ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ: იმედგაცრუება და სამომავლო მიზნები

ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან მარცხის შემდეგ: იმედგაცრუება და სამომავლო მიზნები

მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩის (1-2) შემდეგ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპს მიღმა დარჩენის გამო გერმანელმა სპეციალისტმა იმედგაცრუება ვერ დამალა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი გუნდი გაცილებით მეტს იმსახურებდა.

იმედგაცრუებულები ვართ. ყველა იმედგაცრუებულია. ვფიქრობ, თქვენც იმედგაცრუებულები ხართ. გულშემატკივრებიც იმედგაცრუებულები არიან. ჩემი სამწვრთნელო შტაბიც იმედგაცრუებულია. ეს ბუნებრივია, რადგან ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველასთვის დიდი ოცნებაა და ჩვენც ამ გზაზე ვდგავართ. გუნდის გამოსვლითა და ჩვენი თამაშის ხარისხით ძალიან ვამაყობ. ამ ორი მატჩის ჯამში, ჩვენ ნახევარფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

მიუხედავად მტკივნეული მარცხისა, ფლიკი ფეხბურთელების მიმართ დადებითად განეწყო და გუნდის მომავალს დიდი ოპტიმიზმით შეჰყურებს. მისი თქმით, "სპოტიფაი კამპ ნოუზე" მოსული გულშემატკივარიც საკუთარი გუნდით ამაყი უნდა დარჩეს.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ისინი აუცილებლად განვითარდებიან. თუმცა, ვფიქრობ, დღეს ასევე მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, თუ რა წვლილი შეიტანეს მათ ამ ყველაფერში. მჯერა, რომ ყველას შეუძლია იამაყოს და ასევე ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებიც ფეხბურთელებით ამაყობენ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ და ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, მაგრამ სწორ გზაზე ვდგავართ. მომდევნო სეზონში ჩვენ კიდევ უფრო გავუმჯობესდებით.

ამ ეტაპზე მთავარი ევროტურნირი დასრულდა და კატალონიური კლუბის უმთავრესი მიზანი შიდა ჩემპიონატზე ფოკუსირება გახლავთ.

შემდეგი ნაბიჯი ესპანეთის ჩემპიონატის მოგებაა. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილა. სწორი დამოკიდებულება და მენტალიტეტი უნდა ვაჩვენოთ და როგორც ერთმა მთლიანობამ, ისე უნდა ვითამაშოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 გუშინ, 23:29
    0
    ციტატა: MESSI 2017
    რაშფორდი რატო გამოიყვანე რატოოოოო

    და ლევანდოვსკი ?! ფერან ტორესს კარიერის თამაში ჰქონდა 2 გოლი შეაგდო 1 არ ჩათვალეს + ასისტი დაღლილიც არ იყო და ყველაზე მთავარი ვერ დაინახა ტიპს თამაში მისდიოდა ისე როგორც არასდროს ცხოვრებაში ! და ამან ადგა და შეცვალა :((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((( აი ხომ უნდა იგრძნო და მიხვდე ბლიად რაღაცეები თამაშის დროს ძალიან მიყვარს ფლიკი და ძალიან დიდ პატივს ვცემ მაგრამ მაგრად შეცდა გუშინ რაშფორდი/ლევანდოვსკი არცერთი არ უნდა შემოეყვანა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 გუშინ, 15:37
    0
    რაშფორდი არ უნდა გამოისყიდონ, ლევანდოვსკი უკვე ზარალია და გასაშვებია, ლაპორტა კი უხანგრძლივებს. არაუხო, კრისტენსენი და კიდევ 2-3 კაცი გასაშვებია. თუ ფლიკმა დაცვის ხაზი არ ჩამოწია 5 მაგარი მცველი რომ მოიყვანონ, მაინც გამოგვიჭერენ და ეს გაგდებები ისევ გაგრძელდება. თუ ჩვენ გაგვიგდეს ხომ შეიძლება იმათაც გაუგდონ და ამით ჩვენ ვიხეიროთქო, მაგრამ ისევ ჩვენ გაგვიგდეს. მე არ ვარ მწვრთნელი და შეიძლება იმას ვერ ვხედავ რასაც ფლიკი ხედავს, მაგრამ იმას ვხედავ, რომ ამ აწეული დაცვის გამო ვიჩაგრებით. რა ვიცი, ბევრი მწვრთნელი თამაშობს შემტევ ფეხბურთს, მაგრამ აწეული დაცვით არ თამაშობს. ჩემი პატივისცემა ფლიკს, მაგრამ ამ სტილის გამო თუ ასე დავიჩაგრეთ მომავალშიც და უეჭველი დავიჩაგრებით, მაშინ აზრი? თანაც ბებერი ლევანდოვსკის და მაზილა ტორესის შემყურე ვერ ვქმნით იმ სხვაობას, რომ ჩვენ მეტს გავიტანთ. მახრჩობს ბრაზი, რომ სვარშიკი, გაბურძგნული სიმეონე გვაგდებს თასიდან მერამდენედ. ეს ჩემი მოკრძალებული აზრია.
    ახალბედა [?]
    #14 გუშინ, 15:20
    2
    იმენა დაწყევლილები ვართ,ყველაზე უიღბლო და უღმერთო კლუბია,მთელი სამყარო ამ კლუბის წინააღმდეგაა.მსაჯებზე ხომ საუბარიც ზედმეტია,ძალიან აქვთ თავზე გადაჯმული,ფეხბურთი აღარ არსებობს,ტოტალიზატორი მეფობს.
    Culé [?]
    #13 გუშინ, 14:45
    1
    რაშფორდი რატო გამოიყვანე რატოოოოო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 გუშინ, 13:40
    1
    ძნელია ასე ახალგაზრდული გუნდით ორსასტავიანი გუნდების დამარცხება. მაგრამ წინსვლა რო ჩანს ესეც კაია. თუ ამ ზაფხულს ლაპორტამ ცოტა გაანძრია უკანალი და ერთი ორი კაი მცველი მოიყვანა, თავდამსხმელიც ალბათ გუნდი კიდევ უფრო მობილური გახდება. კლოპი გახსოვთ რამდენი სეზონი ამზადებდა ლივერპულს ლიგისთვის.
    Culé [?]
    #11 გუშინ, 12:23
    5
    რაზე მეხვნება ტვინი იცით? კარგი, ენრიკეს შემდეგ ჩავარდნა გვქონდა, შემადგენლობა გადაბერდა, თაობათა ცვლა იყო, პლუს ამას ფინანსური კრიზისი, არასაკმარისი კომპეტენციის მქონე მწვრთნელები და ა.შ. ამას არაუშავს, ყველას აქვს ჩავარდნის წლები, აგერ მილანი, მანჩესტერი, ლივერპულს რამხელა ჩავარდნა ჰქონდა, იგივე რეალს, სანამ ლიგას მოიგებდნენ მეათედ, მანამდე ძალიან ბევრი წელი მერვედფინალს ვერ ცდებოდნენ. კარგი, გავიგეთ ეს ყველაფერი და მივიღეთ, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ გვყვავს ცუდი გუნდი, ფლიკიც უმაგრესი მწვრთნელია, თაობათა ცვლა დასრულდა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გვყვავს, საუკეთესო ახალგაზრდა მცველი, ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი, სოლიდური ნახევარდაცვა, სოლიდური შეტევა, ლევანდოვსკის შემდეგ არც ფორვარდის მოყვანა არ იქნება რაღაც სასწაული პრობლემა, აკადემია მუშაობს, გუნდში თითქოდ სინთეზია ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების, ყველაზე ლამაზად ვთამაშობთ, საუკეთესო პოზიციური შეტევა გვაქვს, ერთ-ერთი საუკეთესო პრესინგი, ერთ-ერთი საუკეთესო ბილდაპი და ეს რაღატო ხდება? მეორე წელია, ჩვენზე ობიექტურად უფრო სუსტი გუნდი გვაგდებს ლიგიდან. ჯერ იყო და ინტერს ყველაფერი გაუვარდა რაც შეიძლებოდა გავარდნოდა, ორჯერ შემოგვიტიეს პირველ თამაშში და სამი გოლი გაგვიტანეს. საპასუხოდ ჩვენ სასწაული მომენტები გავაფუჭეთ, მარტინის და დუმფირიზის ეპიზოტი, არდადებული 100% იანი ჯარიმა აჩერბის მილანური გოლის ეპიზოტში და ა.შ. ახლაც იგივე, საკამათო წითელი, არდადებული 100%იანი პენალტი, გუშინ 5 ას პროცენტიანი გაფუჭებული შანსი(იამალის მომენტი, ოლმოს მომენტი, ფერმინის თავური, ლევანდოვსკის და არაუხოს მომენტები). ხომ არშეიძლება ასე ტოტალური უიღბლობაც გვჭირდეს ყველაფერთან ერთად? ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ ეს ატლეტიკო და შარშანდელი ინტერი, ბარსელონაზე უკეთესი გუნდი იყო. არავინ თქვას მოიგეს და ესეიგი უკეთესები არიანო, ფეხბურთში ეგ ლოგიკა ეგრე არ მუშაობს. საუდის არაბეთმა რომ არგენტინას მოუგო, ან 2010 წლის ესპანეთს რომ შვეიცარიამ მოუგო, ან თუნდაც კლოპის ლივერპულს რომ ატლეტიკომ მოუგო, უკეთესი გუნდები იყვნენ? არანაირად, უბრალოდ ზოგჯერ ასეც ხდება, გაუგონარი უიღბლობა და უსამართლობა. იმედია მომდევნო სეზონში მაინც დამთავრდება ეს წყევლა
    წევრი [?]
