სამი ბარსელონელის ტრიუმფი - ნაცნობი ფილოსოფია ნისლიან ალბიონზე

სამი ბარსელონელის ტრიუმფი - ნაცნობი ფილოსოფია ნისლიან ალბიონზე

 მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ფავორიტადაც ითვლება, ეს დროის ამავი იყო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდებოდა. სიტის აღმასვლასა და წარმატებაში ძალიან დიდი წილი მიუძღვით ყოფილ „ბარსელონელებს“, ამ ხალხმა თავის დროზე „ბარსა“ აქცია მსოფლიოს საუკეთესო კლუბად, ახლა კი სიტის აღორძინებაში იღებენ მონაწილეობას.

როცა ყველა დროის საუკეთესო „ბარსას“ ვიხსენებთ, რომელიც ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო გუნდია, როგორც წესი, ახსენებენ მათ ვინც მოედანზე დარბოდა, ეს გასაკვირი არ არის, მეხსიერებას სილამაზე რჩება, სილამაზე კი „კამპ ნოუს“ კედლებშია მოქცეული. ახსენებენ პეპ გვარდიოლასაც, მაგრამ მათ მიღმა აღარ ვიხედებით, არადა, ამ უნიკალური გუნდის მთავარი უპირატესობა იყო ის, რომ „დრიმ-თიმი“ შეიკრიბა, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა.

ფეხბურთელები

ისე მოხდა, რომ „ლა მასიამ“ ოქროს თაობა აღზარდა, ლიონელ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია, კარიერის ბოლოს მიუჩენენ კიდეც საპატიო ადგილს, ჩავი-ინიესტას მსგავსი დუეტი ნახევარდაცვის ცენტრში არავის არასდროს უნახავს, შეტევაში ბევრი კარგი დუეტი ყოფილა, მაგრამ ნახევარდაცვაში ასეთი შეთამაშებული, ასე ერთ ენაზე მოსაუბრე ორი კაცი მართლაც უნიკალური შემთხვევა იყო, არ უნდა დაგვავიწყდეს სერხიო ბუსკეტსი, რომელიც თავის პოზიციაზე ასევე მსოფლიოში საუკეთესო იყო, ჟერარ პიკე და კარლეს პუიოლი, მდიდარი მამის განებივრებული მომავალი პრეზიდენტი და ფერმერი ბიჭი ლომის გულით, რომელიც „ბარსას“ ისტორიაში უდიდეს კაპიტნად იქცა, გენიალური თაობა იყო და ნაწილობრივ დღემდე არის, სხვაობა იყო ასაკში, ხასიათში, სტილში, მაგრამ ერთად მოიყარეს თავი და „დრიმ-თიმის“ ბირთვიც შეიკრა, ამ ყველაფერს კი ასევე გენიალური ტრანსფერები დაემატა, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი, ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელი და ა.შ..

უკეთეს ფეხბურთელებს ვერ ინატრებდი, კონკრეტულ იდეოლოგიასა და სტილში მოქცეულებს, „ბარსას“ DNM-ით, როგორც ჩავი ერნანდესს უყვარს თქმა, ვაკუუმი კი, როგორც აღვნიშნე, ძალიან მაგარი ტრანსფერებით ივსებოდა.

და მწვრთნელები?

მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ამ ყველაფრის სათავეში, დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესო და კარიერის ბოლოს სად დააყენებენ კაცმა არ იცის, შესაძლოა, სულაც უმაღლეს წერტილში წამოასკუპონ, მიხელსის, ერერასა და ფერგის მაღლა.

მხოლოდ იდეოლოგიაში ხომ არ ყოფილა საქმე?! ყველაფერი შეცვალა და გადაატრიალა, თანამედროვე ფეხბურთში, პოსტმოდერნის ერაში თუ კიდევ ასეთი რადიკალური ცვლილება იყო შესაძლებელი ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ პეპმა შეძლო, იმ დროს მოვიდა, როცა ჟოზეს პრაგმატული ფეხბურთი იყო გამეფებული და ყველაფერი შეცვალა.

მწვრთნელის ასისტენტს არ იკითხავთ? ტიტო ვილანოვა! ასევე, ძალიან დიდი კაცი, რომელიც ღირსეულად განაგრძობდა მემკვიდრეობას, მაგრამ ავადმყოფობამ წაგვართვა, ჩვენც და ფეხბურთსაც.

