10 გამორჩეული მატჩი "ბილბაოსთან"

10 გამორჩეული მატჩი "ბილბაოსთან"

 „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ შორის ყოველთვის საინტერესო და დაძაბული შეხვედრები იმართებოდა, აი სანახაობა ხან გამოდის, ხან არა. ამ კლუბებს შორის ყველაზე დაძაბული დაპირისპირება 80-იან წლებში იმართებოდა, რადგან 80-იანები ბასკური ფეხბურთის ოქროს ხანა იყო, დეკადის დასაწყისში ახალბედა ბაკეროს „სოსიედადი“ ორჯერ გახდა ლა ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო ორი სეზონი „ბილბაომ“ მოიგო. ეს კი ძალიან რთული მოსახერხებელი იყო, რადგან 1982 წლის ზაფხულში, „ბარსელონამ“ იმ დროის და საბოლოო ჯამში, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, დიეგო მარადონა შეიძინა.

სწორედ აქედან იწყება „ბარსას“ და „ბილბაოს“ განსაკუთრებული სიძულვილი.

მარადონა VS გოიკოეჩეა

დიეგოს პირველი სეზონი „ბილბაოს“ წინააღდეგ წარუმატებელი გამოდგა, სეზონის პირველ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო მეორე მატჩში მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. „ბარსა“ 3:0-ს აგებდა და მატჩის მიწურულს ორი გოლი შეაგდო.

აი 1983/84 წლების სეზონში ამ გუნდებს შორის მტრობამ განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა. სეზონის დასაწყისში, „ბარსამ“ ჩემპიონ „ბილბაოს“ ბურთი თავზე გადაახია და იმდენად აღემატებოდა, რომ მომავალი ჩემპიონის გამოცნობა რთული მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგა ახალი დაწყებული იყო.

ანგარიში ჯერ კიდევ 2:0 იყო, როდესაც გოიკოეჩეამ დიეგოს კოჭი მოტეხა. „ბარსამ“ 4:0 მოიგო, მაგრამ მარადონა დიდი ხნით დაკარგა. 

დიეგომ გოიკო ავტობიოგრაფიულ წიგნში გაიხსენა, მაგრამ ეს ისეთი სიტყვებით გააკეთა, რომ აქ არ დაიწერება.

დიეგოს რევანში

როცა დიეგო მოედანს დაუბრუნდა „ბილბაო“ უკვე ლა ლიგის სათავეში იყო, მოედანზე დაბრუნებიდან მალევე შედგა სეზონის მეორე მატჩი, ამ შეხვედრას მარადონას შურისძიება უწოდეს, „ბარსამ“ მისი დუბლით პირველადგილოსანი „ბილბაო“ დაამარცხა.

ამ პერიოდში კლუბებმა ითამაშეს ლა ლიგაში, კოპა დელ რეიზე, ესპანეთის სუპერ თასზე, ითამაშეს ძალიან ბევრჯერ და არ ყოფილა ერთი შეხვედრაც კი, სადაც მარადონას მინიმუმ ორი ჯალათი მაინც არ დასდევდა.

სეზონის ბოლოს, „ბარსა“ და „ბილბაო“ კოპას ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს, მატჩი „ბერნაბეუზე“ გაიმართა და 100 000 მაყურებელი დაესწრო. ამ შეხვედრაშიც ბევრი ურტყეს დიეგოს, მცდელობაც ჰქონდათ, რომ მისთვის ისევ მოეტეხათ ფეხი, მაგრამ არ გამოუვიდათ. „ბილბაომ“ ფინალი 1:0 მოიგო, მატჩის ბოლოს კი ისეთი ჩხუბი ატყდა კორიდას მოგაგონებდათ, დიეგო მარადონა ხარივით ეტაკებოდა ყველას, ვისაც წითელზოლიანი მაისური ეცვა, მისი მოქნეული წიხლიც ძალიან ლამაზი სანახავი გამოდგა.

[media=https://www.youtube.com/watch?v=eo3GmiNcJqU]

ბასკური ვენდეტა

“ბილბაოს“ გულშემატკივრებისთვის მარადონას შემდეგ, ყველაზე საძულველი „ბარსელონელები“, „სოსიედადის“ აღზრდილი ჩიკი ბეგირისტაინი და ხოსე მარი ბაკერო იყვნენ.

ამ დუეტმა "ბილბაოს" არც გოლები მოაკლო და არც სანახაობა. სადაც დაიჭირეს იქ გაუმწარეს სიცოცხლე. 1990 წლის მატჩში „ბარსამ“ „ბილბაო“ 4:2 დაამარცხა, ბაკერომ ჩიკის პასით ორი ულამაზესი გოლი შეაგდო, ორი გოლიც რონალდ კუმანმა გაიტანა. ერთი ჩვეული შორეული დარტყმით, ხოლო მეორე გოლი კარგი დრიბლიგის შედეგად შეაგდო.