    #10 გუშინ, 12:00
    0
    სენესის უმთავრდება მგონი კონტრაქტი,მოიყვანონ ეგ უფასოდ და ბასტონი. კუბარსი/ერიკი/სენესი/ბასტონი/მარტინი. უკვე სოლიდური დაცვაა. არაუხო კი მიყვარს მაინც მარა რავიცი. კრისტენსენი უნდა წვიდეს. დაცვაში კანსელო გამოისყიდონ. იქნებ მომავალ წელს დარჩეს ფორმაში კუნდე. კასადოც არ მინდა გაიყიდოს მარა თუ ფული გვინდა სხვა რა გზაა. ცენტრში არის მაინც რესურსი ასე თუ ისე. წინ ლევანა უნდა წავიდეს და ოსიმენი მოიყვანონ. თუ რაშფორდს არ გამოისყიდიან მაშინ მარცხნივაც გვინდა ვინმე. თუ სკამის კაცს ვეძებთ ის ეზალზული დააბრუნონ. მარა გამტანი არც ეგაა. ზატო კაი დრიბლერია და მოძრავი ბიჭია. რაფა დგას მანდ და ძირითადის კაცს ვერ მოვიყვანთ. დიდად არც რაშფორდის დატოვებაა პრობლემა. მოკლედ 2 მცველი და ოსიმენი მოსაყვანია. 3 კაციც წამსვლელია. სიღრმე მაინც არ გვაქვს. იმედია 1-2 კაი ბიჭი გამოჩნდება ლამასიაში. მისცრნ დრო დარჩენილ თამაშებში და პრესეზონზე ბიჭებს რო იქნებ ვინმე გამოგვიჩნდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 გუშინ, 11:49
    7
    ტრანსფერები გვჭირდება და მერე ვიფიქრებთ ლიგაზე სერიოზულად, გულწრფელად რომ შევხედოთ ეს გუნდი ხოარაა ლიგის მოგების ნამდვილი პრეტენდენტი, გამოგვაკლდა რაფინია და დარჩა მარტო იამალი შეტევაში, მიიღო წითელი კუბარსიმ და დაცვაში დავრჩით ისეთი ფეხბურთელების ხარჯზე საშუალო დონეს რომ ვერ ქაჩავენ. ორი მცველი გვჭირდება ერთი კარიერის პიკში მყოფი და მეორე გამოცდილი და დაღვინებული 30-33 წლის ისეთი რომ სკამზეც არ ქონდეა პრეტენზია, თუ საშუალება იქნება გამოისყიდონ კანსელუ და განაპირა მცველების პრობლემასაც ძირითადად მოაგვარებენ. ფორვარდის მოყვანის საჭიროებაზე აღარც ღირს საუბარი, ოსიმენი იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #8 გუშინ, 11:07
    3
    თუ ამ კლუბს რამეზე პრეტენზია აქვს მომავალ სეზონში მაშინ ამ ზაფხულს კლუბიდან უნდა გაუშვან არაუხო+მარტინი+კასადო მე გარსიასაც მივაყოლებდი აი ამათ მცველობას ძალით აბრალებენ, ესენი ისეთივე მცველები არიან როგორიც მე ბალერონი. უნდა მოყვანონ 2 კარგი ცენტრალური მცველი გაწონასწორებული და ფსიქოლოგიურად დალაგებული და კარგი ცენტრ-ფორვარდი .... სხვანაირად აქ არაფერი გამოვა, მსაჯებზე დაბრალებით და ამ დაცვაზე ძახილით პოტენციალი აქვთ და მაგრები არიანო აგერ ეგ დაცვა მერამდენედ გვწირავს და გაგვწირავს კიდეც
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 გუშინ, 11:06
    6
    ეეეჰ ფლიკ ჭკუით გაჯობა ჭკუით ინტერთანაც იგივე შეცდომები დაუშვი😔
    გულშემატკივარი [?]