ფარდის მიღმა

ცოტა კიდევ მიღმა გავიხედოთ, ვინ მოიყვანა დანი ალვესი და სამუელ ეტო’ო?! ფეხბურთელები, რომელთაც ძალიან დიდი წილი შეიტანეს პეპის „დრიმ-თიმის“ ჩამოყალიბებაში? ვინ და ჩიკი ბეგირისტაინმა, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო სპორტულმა დირექტორმა, რომელიც ძალიან დიდი პროფესიონალია, სუბისარეტა არ იყო ცუდი, მაგრამ მძიმე შეცდომები დაუშვა, მის შემდეგ, რობერტ ფერნანდესი „ბარსას“ კიბოდ იქცა, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა კლუბის ჩამოშლაში, ხოლო აბიდალმა დიდი პატივისცემის მიუხედავად ძალიან გაგვიცრუა იმედები.

ჩიკისთან ახლოსაც ვერ მიდიოდნენ და სად არის ახლა ეს კაცი? სად და მანჩესტერ სიტიში, თუ გინდა, რომ ეპოქალური კლუბის მშენებლობას ჩაუყარო საფუძველი, მაშინ ძალიან მაღალი დონის სპორტული დირექტორი აუცილებლად დაგჭირდება, ჰოდა, დაავლეს ხელი ბეგირისტაინს და წაიყვანეს ალი-ბაბასთან.

 ჩიკიმ რა გააკეთა? იაია ტურე წაიყვანა, რომელიც სიტის ლეგენდად იქცა, მერე კი გვარდიოლა დაითანხმა, რომელიც ბეგირისტაინის გარეშე, მანჩესტერ სიტიში არაფრის დიდებით არ გადავიდოდა, იქით ფერგი ეჩალიჩებოდა უნაიტედის მემკვიდრეობაზე და აბა სიტი რა მოსატანი იყო, მაგრამ ჩიკიმ დაითანხმა, შემადგენლობას შენი სურვილისამებრ დააკომპლექტებ, უდიდესი ძალაუფლება გექნება და მყუდრო გარემოს შეგიქმნითო, ასე დაითანხმეს გვარდიოლა.

მაგრამ, ჩიკი ვინ დაითანხმა? და საერთოდ, საიდან დაიწყო „მანჩესტერ სიტის“ „ბარსელონიზაცია“?

კაცი ჩრდილში

ამ დიდ კაცსაც უნდა შევეხოთ, ვინც იმაზე მეტად რჩება ჩრდილში, ვიდრე ჩიკი ბეგირისტაინი, საუბარია, ასევე დიდ რევოლუციონერზე, გვარდიოლაზე არანაკლებ შეშლილ კაცზე, თუ უფრო მეტად შეშლილზე არა, საუბარია ყოფილ ვიცე-პრეზიდენტზე, ფერან სორიანოზე.

გახსოვთ? ვიღაცებს, შესაძლოა ახსოვთ კიდეც.

სორიანო „ბარსას“ ეკონომიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ლაპორტას პირველი მმართველობის პერიოდში, მუდმივად დიდი იდეები აწუხებდა, რომელსაც ლაპორტა შეძლებისდაგვარად ითვალისწინებდა, მაგრამ ყველაფერში ვერ მიყვებოდა, რადგან სორიანო ძალიან რისკიანი ადამიანია, ალბათ იმაზე მეტად, ვიდრე ჟოან ლაპორტა.

თუმცა, რისკები ყოველთვის გათვლილი აქვს, 30 წლის ასაკში „ბარსას“, რომ შეუერთდა უკვე მილიონერი იყო, ბარსელონის ბიზნეს სკოლაში ისწავლა, რომელიც წმინდა ეგნატეს იდეებზეა დაფუძნებული, სამყაროს ახლებურ ხედვაზე, ცოტა ცინიკურია, რომ წმინდა ეგნატეს იდეები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენეს, მაგრამ ბიზნესი ასეთი სფეროა, უნდა დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, უნდა შექმნა ახალი შესაძლებლობები და მიხვდე იმას, თუ რა სჭირდება მსოფლიო მოსახლეობას.  

სორიანოს ინიციატივით „ბარსამ“ აკადემიები გახსნა საზღვრებს გარეთ, რითიც ხელი შეუწყო კლუბის პოპულარიზაციას, გარდა იმისა, რომ სპორტული მიმართულებით მოიტანა განვითარების შესაძლებლობა, სორიანომ საიტის იაპონური ვერსია გაუშვა იმისათვის, რომ იაპონელთათვის კლუბის წევრობის უფლება მიეყიდა, შედეგად, როცა „ბარსა“ იაპონურ ტურნეში ჩავიდა, „იოკოჰამასთან“ მატჩში, აღმოჩნდა, რომ ნახევარი სტადიონი „ბარსას“ გულშემატკივრობდა და რაც მთავარია, კლუბის ჰიმნს მღეროდნენ.