[media=https://www.youtube.com/watch?v=o2CPFO47sQk]

სტოიჩკოვის ბენეფისი

კრუიფის „ბარსამ“ სარეკორდო 6:0 დააფიქსირა გასვლით შეხვედრაში. ამ დროისთვის დიდი „ბილბაოსგან“ აღარაფერი იყო დარჩენილი. ხრისტო სტოიჩკოვმა პირველ ტაიმში ჰეთრიკი შეასრულა და ყველა მომენტი, რომ გამოეყენებინა, შესაძლოა ტაიმში ხუთი გოლიც გაეტანა.

მეორე ტაიმში ბაკერომაც შეაგდო და „ბილბაოელები“ სულ გადარია, თუმცა „ბარსა“ ამაზე არ გაჩერებულა. მეხუთე გოლი სალინასმა შეაგდო, ხოლო წერტილი ისევ ბულგარელმა დასვა, პოკერი შეასრულა და საბოლოო 6:0 დააფიქსირა.

წყალბურთი „კამპ ნოუზე“

ბარსელონაში იშვიათად წვიმს, მაგრამ თუ წვიმს მტრისას, მიაქვს ყველა და ყველაფერი. თამაში, რომელიც 1999 წელს გაიმართა, უფრო დღევანდელ პერიოდს შეეფერება, დაცარიელებული ტრიბუნებით და ქარიშხალით.

მცირე ხნის წინ ზიდანი წუწუნებდა ასეთ პირობებში ფეხბურთს არ უნდა ვთამაშობდეთო, აბა ამ მატჩზე რაღა უნდა ვთქვათ, ერთ მომენტში ლუიშ ფიგუ წააქციეს და კინაღამ დაიხრჩო.

ბურთი არ გორავდა, ხანდახან არც დახტუნავდა, მაგრამ თამაში მაინც გაიმართა და ლამაზი გოლებიც გავიდა, განსაკუთრებით ფილიპ კოკუს და რივალდოს მეორე გოლია გამოსარჩევი. ბრაზილიელმა დუბლი შეასრულა, ერთიც ლუის ენრიკემ გაიტანა და შეხვედრა 4:2 დასრულდა.

უცნაური მატჩი

შეხვედრა, რომელიც 2001 წელს შედგა, ბევრი რამით იყო უცნაური. ჯერ ერთი იმით, რომ ლორენსო სერა ფერერის საშინელმა „ბარსელონამ“ „ბილბაო“ 7:0 დაამარცხა. რაც არ უნდა იყოს „ბილბაო“ ყოველთვის ანგარიშგასაწევი ძალა იყო და 7:0-ს არავინ ელოდა. დაახლოებით ისეთივე უცნაურობა იყო, დღეს, რომ მოიგოს „ბარსამ“ ამავე ანგარიშით.

მეორე უცნაური ამბავი იყო ის, რომ შვიდი გოლიდან არც ერთი რივალდოს არ გაუტანია, ესეც დაახლოებით ის შემთხვევაა დღვანდელ დღეს, რომ მსგავს შეხვედრაში მესიმ ვერ გაიტანოს, ის „ბარსელონაც“ იმ დოზით იყო რივალდოზე დამოკიდებული, რა დოზითაც ეს „ბარსა“ მესიზე.

მესამე ამბავი კი ლუის ენრიკეს მეოთხე გოლია, ესპანელმა პოკერი შეასრულა, მაგრამ მსაჯს თამაშგარე მოელანდა და გოლი გააუქმა, უფრო სწორად, პასიური თამაშგარე ჩათვალა, თუმცა პასიურსაც რთულად თუ უწოდებს ადამიანი, მოკლედ ერთი დიდი გაუგებრობა ჩაიდინა და იმ დროს VAR-იც არ იყო, რომ სირცხვილისგან ეხსნა.

ბოლო მეშვიდე გოლი ოვერმარსმა შეაგდო, შორეული დარტყმით, ამ ამბავს უცნაურს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ იშვიათი ნამდვილად იყო.

ახალი იმედები

2007 წლის დასაწყისში „ბარსელონაში“ თანავასრკვლავედმა მოიყარა თავი. "ბარსასგან" ბევრს ველოდით, მაგრამ სეზონი ბევრი მიზეზის გამო ჩაფლავდა, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია და აღარ განვმეორდები. მატჩი განსაკუთრებული იმით იყო, რომ ძველი რონალდინიოს დაბრუნებას ველოდით, წინა უღიმღამო სეზონის მერე იქნებ გამოღვიძებოდა, თან ტიერი ანრიც მოუყვანეს გუნდში, მოულოდენლად მართლა მაგრად დაიწყო, მძიმედ გადაადგილდებოდა, მაგრამ სტანდარტულებიდან გაიტანა და მოლოდნი იყო, რომ სეზონის მიმდინარეობისას ფორმაშიც შევიდოდა.

ყველაფერი პირიქით მოხდა.

მატჩი კი 3:1 მოვიგეთ. მესამე გოლი ია ია ტურემ შეაგდო.

პეპის „ბარსა“

ალბათ ყველას გუშინდელივით ახსოვს. მაქსიმალისტი გვარდიოლა ყველა ტურნირის მოგებას ითხოვდა და ამის გამო კრიტიკოსებიც გაიჩინა, ხალხი ამბობდა ასე გუნდს გადაწვავს და ვერაფერს მოიგებსო, მართლაც ხშირი იყო ტრავმიანობა, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვიგეთ. მათ შორის კოპა დელ რეის ფინალი „ბილბაოსთან“.

გარდამტეხი ალბათ ია ია ტურეს გოლი იყო, ჩემთვის სწორედ ეს იყო მისი საუკეთესო გოლი „ბარსელონაში“, არადა „ინტერთან“ და იმავე „ბილბაოსთანაც“ ძალიან მაგარი გოლები შეყარა. ამის მერე „ბარსა“ დაიქოქა და ისე დაასრულა, როგორც ასრულებდა ხოლმე.

4:1 - ფინალისთვის მშვენიერი ანგარიშია.

MSN

სტოიჩკოვის ბენეფისის შემდეგ, „ბარსას“ „სან მამესზე“ დიდი ანგარიშით არ მოუგია, 2015 წელს კი ხუთი გოლი შეაგდო. სამივე შემტევმა ძალიან მაღალი დონის შეხვედრა ჩაატარა. გარდა გოლებისა, მათი თამაშის ყურება დიდი სიამოვნება გამოდგა. აქ უკვე ჩანდა, რომ „ბარსას“ შემჩერებელი არავინ იყო. როცა სურდათ მაშინ იტანდნენ, ცოტა ბავშვური დამოკიდებულებაც ჰქონდათ, ვაი და რომელიმე უგოლოდ არ დარჩესო.

ისევ MSN

ერთი ჩვეულებრივი მატჩი იყო, მაგრამ „ბარსა“, რომ „ბილბაოს“ 6:0 მოუგებს, მაინც არ შეიძლება, რომ გავაჩვეულებრივოთ. ისტორიისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. შეტევაში ისევ MSN გვყავდა და ქვა-ქვაზე არ დატოვეს.

რა თქმა უნდა, სამივემ შეაგდო.

სუარესმა ჰეთრიკი შეასრულა, ხოლო ერთი გოლი ივან რაკიტიჩმაც გაიტანა.

ფინალი „კამპ ნოუზე“

ფინალის მასპინძლის არჩევის დროს, „ბილბაოს“ მოსაზრება ასეთი იყო - „ბარსას“ თავის მოედანზე ფინალის თამაში გაუჭირდება, ეს მათთვის დამატებითი წნეხი იქნებაო.

მომხდარა კიდეც ასე, გუნდებს საკუთარ მოედანზე წაუგიათ ფინალები, მაგრამ კონკრეტულად იმ „ბარსელონაზე“ ამის თქმა სიგიჟე იყო.

პირველ რიგში მესის გოლია გამოსარჩევი, ლეოს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლია და ალბათ კოპას ფინალების ისტორიაში საუკეთესო, თუმცა თავს ვერ დავდებ, ყველა ფინალი ნამდვილად არ მინახავს.

წინ ფინალია. მართალია "კლასიკოს" ვერ ვნახავთ, მაგრამ არც "ბილბაოსთან" მატჩი იქნება მოსაწყენი. იმედია რაიმე ისეთს ვნახავთ, რაც ისტორიას გაამდიდრებს, ისე კი მატჩის ბედი, მესის გამოჯანმრთელებაზეა დამოკიდებული. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 17 იანვარი 2021 02:16
    0
    კამპ ნოუს ფინალის მსგავსი გადაჭედილი ტრიბუნები, როგორ მომენატრა და კიდევ იმ სეზონის ფორმები მომწონდა. მესის პირველი გოლი კი კომენტარის გარეშე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 იანვარი 2021 23:45
    0
    Bakero <3 barca-4
    ბასქუ10
    სტუმარი [?]
    #5 16 იანვარი 2021 22:20
    0
    რადაც არ უნდა დაგვინდეს ხვალ უნდა მოვიგოტ❤️
    Culé [?]
    #4 16 იანვარი 2021 19:35
    1
    ფეოლა,
    ვნახე 😂😂
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 იანვარი 2021 19:16
    0
    ბილბაოც ძაან რთული მეტოქეა ისევე როგორც რეალი. იმედია მესი ისევ გაიბრწყინებს. წყალბურთი კაი იყო🤣🤣🤣
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    მწერალი [?]
    #2 16 იანვარი 2021 17:53
    0
    BEQA BARCA,
    ნახე ვიდეო? მართლა იხრჩობოდა.
    Culé [?]
    #1 16 იანვარი 2021 17:49
    0
    წყალბურთი მომეწონა 😂😂🤣 ფიგუ დაიხრჩოოო🤣😂😂🤣
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "