მეტოქე ფოკუსში: კილიან მბაპე

მეტოქე ფოკუსში: კილიან მბაპე

პოჩეტინოს მცირე დრო ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც მოასწრო. რეალურად, ტუხელი გაუშვეს იმიტომ, რომ მასში ეჭვი შეეპარათ, ხელმძღვანელობამ ვერ დაიჯერა, რომ "ბარსას" დამარცხება შეეძლო, პოჩეტინო არის კაცი, რომლის უპირველესი ამოცანა კატალონელების დამარცხებაა, სწორედ ამისთვის მიიყვანეს გუნდში.

პირველი, რაც შეცვალა, რა თქმა უნდა, ტაქტიკა იყო. ტუხელი სამმცველიანი ტაქტიკით თამაშობს, რომელიც დაცვის დროს ხუთ მცველზე ეწყობა, პოჩეტინოს კი კლასიკური 4 მცველი ურჩევნია და უნდა ითქვას, რომ პსჟ-ს ეს ტაქტიკა უფრო შეეფერება.

თამაშის წინ, პრობლემები არ აკლია, ისევე როგორც "ბარსას". დი მარია და ნეიმარი გამოაკლდა. ფორმაში შევიდა იკარდი, მაგრამ მისი იმედი დიდად ვერ ექნება ადამიანს. აი კილიან მბაპე მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება, დიდი ალბათობით პარიზში ბოლო სეზონს ატარებს და საოცნებო ტიტულისთვის ემზადება.

ანრისა და ეტო’ოს სინთეზი

ჯერ არც ერთის და არც მეორე ფეხბურთელის დონემდე არ მიუღწევია, ამისათვის სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშია საჭირო, იმ შედეგების გამეორება და გაუმჯობესება, რაც ყოფილმა "ბარსელონელებმა" აჩვენეს, მაგრამ კილიანს აქვს ის, რაც ანრისაც ახასიათებდა და ეტო’ოსაც.

პირველ რიგში მის ფიზიკურ მონაცემებს უნდა გავუსვა ხაზი. სისწრაფეს სძენს არა მხოლოდ სიხშირე, არამედ დიდი ნაბიჯი. ტიერი ანრის რატომ ჰქონდა დიდი ნაბიჯი გასაგებია, მისი სიმაღლე 1.88 სანტიმეტრია, მაგრამ 1.78 სიმაღლის კილიან მბაპეს ამხელა ნაბიჯი მართლა გაკვირვებას იწვევს. ეს არის ის, რასაც ვერც ისწავლი და ვერც ვარჯიშით შეიძენ, უბრალოდ ასეთია ფიზიოლოგიურად, საშუალო სიმაღლე და გრძელი ფეხები აქვს.

ამასთან ერთად, გამოირჩევა იმით, რითიც გამოირჩეოდა სამუელ ეტო’ო, არანორმალური სასტარტო სისწრაფე აქვს, გულშემატკივარს ახსოვს, როგორ ჩაგრავდა კამერუნელი ნებისმიერ მცველს, უმოკლეს მონაკვეთში, ჯერ კიდევ "მალიორკაში" ყოფნის დროს რობერტო კარლოსს სისხლი გაუშრო, გრძელ დისტანციაზე მასთან ვერაფერს გააწყობდა, მაგრამ სასტარტო სისწრაფეში, 3-4 მეტრის რადიუსში უმარტივესად ჩაგრავდა.

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ მბაპე, როგორც გრძელ დისტანციაზე, ისე მოკლე დისტანციაზე ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. ამას დავუმატოთ მისი ტექნიკური მონაცემები და მივიღებთ შეუჩერებელ ფორვარდს.

მისი შეჩერება მხოლოდ კოლექტიური დაცვით არის შესაძლებელი, ესეც იმ შემთხვევაში თუ სივრცეს შეუზღუდავ.

პოჩეტინოს ხელმძღვანელობის პერიოდში

ანალიზისთვის ბოლო თამაშები გამოვყავი, ის შეხვედრები, რომელიც პოჩეტინოს ხელმძღვანელობით ჩაატარა. "მარსელთან" განხორციელებულმა სპრინტმა საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა, მთელი მოედანი 11 წამში გაირბინა, ეს მაშინ, როცა მაქსიმალური სისწრაფე მხოლოდ დასკვნით ფაზაში აკრიფა.

ვიდეოში ჩანს, რომ უმარტივესად პოულობს მცველებს შორის სივრცეს და თუნდაც 1-დან 5-მეტრამდე ჩამორჩენა ჰქონდეს, მათ დაჩაგვრას მაინც ახერხებს. იმ შემთხვევაში თუ მცველების ხაზზე გასწორდა, მისი შეჩერების არანაირი შანსი არ არსებობს.

