არც ინგლისელების ტემპში შეგვიძლია თამაში და არც გერმანელების მსგავსად შეგვიძლია ორგანიზება. ისღა დაგვრჩენია, არჩევნებს დაველოდოთ, იქნებ ვინმე ჯადოქარმა ან შეშლილმა მოიგოს, რომ დიდი ვალი აიღოს და კლუბს უშველოს. ეს ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ბოლოს კარგი იქნება თუ ოქრის სიტყვებით დავასრულებთ -
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
![რონალდ კუმანის მეორე სავარჯიშო სესია "ბარსელონაში" [ვიდეო] რონალდ კუმანის მეორე სავარჯიშო სესია "ბარსელონაში" [ვიდეო]](/uploads/posts/2020-09/1599034928_hqdefault.jpg)
კომენტარები [ 23 ]