ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკა
მას შემდეგ, რაც ევროპული თავგადასავალი დასრულდა, ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" სეზონის მთავარ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.
12 თამაში
"ბარსელონამ" ლიგის ფაზაში, მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, პლეი ოფის ეტაპის გავლის საჭიროების გარეშე, ასპარეზობა 12 ჩატარებული მატჩით დაასრულა. "ბარსელონამ" შვიდი მოგება (ხუთი ლიგის ფაზაში, პლუს საპასუხო მატჩებში გამარჯვებები "ნიუკასლთან" და "ატლეტიკოსთან"), ორი ფრე (ლიგის ფაზაში "ბრიუგესთან" და მერვედფინალის პირველ მატჩში "ნიუკასლთან") და სამი მარცხი (ლიგის ფაზაში "პარი სენ-ჟერმენთან" და "ჩელსისთან", ხოლო მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში "ატლეტიკოსთან") დააფიქსირა.
ლამინ იამალი ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელი
874 ნათამაშები წუთით, ლამინ იამალი ამ ტურნირზე ჰანსი ფლიკის მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელი იყო. მას ჟიულ კუნდე (868), ჟოან გარსია (802), ფერმინ ლოპესი (801) და ჟერარ მარტინი (791) მოჰყვებიან.
32 გოლი
თამაშში საშუალოდ 2.67 გოლით, ჯამში 32 გატანილი გოლით (25 საჯარიმოს შიგნიდან და 6 გარედან), "ბარსელონამ" საკუთარი შემტევი ძალა კიდევ ერთხელ აჩვენა. 14 გოლი მარჯვენა ფეხით, 13 მარცხენათი, 4 კი თავით გავიდა. დარჩენილი ერთი გოლი "იან ბრეიდელის" სტადიონზე 3-3 დასრულებულ მატჩში ცოლისის ("ბრიუგე") ავტოგოლი იყო. ამ სეზონში "ბარსელონამ" ასევე ოთხი პენალტი (სამი ლამინ იამალმა და ერთი რაფინიამ) გამოიყენა.
ბომბარდირები ფერმინი და ლამინი არიან
32 გოლი ბევრ ფეხბურთელზე გადანაწილდა, თუმცა ექვს-ექვსი გოლით ლამინ იამალი და ფერმინ ლოპესი ლიდერობდნენ, რომლებსაც 5 გოლით მარკუს რაშფორდი მოჰყვებოდა. რობერტ ლევანდოვსკიმ 4 გოლი გაიტანა, ხოლო რაფინიამ და ფერან ტორესმა 3-3 გოლი დაამატეს. სიას კუნდე (2), ოლმო (1) და ბერნალი (1) ცოლისის ავტოგოლთან ერთად ასრულებენ. აღსანიშნავია, რომ ლამინ იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში გოლებში მინიმუმ ათი მონაწილეობა (6 გოლი და 4 ასისტი 18 წლისა და 275 დღის ასაკში) დააფიქსირა.
20 გაშვებული გოლი
დაცვა გასაუმჯობესებელი ზონაა. "ბარსელონამ" თამაშში საშუალოდ 1.67 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა ვერცერთხელ შეძლო. ეს მომავალ გათამაშებებში გამოსასწორებელი საკითხია.
24 ყვითელი, 3 წითელი
"ბარსელონამ" 12 მატჩში 24 ყვითელი ბარათი მიიღო, ყველაზე მეტჯერ კი ლამინ იამალი (4) და ფრენკი დე იონგი (3) გააფრთხილეს. ასევე სამი წითელი ბარათი დაფიქსირდა. რონალდ არაუხო ლიგის ფაზაში "ჩელსისთან" (44-ე წუთზე) გააძევეს. დანარჩენი ორი კი "ატლეტიკოსთან" მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში დაფიქსირდა: პირველ მატჩში (44-ე წუთზე) პაუ კუბარსიმ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში (79-ე წუთზე) ერიკ გარსია გააძევეს.
ისევ საუკეთესოებში
ლიგის ფაზის მქონე ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დანერგვის შემდეგ, "ბარსელონამ" ორივე გათამაშებაში საუკეთესო რვა გუნდს შორის დაასრულა. გასულ სეზონში 19 ქულით (6 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება) კატალონიელები "ლივერპულის" შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს. ამ სეზონში კი 16 ქულით (5 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 8 ]