დასკვნით ვიდეოში ჩანს, რომ მოედნის ცენტრში გაკეთებული პასის მერე, ყოველთვის აგრძელებს შეტევას, რაც ერთ ვინმეს გაგვახსენებს, დღესდღეობით ამ კუთხით საუკეთესო ლიონელ მესია, შეუძლია ცენტრიდან გადაიტანოს ბურთი ალბაზე და უსწრაფესად აღმოჩნდეს საჯარიმოში. აქ ხაზი უნდა გავუსვათ არა სისწრაფეს, არამედ თამაშის წაკითხვის უნარს, მბაპეც მოაზროვნე ბიჭია, სხვა სიკეთეებთან ერთად.

ბოლო მომენტში კი მცველს ისე ცდება, როგორც სავარჯიშო დგარს, გინდ იდგეს, გინდ არა.

დასკვნა

"ბარსას" დაცვაში ასეთი პრობლემები ვან გაალის შემდეგ არ ჰქონია. ვაი რომ სწორედ ამ დროს უნდა დავუპირისპირდეთ ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ვარსკვლავს. კარგი ის არის, რომ ნეიმარისა და დი მარიას (სავარაუდოდ) გარეშე, საუკეთესო პასის მიმცემები არ ეყოლება, მაგრამ ესეც კი ვერ გაათანაბრებს შანსებს მასსა და ჩვენს მცველებს შორის.

როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში "არსენალს" დავუპირისპირდით, თამაშის წინ თქვეს, რომ ანრისთან "ბარსას" მცველებს შანსი არ ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ პუიოლი და მარკესი მშვენიერ ფორმაში იმყოფებოდნენ, აღნიშნეს, რომ თუ "ბარსას" რამე გადაარჩენდა, თავად ანრის უზუსტობა იქნებაო და ასეც მოხდა, ტიერიმ თავისივე შექმნილი შანსები ვერ გამოიყენა. სამივეჯერ ვალდესმა გვიხსნა.

ასეა ამჯერადაც, ორი შანსი გვაქვს, რომ ქარიშხალს გადავურჩეთ, ან თავად კილიანმა უნდა გააფუჭოს მომენტები, ან ტერ შტეგენმა უნდა გვიხსნას, თორემ დაცვა რომ მასთან ვერაფერს გააწყობს, ეს ფაქტია.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Peregrine Falcon
    სტუმარი [?]
    #17 13 თებერვალი 2021 20:58
    0
    Bobi,
    მოიგოოო ბარცაამ და ეგააა :) ნეიმარი დიმარიაა მარტლა დანაკლისია მარა ბაპე არის დზან სწრაპი და პიზიკურატ დზლიერი და მბაპე ვინიციუსი ხოარ გგონიაა აცილოს ,,და დაცვაა რო მკვდარი ყავს ბარცას ამას ხო კარგაა ვხედავტ, და ვისი იმედი უნდა ქონდეს კააცს .რაც გოლი გავიდა დაცვის ბრალია უმეტტეს შემტხვევაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 13 თებერვალი 2021 16:08
    2
    ეეხ, მესი გვყავდეს ამის ხნის...
    Culé [?]
    #15 13 თებერვალი 2021 10:47
    1
    ციტატა: BEGASHVILI
    ციტატა: BEQA BARCA
    ამიტომ დესტი უნდა დადგეს დაეწევა მარა რამდენად კარგად ითამაშებს დაცვაში ეგ აღარ ვიცი..მარა შეანელებს კონტრებს დესტი მაინც🤔🤔

    არაუხოც თუ იყო მბაპე ვერაფერს იზავს არაუხოც სწრაფია სპრინტში და ვერ სცდებიან მასე