    #6 გუშინ, 10:29
    6
    ამ გუნდს უნდა ძაან მაგარი ცენტრალური მცველი, ფლანგის მცველები, ერთხელ ძღრენიც აყვავდება კუნდეე და ის ერთიც რომ ვერ აყვავდა ბალდე არ შველის. მაგარი საყრდენი და ტოპ კლასის ფორვარდი. და რა თქმა უნდა უნდა განეჯვას რაშფორდის თამადობით ყველა წურბელა.
    ფანი [?]
    #5 გუშინ, 10:15
    3
    გუნდს არ ყავდა რაფინია, არ ყავდა დეიონგი, არ ყავდა ფორმაში მყოფი პედრი, დაცვაში იმდენი პრობლემაა რომ ვერ დათვლი, შეტევაში ფერმინი უტევდა მარცხნიდან და ტორესის კარგი მატჩის მიუხედავად ის არაა ძირითადის კაცი ისევე როგორც ლევანა… ბოლო წუთებზე არაუხო რო უტევს მეტოქეს მანდ ჩანს ყველაფერი. 2-3 კარგი ტრანსფერი უნდა გუნდს და ძირითადი ბირთვის შენარჩუნება. რეალს, პსჟს, არსენალს, ბაიერნსყველას 2-3 გუნდი უზის სკამზე და ჩვენ ბარსა ბეს ფეხბურთელები… ფლიკმა დროა მოითხოვოს ფეხბურთელები!
    ფანი [?]
    #4 გუშინ, 10:13
    6
    ფლიკმა წააგო ეს თამაში, ხედავ გუნდს უჭირს და არაფერს არ აკეთებ, ფერმინი და ფერანი გაგყავს და ენაგადმოგდებულ გავის მიტოვებ მინდორზე? არშეიძლია მაგ ბიჭს მეტი და რატომ სთხოვენ ამდენს, პედრიც მაგარი დაიღალა და იმის ნაცვლად რომ დე იონგი დროულად გამოეყვანა რომ პედრის შეშველებოდა, რაშფორდი შემოიყვანა და თამაში მაინც იამალის ფრთაზე მიდიოდა. დაღლილმა გავიმ რამის წითელი აიკიდა. ოლმოც მაგრად დაიღალა, ვის უნახავ ამ ცვლილებებს ვწრ გავიგე, დროულად იმოქმედე რა, წადი ვაბანკზე რას ელოდები. ამ ბიჭებს მეტი არ შეუძლიათ, დანარჩემი ტაქტიკის ამბავია.
    ჩოლო 0:2 - ს აგებდა და კიდევ ამშვიდებდა ფეხბურთელებს, ვაბშე პანიკაშიც არ ჩავარდნილა, ბოლოს როგორც იცის ბარსა მშვიდად აგორავებდნენ ბურთს, კარში საერთოდ არ ურტყამენ, იამალსაც ბურთიანად უნდა შესვლა კარში.
    პირველი 30 წუთის მერე ატლეტიკომ თამაში მოკლა. სასწაულის იმედად სულ ვერ იქნები.

    ფერმინს რომ გაეტანა თავით, აი აბსოლუტურად სხვა სურათი იქნებოდა . 3:0-ზე ატლეტიკო უფრო დაპანიკდებოდა კიდეც და მეტად გახსნიდა თამაშს,
    ბოლო ფაზაში ყველას უჭირს არ ვიცი რატომ, ან აცილებენ ან სადაც მეკარეა იქ ურტყავენ ბურთს.
    ის მონაკვეთი როცა ერიკა გააგდეს, წინა პერიოდს დაუკვირდით როგორ უჭირდა ბარსას, ცოტა ხნით ადრე კინაღამ გავი გააგდეს, ფლიკი იდგა და შეჰყურებდა თამაშს, შეცვალწ რა რამე დროულად, არც ეგ წითელი იქნებოდა, ამას რომ დროულად შემოეყვანა გავის ნაცვლად ფრენკი. მე თუ მკითხავ პედრის და ფრენკის უნდა დაეწყოთ მეორე ტაიმი, გავის ნაცვლად და უფრო შედეგიანი იქნებოდა ფერმინიც.
    მწვრთნელის კისერზეა მაინც 90 % ეს თამაში.
    ლამინე კიდე მესი არ არის რა და არც ნეიმარი. აშკარად გამოჩნდა რაფიკას არყოფნა.
    ფეხბურთელებს არაფერს ვაბრალებ რაც შეეძლოთ ის გააკეთეს, მეტი არ შეუძლიათ.
    ჩოლო არის ტაქტიკოსი და ფლიკს მეტად უნდა ეაზროვნა.
    პირველი გოლიც რა, მაგარი კომბინაციით გავიდა თუ რა? ლენგლემ გვაჩუქა.
    მაგარი გულდასაწყვეტია რა. წელს ორჯერ გამოგვაგდო ატლეტიკომ, ფლიკმა კიდე ჭკუა ვერ ისწავლა.
    გულშემატკივარი [?]
    #3 გუშინ, 09:48
    8
    აქვე, ლამინი რო გაიქცეს აქედან არ გაგიკვირდეთ. კლუბის სიყვარული არაა საკმარისი მარტო, ყოველ წელს თუ ასე გავფარჩაკდით ლიგაზე არასაკმარისად ღრმა შემადგენლობის გამო მაგასაც ამოუვა ყელში და წავა და არც იქნება გასაკვირი
    ფანი [?]
    #2 გუშინ, 09:20
    5
    იძახე ახლა შეჩემა ვიმსახურებდით და იყავით მასე, შენ რომ მწვრთნელი იყო ნახევარფინალში გაიყვანდი გუნდს. ძალიან მომწონს ფლიკის ხასიათი, ლამაზი ფეხბურთი, დისციპლინა, ფეხბურთელებთან დამოკიდებულება, ეს ყველაფერი მომწონს დავაფასებ მაგრამ ისიც უნდავთქვა რომ არაა ტაქტიკოსი ეს კაცი. არ იცის როდის შეუტიოს და როდის გაჩერდეს, თამაშს ვერ მართავს. აი ნებისმიერი კაი მწვრთნელი გუნდს შესვენებაზე 2 0 ზე გაიყვანდა. რაუნდოდა მეტი, ანგარიში 0:2 გახდა. ცოტა დაეწია გუნდი უკან, ბურთი დაეჭირა, პატარა პრაგმატიზმი ჩაერთო საქმეში. ფეხბურთელებიც ამოისუნთქებდა.. რავიცი ახლა ადვილია ლაპარაკი მაგრამ რასაც ვუყურებ ფლიკს უჭირს ტაქტიკური ბრძოლები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, მომწონს მაგის შემტევი ხასიათი, არ მინდა წავიდეს მაგრამ ზოგჯერ სიჯიუტეც უნდა გადადოს გვერდით. აქ ვიღაცამ თქვა ლალიგას ჩავიც იგებდაო, მთლად ჩავის დონეზე ვერ დავიყვან ფლიკს მაგრამ განსხვავებასაც ვერ ვხედავ შედეგის კუთხით, ამიტომ ბევრი უნდა იმუშაოს მინუსებზე და ლიგა დადოს. ლაპორტას და დეკოს ტრანსფერები უნდა მოთხოვოს. ფორვარდი და ჩამშლელი არაგვყავს, ეს პოზიციებია პირველრიგში მისახედი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 გუშინ, 09:18
    16
    იმედგაცრუება კიარა ტრანსფერები მოითხოვე ბიჭო. 3 მცველი და ფორვარდი, 1 ვინგერი იჯარით ან რამე, ოღონდ რაშფორდს ჯობდეს. ძირითადში მარტინი და 18 წლის კუბარსი დგას, სკამს შეხედავ და გული გაგიჩერდება. ტრანსფერების გარეშე არაფერი გვეშველება არაააა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid