მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "ბარსა" ევროპა ლიგაზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: "ბარსა" ევროპა ლიგაზე

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. "ბაიერნმა" მარტივად მოიგო, "ბარსას" არაფერი გამოუვიდა. სურპრიზები არ ყოფილა. როცა უსმან დემბელე შენი მთავარი იმედია, ამით ყველაფერი ნათქვამია, ესე იგი, გუნდი აღარ გყავს და რაღაც ახლის შექმნას აპირებ, უბრალოდ, ვერ ვიტყვით, რომ შენების პროცესი კარგად მიმდინარეობს, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ზრდის პროცესი საერთოდ არ ჩანს. 

როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური თვალსაზრისით "ბაიერნი" იყო გაცილებით სწრაფი, დაცვით თუ შეტევით ფაზაში, საერთოდ, კარგია მთავარ ფავორიტთან შეხვედრა, რადგან, რეალურად ამ დროს ხედავ განსხვავებას, რამდენი გვაკლია ძველ დონეზე დასაბრუნებლად, ჰოდა, გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი გვაკლია. "ბენფიკასთან" მიღებული შანსი უნდა გამოგვეყენებინა, დარწმუნებული ვარ ფინანსური თვალსაზრისით ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი ერჩივნა ლაპორტას, ევროპა ლიგის ფინალს. არ გამოვიდა, ასე მოხდა. პირველად 17 წლის შემდეგ ხუთშაბათს "ბარსასთვის" დამატებითი მნიშვნელობა მიენიჭება და ეს მაინც და მაინც კარგი ვერ არის, რადგან ხუთშაბათი მოუხელთებელი დროა, შაბათ-კვირისთვის გაცილებით ნაკლები დრო გრჩება დასასვენებლად, თან, ფეხბურთელებიც მიუჩვეველნი არიან ამ დროს თამაშს. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ახალი მოგზაურობა საინტერესო იქნება, ოღონდ, უნდა ვიცოდეთ, რომ "ბარსა" არაფრის ფავორიტი არ არის. 

აი ასე, დასრულდა ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებული ვარდნა. დასრულდა ორი გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე. იყო დრო, როცა ორ გოლს B გუნდის ფეხბურთელები იტანდნენ ბოლო არაფრის მომცემ ტურში, ახლა კი ჩვენმა მრისხანე შეტევამ მეტი ვერ გაახერხა. ძალიან ბევრჯერ დაგვიწერია, რომ მესის ძალა რეალურად მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ბრძოლის ველზე აღარ იქნებოდა, და აი, დასტურიც. თურმე რამხელა ტვირთი ჰქონია მხრებზე, თურმე რას დაათრევდა?! 

ერთი ძალიან ცუდი ამბავი მენიშნა, მე მგონი, რომ ფრენკი დე იონგს "ბარსაში" თამაში აღარ სურს. საფეხბურთო გრანდში მოვიდა სულ სხვა მიზნებით და ახლა "აიაქსიც" კი უკეთესი გუნდია, ვიდრე "ბარსა". არა მგონია დიდხანს გაჩერდეს. ალბათ ზაფხულშივე აიბარგება და ჩავი ბოლომდე "ლა მასიელებზე" გააკეთებს აქცენტს. კლუბსაც ასახელებენ, თურმე, პეპ გვარდიოლას სურს ფრენკის წაყვანა. ყველა დალაგებულ გუნდში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ, როცა გუნდი დაულაგებელია, ფრენკი დე იონგი არ არის ის ფეხბურთელი, ლიდერობა აიღოს ხელში და გუნდს წინ გაუძღვეს. არ არის და არც არასდროს ყოფილა. ეს მისთვის ახალი და უცხო მოცემულობაა, რაშიც თავს დიდად კომფორტულად ვერ გრძნობს. 

წასვლის შანსი იზრდება მეორე ვარსკვლავის შემთხვევაშიც. ტერ შტეგენი თავის თავს აღარ ჰყავს. სადებიუტო სეზონის დონეზე თამაშობს. ეს მისთვის ალბათ ყველაზე ცუდი სეზონია, თითქოს ისიც გატყდა, წარმოუდგენლად ჩანდა, მაგრამ ეგეთი შთაბეჭდილება მრჩება, დაიღალა და აღარ უნდა წარუმატებელ გუნდში ყოფნა, მაშინ, როცა საუკეთესოობას ცდილობდა. კიდევ ერთხელ დააჭირა წიხლი მანუელ ნოიერმა, კიდევ ერთხელ ჩაუმტვრია ნეკნები და აჩვენა, რომ პირველობის სურვილი უბრალოდ უნდა დაივიწყოს. იყო შანსი სეზონის დასაწყისში, რომ "ბარსას" შტეგენი გაეყიდა და დონარუმა უფასოდ დაემატებინა, მაგრამ ვერ შედგა ეს ამბავი, ერთ ფართე კაცს ბევრი ფული უნდოდა და დააწვნენ პარიზში, ჰოდა, ვერც "ბარსას" წაადგა ეს ამბავი და ვერც დონარუმას. 

ალბათ გაიფიქრებდით ლეროი სანეზეც, მას შემდეგ, რაც გვარდიოლამ მოიძულა "ბარსას" ასახელებდნენ მსურველებში, თითქოს დემბელეს შემცვლელად, იქნებ მას მაინც გაემართლებინა მესისთან და სუარესთან ერთად. მაგრამ, თუნდაც გადმოსულიყო, ალბათ არაფერი გამოვიდოდა, "ბაიერნმა" რეგრესის გზაზე მყოფი სანე ჩაიბარა და სწორ გზაზე დააყენა, "ბარსას" კი დიდი ხანია ამის უნარი აღარ აქვს, ალბათ, განაგრძობდა დაცემას და ჩვენც იმედი გაგვიცრუვდებოდა. უჰ, ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი, ძალიან ბევრი რამეა მოსარევი. 

ტრანსფერები აუცილებელია, მაგრამ რა უნდა გააკეთო, როცა ფულიც არ გაქვს, გაშვებული მწვრთნელები მილიონებს ითხოვენ, ჩემპიონთა ლიგაზე ფულის აღების შანსს კარგავ და გადადიხარ ტურნირზე, რომელსაც გაცილებით ნაკლები მაყურებელი ჰყავს, შესაბამისად, ყოველ მატჩში გაცილებით ნაკლებს მიიღებ და სპონსორებთანაც აგერევა საქმე. ახლა მთავარი კითხვა შემდეგია, - ნუთუ, ისურვებს ჰალანდის დონის ფეხბურთელი ამ კლუბში გადმოსვლას? როგორი ლამაზი პროექტიც არ უნდა დაუდო? რაღაც არა მგონია. რო შეხედავ არ ჰგავს ნორმალურს, მაგრამ ამდენად გიჟიც არ მგონია, რომ იყოს. პირველობისთვის იღწვის, საუკეთესოობა უნდა, "ბარსაში" კი ახლა ცუდი დროა. 