    არაუხო მეც მინდა მარა ვერ ითამაშებსო და მაგის ტრავმა უმტიტივით არ გვაწყობს!!
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    El Guaje
    სტუმარი [?]
    #14 13 თებერვალი 2021 03:02
    1
    ნუ ნერვიულობთ დავანგრევთ
    Bobi
    სტუმარი [?]
    #13 13 თებერვალი 2021 01:41
    0
    როგორმე მბაპე უნდა გაანეიტრალოს გუნდმა(ვინემ მეტყვის კაი ერთი ეგაა მთავარი საკითხიო და მართალიც იქნება 😆❤️) ნეიმარის და დი მარიას არ ყოფნა ძალიან კარგი ამბავია. როგორც სტატიაში წერია ერთი ბურთი მბაპემ ააცილოს, ორი შტეგენმა მოხსნას, ერთხელაც დაცვამ იყოჩაღოს და მეტ შანსს კი ვეღარ მიიღებს 😆💙❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 13 თებერვალი 2021 00:44
    1
    ლოჟბი ეს ამოვკეტოთ დალშე ფეხებს ვერ მოგვჭამს პესეშე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    [?]
    #11 13 თებერვალი 2021 00:27
    0
    არგენტინას რო ჩაუქროლა ქორივით ეგ ვიდეოც საინტერესოა, ისე აიარა მთელი მოედანი თითქის მარტო ყოფილიყო, თან ეხლა მაგარ ფორმაშია, საშინელებას მოგვიწყობს. გაგეცინებათ და მინგესას იმედი მაქვს :D მივაბათ ძაღლივით, ან 5 მცველიანი ვეთამაშოთ, ის ორი მკვდარი ცაცია ერთად და პლიუს მინგესა ცენტრში. ან სულ დაგვღუპავენ სინთეზში ან ერთმანეთის მიქარვებს შეავსებენ. სივრცე მაინც იქნება ნაკლები, მარა ბარსა ისეთ ფეხბურთს ვერ თამაშობს სივრცე რო არ დატოვოს, მაშინ არ უნდა შეუტიოს, მაგ შემთხვევაშიც კი ერტი ჩაწოდება და გოლია. მოკლედ შარში ვართ, შემტევები უნდა გადაახტნენ თავიანთ თავებს. მარა გრიზმანი ისევ ქვესკნელში დაბრუნდა მგონი. მაგის მაზილაობა მაგრად დაგვარტყამს. იქნებ წაუვიდეს თამაში. ვაფშე 4 ვე შემტევის გამოყვანაც ვერსიაა, გრიზი მესი და ფლანგებზე დემბელე ტრინკაო, გაწელავენ დაცვას და ლეოს მეტი სივრცე დარჩება. ისე მბაპეზე კი არა პპსჟ ემ ინერვიულოს ლეოს თამაში არ წაუვიდეს. ფრენკიმ კიდე ვერატი უნდა შეჭამოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 13 თებერვალი 2021 00:01
    1
    დიდი ალბათობით მარჯვვნივ იქნება დი მარიას არ ყოფნაში და ბარსამ ალბა და დემბელე უნდა დაუხვედროს. ჩათვალეთ გაედო რადგან დემბელე ამ ბოლოს დაცვაშიც კარგად ირჯება. მთავარია ჩვენი თავგაზა კაცი რამდენად მოტვინავს ამ ყველაფერს. დემბელემ უნდა სდიოს რომელ ფლანგზეც გადავა ისიც იწით წავიდეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 12 თებერვალი 2021 23:20
    1
    როგორც ზემოთ ეწერა, სივრცეები უნდა შეუზღუდო, კოლექტიურად და ხისტად უნდა ეთამაშო, ჯარიმის ზღვარზე.
    BEGASHVILI
    სტუმარი [?]
    #8 12 თებერვალი 2021 22:38
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    ამიტომ დესტი უნდა დადგეს დაეწევა მარა რამდენად კარგად ითამაშებს დაცვაში ეგ აღარ ვიცი..მარა შეანელებს კონტრებს დესტი მაინც🤔🤔

    არაუხოც თუ იყო მბაპე ვერაფერს იზავს არაუხოც სწრაფია სპრინტში და ვერ სცდებიან მასე
    Culé [?]
    #7 12 თებერვალი 2021 21:14
    0
    ამიტომ დესტი უნდა დადგეს დაეწევა მარა რამდენად კარგად ითამაშებს დაცვაში ეგ აღარ ვიცი..მარა შეანელებს კონტრებს დესტი მაინც🤔🤔
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    Barcaman12
    სტუმარი [?]
    #6 12 თებერვალი 2021 20:51
    1
    კი ნამდვილად ძაან მაგარი ფეხბურთელია, თუმცა როდესაც სწრაფ მცველს ხვდება იმთამაშში ქრება, უბრალოდ ვერ არის ეფექტური რადგან სისწრაფე მისი მთავარი იარაღია. იგივე ტუანზებემ რა უქნა გაიხსენეთ, ასე რომ სივრცეები მაქსიმალურად უნდა შეეზღუდოს, გაქცევის საშუალება არ უნდა მივცეთ
    king mesi forevever
    სტუმარი [?]
    #5 12 თებერვალი 2021 20:11
    2
    ძაან სწრაფია და მითუმეტეს კონტრებზე გაგვიჭირდება იმედია არაუხო მოასწრებს გამოჯანმრთელებას თორე ლენგლეს იმედზე ვერვიქნებით ლენგლეზე სულ ბაყერნის მესამე გოლი მახენდება გნაბრიმ როგაიტანა რაგააკეთა მაგ ქინძმა
    Barcaman12
    სტუმარი [?]
    #4 12 თებერვალი 2021 20:09
    5
    არაუხო თუ იქნება მზად დამერწმუნეთ მაგის ფასი მინიმუმ 10 მილიონით დაიწევს
    IluSionIsTa
    სტუმარი [?]
    #3 12 თებერვალი 2021 20:06
    5
    კონტრებზე უნდა იყვნენ ყურადღებით რომ არ გაგვისხლტეს
    გვარდიოლა-სავიოლა
    სტუმარი [?]
    #2 12 თებერვალი 2021 20:01
    2
    ვინც ამას უნჯჭო ღლემბელე ამჯობინაა მაგარი შიგნით ქონდა
    Culé [?]
    #1 12 თებერვალი 2021 19:49
    4
    პიზდეცი გვაქ joy