სორიანოს კონფლიქტი ჰქონდა სანდრო როსელთან, ეს ჯერ კიდევ საწყის წლებში ხდებოდა, როცა „ბარსამ“ „ჩელსისთან“ წააგო ორმატჩიან დაპირისპირებაში, მაშინ როსელი ამბობდა, რომ რაიკაარდი აუცილებლად უნდა წასულიყო, მის ნაცვლად ლუიშ ფელიპე სკოლარი უნდა მოეყვანათ, ხოლო ნახევარდაცვის სუსტი ფეხბურთელები, (გულისხმობდა ჩავის და ინიესტას) უფრო მაღალი და ძლიერი ნახევარმცველებით უნდა ჩაენაცვლებინათ.

საბოლოოდ, როსელი იმდენად აცდა „ბარსას“ წევრების პოზიციებს, რომ თავად მოუწია წასვლა, რაიკაარდი დარჩა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ხოლო ჩავი-ინიესტაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სორიანოს ბოლო იდეა ფრენჩაიზი იყო, ა.შ.შ-ის ერთ-ერთ კლუბთან, საუბარი მიდიოდა მაიამიზე და ნიუ იორკზე, ეს „ბარსელონას“ ფინანსურ შესაძლებლობებს, კლუბის პოპულარობასა და შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდიდა, მაგრამ MLS 100 მილიონ დოლარს ითხოვდა, „ბარსას“ კი ამდენი არ ჰქონდა, სორიანო ფიქრობდა, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო, ნელ-ნელა ვალი დაიფარებოდა და გუნდი მოგებაში წავიდოდა, მაგრამ ზედმეტად რისკიანად მიიჩნიეს და პროექტი არ შედგა.

სამაგიეროდ, ფული არ დანანებია ალ მუბარაკს და შეიხ მანსურს, ამიტომ, „სიტის“ ბოსები უკვე მსოფლიოს ყველაზე დიდი მულტი-კლუბური მოდელის მმართველები არიან, ერთ ქსელში 10 კლუბია გაწევრიანებული და „სიტის“ წარმატება ჩემპიონთა ლიგაზე, მხოლოდ დასაწყისია.

„ბარსა“ მაშინ დატოვა, როცა ლაპორტას უნდობლობა გამოუცხადეს და ძლივს გადარჩა გადაყენებას, ისმის კითხვა - პრეზიდენტი, რომელმაც „ბარსა“ ჭაობიდან ამოიყვანა, სპორტული დირექტორი, რომელმაც ყველაზე წარმატებული ტრანსფერები განახორციელა და ეკონომიკის ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც „ბარსას“ ფინანსები როგორც იქნა მწყობრში ჩააყენა, როგორ მივიდნენ უნდობლობამდე?

ეს ფეხბურთია, ბოლომდე ვერაფერს გათვლი, მაგალითად ბრაზილიელ ვარსკვლავებს ვერაფერს გაუგებ, რომლებიც ცალკე ჯგუფად ჩამოყალიბდებიან და „ბარსას“ აღზრდილებს დაუპირისპირდებიან, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირ წესს და რეჟიმს დაარღვევენ, გამომდინარე იქიდან, რომ კლუბი ისე არ უყვარდათ, როგორც „ლა მასიელებს“ და ფეხბურთისთვის ყველაფრის გაღება არ შეეძლოთ.

ლაპორტა იძულებული გახდა დირექტორები დაეთხოვა, თავად კი გადარჩა და კრუიფისა და ბეგირისტაინის რჩევით, გვარდიოლა მოიყვანა.

სორიანოს მემკვიდრეობა იქამდე შენარჩუნდა, სადამდეც შესაძლებელი იყო, იბრაში, ვილაში და სხვა ვარსკვლავებში დახარჯული მილიონები მისი სწორი სტრატეგიის შედეგი იყო, მაგრამ სორიანოს გარეშე, ფინანსური ამბავი ნელ-ნელა აირია, შემდეგ კი მორიგი არჩევნების დრო მოვიდა.

ბეგირისტაინის გარეშე გაუგებარი ფეხბურთელები მოვიდნენ კლუბში, ლაპორტას გარეშე დირექტორთა საბჭოში ქაოსმა დაისადგურა, კრუიფის გარეშე კი სწორი მიმართულებით აღარ გვივლია.

მხოლოდ ოქროს თაობა კი ეპოქას ვერ შექმნის, ჩვენ უკვე ვნახეთ რა საშინელებაა, როცა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს, ყველა დროის ყველაზე ცუდ პრეზიდენტთან უწევს თანამშრომლობა.

ძლიერ გუნდს მხოლოდ ფეხბურთელები, ან მწვრთნელები არ ქმნიან, მათ მიღმა ყოველთვის არის დიდი ღვაწლის მქონე ხალხი, რომელიც ჩრდილში რჩება.

სორიანოს დათანხმება ჯერ კიდევ 2009 წელს სცადეს, მაგრამ ფერნანი წიგნზე მუშაობდა და უარი თქვა, 2012-ში კი საბოლოოდ დაითანხმეს „სიტის“ აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე, რა გააკეთა პირველი? ჩიკი ბეგირისტაინს დაურეკა და იმპერიის მშენებლობა დაიწყო.

 ფოტოზე ხედავთ სიტის წარმატების შემოქმედებს, ოთხიდან სამი „ბარსელონელია“, სორიანო, ბეგირისტაინი და გვარდიოლა. როცა „სიტიმ“ „ბარსას“ გზაზე დაიწყო სიარული, ჩვენ სადღაც როსელი-ბართომეუს მაქინაციებში გადავუხვიეთ.

მათ მიიღეს ლაპორტას ძალიან ძლიერი მემკვიდრეობა და რაღაც ხნით ფონს გავიდნენ, ხოლო ლაპორტამ მიიღო მათი დანატოვარი, ჩამოშლილი გუნდი, რომელიც თავის იდენტობას ნელ-ნელა იბრუნებს, „ბარსაში“ ძალიან კარგი თაობაა თავმოყრილი, ახლა მთავარია, რომ ვაკუუმები სწორი ტრანსფერებით ამოივსოს, მართალია დიდი იოჰანი აღარ გვყავს მრჩევლად, მაგრამ ლაპორტას ყოველთვის შეუძლია სწორი ხალხის მოყვანა, რომელიც სწორ ნაბიჯებს გადადგამს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ♠️Spooky♠️
    სტუმარი [?]
    #8 6 მაისი 2021 04:22
    0
    Feola "oqro" xar brat!
    MARI=BARCA-fan
    სტუმარი [?]
    #7 6 მაისი 2021 04:00
    2
    ფეოლა კი ჩვენთან არის ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე - ბ რ ა ვ ო ო ო !!!
    heart_eyes heart_eyes heart_eyes

    ციტატა: me da barca
    ხოდა მოიგეთ ეს თასიც და დაუბრუნდით დისლოკაციის ადგილს სამივე.

    *** შემდეგი გაჩერება - ""კამპ-ნოუ""!!!
    barca-1 barca-1 barca-1
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 5 მაისი 2021 21:11
    2
    ხოდა მოიგეთ ეს თასიც და დაუბრუნდით დისლოკაციის ადგილს სამივე.
    Diana
    სტუმარი [?]
    #5 5 მაისი 2021 18:34
    1
    სიტიმ არაფრის დიდებით არ უნდა წააგოს
    პავლოვიჩი56
    სტუმარი [?]
    #4 5 მაისი 2021 15:30
    1
    კარგი-გონივრული სტატიაა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მაისი 2021 14:56
    4
    და როგორ არ უნდა გულშემატკივრობდე ამ გუნდს?!რა ცოტა უკლია მწვერვალამდე პეპს❤️❤️❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 5 მაისი 2021 14:44
    1
    სადაც მივიდა ყველგან დაატყო პეპმა თავისი ხელწერა გუნდს, თვითონ უნიჭიერესი ფეხბურთელი იყო ოღონდ ნელი, ბუსკეტივით ნიჭიერი. რაც მთავარია დისციპლინა აქვს უმაღლეს დონეზე. მახსოვს სიტიში რო მივიდა პირველ რიგში ვაიფაი გაათიშინა სტადიონზე ვარჯიშების დროს. ეეხ ეგ რო დაბრუნდებოდეს.
    BlauGrana_DS
    სტუმარი [?]
    #1 5 მაისი 2021 14:18
    3
    კუ(მ)ანო კაცო, გვარდიოლასაგან ისწავლე, თუ როგორ უნდა ათამაშოს მწვრთნელმა გუნდი,