გამოსავალი კლუბის აღზდილებშია, მათ უნდა ითავონ მთავარი როლი. არა ჰოლანდიელებმა, ან ვეტერანმა "ბარსელონელებმა", არამედ, ახალგაზრდა "ლა მასიელებმა". მძიმე ტვირთია, მაგრამ ეგ არის, სხვაგვარად არ გამოვა. ჩვენი მთავარი იმედი ახლა ახალი ექიმია, სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ ასეა. ის ოქროსხელება კაცი უნდა მოვიდეს და სამედიცინო სტრუქტურა დაალაგოს, ფეხბურთელები უნდა გამოჯანმრთელდნენ, ხასიათზე მოვიდნენ და მერე.. რაღაცას დავემსგავსებით, ოღონდ, სწრაფად უნდა მოხდეს ეს ამბავი, ისე სწრაფად, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევაღწიოთ. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 9 დეკემბერი 2021 23:16
    0
    ჩვენი "მხეცები", რომ გავიდნენ მინდორზე უკვე წაგებული ქონდათ თამაში, ჩასვრილები გავიდნენ. სულ 2 გოლი გაიტანეს და ისიც მაჩანჩალა კიევის დინამოს გაუტანეს 2 თამაშში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 დეკემბერი 2021 21:48
    0
    სამწუხაროდ ყველაფერი ასეა და ძალიან რთული გამოსავალია მოსაძებნი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 დეკემბერი 2021 19:54
    1
    პიკე და ალბა უნდა წავიდნენ გუნდიდან, მე ასე მგონია
    დანარჩენებმა კიდევ სახე უნდა გაიძრონ, რომ თამაშის უფლება მიიღონ
    დემბელე საერთოდ ცხენის ნალში უნდა გაცვალო, ეგ და უმთითი. ეგ ორი მოუშორებელი ჭირი
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #8 9 დეკემბერი 2021 15:28
    1
    ციტატა: barcaforever
    მე ჯერ კიდევ კუმანი იყო მწვრთნელი მაშინვე ვთქვი, არაფერი ეშველება ამ გუნდს თქო. მარტო კუმანის ბრალი არ იყო ის, რაც ხდებოდა. აქ კიდე მეუბნებოდნენ არც აიაქსს ყავს ვარსკვლავები, მაგრამ ნახე რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობენო. ხავის მოსვლა რომ დადებითი მოვლენაა, მაგაზე ორი აზრი არაა, ხასიათიც გამოსწორდა და მეტი სულისკვეთებაც ჩანს, უბრალოდ ეს დიდ მიზნებამდე ვერ მიგვიყვანს. მხოლოდ განწყობის ამაღლება და მეტი მონდომება ხანდახან არ არის საკმარისი, როცა არ გყავს შესაბამისი დონის მოთამაშეები. გავის პედრის და ფატის იმედი მაქვს აი სამივე რომ გამოჯანმრთელდება და ერთად დაიწყებენ თამაშს მერე უფრო დავემსგავსებით ალბათ გუნდს, მაგრამ ბარსა ყოველთვის უნდა იბრძოდეს უმაღლესი მიზნებისთვის, როგორც ხავი ამბობს, ხოდა გავარტყი ევროპის ლიგას. ტრანსფერები უნდა გაკეთდეს და გაძლიერდეს გუნდი თორე ასე შორს ვერ წავალთ

    ჯერ დასკვნების გამოტანა ადრეა , ჩემი აზრით 1-2 წლია საჭირო გუნდის დასალაგებლად, ტრანსფერებისთვის,ნაგვის გაყრისთვის და ჩმორის მენტალიტეტის მოშორებისთვის, ძაან დიდი ხანი კი გვჭირდება მაგრამ გვეჩქარებ სადმე?
    Giorga
    სტუმარი [?]
    #7 9 დეკემბერი 2021 11:34
    1
    Evropa ligao ise vidzaxit vito ligaze gvqonda rame shansi aq kide gvaq 100 procentit vici zamtris mere xavi bevrad ufro moxodavs gunds da gaiweven am tasze enriqes mere ishleba gundi da bolos daishala axla iwyoba eger chelsic mase iyo evropa ligis da ager sharshan yvela daitrita wels ufro dzlieria siti psg wlebia shendebian dzlierdebian da mainc vercertma moigo liga nu vpanikiorobt movigot es evropa gachdeba saxsrebi bevri tamashi bevri gayiduli biletia bevri fulia bevri sponsoria kai tranferebia da gaisad gacilebit dzlierebi viqnebit
    Moriba
    სტუმარი [?]
    #6 9 დეკემბერი 2021 11:14
    0
    მე ამ ფეხბურთელებს ვისურვებდი ემილიანო მარტინესს ლაკროიქს ან დე ლიხტს ზაქარიას უფასოდ შეტევაში ადემაიეს ან ფერან ტორეს და ჰოლანდს და პლიუს მარჯვენა მცველს ვერ ვფიქრობ იმიტო ვინც ვიფიქრე არ წამოვლენ ბარსაში სამწუხარო რეალობაა რაცარუნდა ვთქვათ🥲
    გულშემატკივარი [?]
    #5 9 დეკემბერი 2021 11:13
    1
    მე ჯერ კიდევ კუმანი იყო მწვრთნელი მაშინვე ვთქვი, არაფერი ეშველება ამ გუნდს თქო. მარტო კუმანის ბრალი არ იყო ის, რაც ხდებოდა. აქ კიდე მეუბნებოდნენ არც აიაქსს ყავს ვარსკვლავები, მაგრამ ნახე რა ლამაზ ფეხბურთს თამაშობენო. ხავის მოსვლა რომ დადებითი მოვლენაა, მაგაზე ორი აზრი არაა, ხასიათიც გამოსწორდა და მეტი სულისკვეთებაც ჩანს, უბრალოდ ეს დიდ მიზნებამდე ვერ მიგვიყვანს. მხოლოდ განწყობის ამაღლება და მეტი მონდომება ხანდახან არ არის საკმარისი, როცა არ გყავს შესაბამისი დონის მოთამაშეები. გავის პედრის და ფატის იმედი მაქვს აი სამივე რომ გამოჯანმრთელდება და ერთად დაიწყებენ თამაშს მერე უფრო დავემსგავსებით ალბათ გუნდს, მაგრამ ბარსა ყოველთვის უნდა იბრძოდეს უმაღლესი მიზნებისთვის, როგორც ხავი ამბობს, ხოდა გავარტყი ევროპის ლიგას. ტრანსფერები უნდა გაკეთდეს და გაძლიერდეს გუნდი თორე ასე შორს ვერ წავალთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 დეკემბერი 2021 10:54
    0
    შტეგენს არასდროს არ ქონია პირველობის შანსი თუნდაც ბუნდესნაკრების ,გარდა იმ პერიოდისა როცა ნოიერს ხანგრძლივი ტრავმა ქონდა და 8-9 თვე გამოტოვა. წიხლი დაააჭირა და აშ ცოტა გადამეტებულია :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    Wtf man1
    სტუმარი [?]
    #3 9 დეკემბერი 2021 10:52
    4
    სანამ ტრანსფერები არ გაკეთდება არაფერი არ გვეშველება. ერთი ფორვარდი მარჯვენა ვინგერი. ერთი ცენტრ მცველი და მარჯვენა მცველი ესენი გვინდა უსიკვდილოდ. არაუხოს რო შევუწყვილოთ ვინმე კარგი მცველი თორე მართლა ცოდოა ეს ბიჭი დაცვაში ყველას საქმეს ეს აკეთებს და ამანც რამდენი უნდა ქნას. ალბას შემცვლელად კიდე გვინდა ვინმე მარა ეს ბალდე მაგრად მომწონს დევისის სტილის ტიპია და მისცეს შანსი ხავიმაც რატო არ აძლევს ვერ ვხვდები. მინგესას ფორთხიალს ეგ ათამაშოს ჯობია
    Culé [?]
    #2 9 დეკემბერი 2021 10:29
    2
    ძირითადი შემადგენლობა სუსტია, სკამზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ(ბრაიტვეიტს რო ელოდები, რისი იმედი გაქვს). მოკლედ ჩავი შარშია, მაგრამ ახალი არაფერია, იცოდა სადაც მოდიოდა, ესეიგ გეგმა აქვს და ვნახოთ, ჩავისი უფრო მეიმედება ვიდრე ყველა დანარჩენის. რა თქმა უნდა ტრანსფერები საჭიროა,მოსაყვანია ფეხბურთელები, მაგრამ არანაკლებ საჭიროა უსარგებლოების გაშვება(ფული ფულად მიდის და ადგილსაც იკავებენ). ვნახოთ იანვარში რა იქნება, რამე გრანდიოზულს არ ველოდები, მაგრამ იმედი მაქვს ის მინიმუმი მაინც გამოჩნდება რისი იმედი უნდა გვქონდეს და საით მიდის გუნდი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 დეკემბერი 2021 10:02
    7
    არაუხოს დაარჭონ კაპიტნის სამკლაური.სულ ფეხებზე მკიდია ბუსკეცს,პიკეს,ალბას და რობერტოს რამდენი მატჩი აქვთ ჩატარებული.ნამდვილი კაპიტნის ხასიათი აქვს ამ ბიჭს.აი ამათი იმედი მაქვს რა არაუხო,გავი,ნიკო,ფატი,პედრი,ბალდე.ტრანსფერი გვინდა თორემ ერთ ადგილზე ვიქნებით,სულ,რომ გვარდიოლა მოიყვანო და ასისტენტად კლოპი დაუყენო ვერაფერს იზამენ.ფეხბურთელებს,რომ გადახედავენ გული წაუვა ორივეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid