მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Touchdown - წავედით მუნდიალზე!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: Touchdown - წავედით მუნდიალზე!

Touchdown!! 

სხვაგან სად გინახავთ ასეთი რამ? ამერიკული ფეხბურთის მსგავსად თაჩდაუნი დაიდო, ფრენკი დე იონგი კარგი Quarterback-ის როლში მოგვევლინა, ბურთი მიიღო, თავი ასწია, რაფინიას მოძრაობა გათვალა და პირდაპირ თავში გაარტყა! 

ვის გონებაში იხატება მსგავსი სილამაზე? ალბათ ფრედ კუიმბის და ჯოზეფ ბარბერას შეეძლოთ ამისათვის ხორცი შეესხათ, ტომი გარბის, ჯერი ბურთს ისვრის და სადღაც კილომეტრის მოშორებით თავში ხვდება. 

რა სილამაზეა! 

დე იონგმა ცალკე აღნიშნა ეს გოლი, იცოდა ამ პასის ფასი, როგორც ყიფიანს უკრავდნენ ტაშს "აპტონ პარკზე", მიუხედავად იმისა, რომ გოლი შენგელიამ შეაგდო, თუმცა, დარტყმა როგორი იყო? მგონია, რომ არანაკლები, უნაკლო, ულამაზესი, პატარა ცისარტყელა დახატა რაფინიამ, იმით ფრთაშესხმულმა, რომ სამუნდიალო განაცხადში მოხვდა, ძირითადისთვის ბრძოლა უკვე დაიწყო, როდრიგოს, ანტონის და სხვების შესავიწროებლად. 

გამახსენა კიდევ ერთი, მოსისხლე მტერთა ბანაკიდან, დიდ სახელებს უნდა შევეხოთ, ბექემის პასი იყო, რაულის გოლი, საოცრად ჰგავდა. ჩვენი მირჩევნია, როგორც ყოველთვის. 

კიდევ ერთი საჩემპიონო მატჩი მოვიგეთ, ამ სეზონში უკვე მერამდენედ მიწევს დაწერა, აღარ ვიცი, სულ დეტალებში ვახერხებთ ქულების წამოღებას, სამი ქულის მოპოვებას, ათკაციანმა "ბარსამ", რომელსაც პირველ ტაიმში კაცი გაუგდეს, თანაც ღმერთკაცი! მეორეში გამოვიდა და თამაში მოიგო! 

ამაზე დიდი ფსიქოლოგიური გამოცდა რა უნდა იყოს? თანაც, გასვლაზე მოხდა ეს ყველაფერი. 

დავიშალეთ. მსოფლიო იწყება. 

თუმცა, ფიქრით უკვე იქით ვართ, ახალ წელს დერბი გვაქვს, ლევანდოვსკი სამი მატჩით დაგვაკლდება, უმნიშვნელოვანეს მატჩებში. ამხელა გამოცდილების მქონე ფეხბურთელს ეს არ უნდა შეშლოდა, როგორმე უნდა მოეთოკა ნერვები, რაც არ უნდა უსამართლოდ მოგექცნენ, სეზონი დიდია და მომავალზე გმართებს ფიქრი. ბოლოს და ბოლოს, ჩაიჩურჩულე ტკბილი სიტყვები და იმას მაინც ნუ ანახებ მსაჯს, ბოლო "მასტერკა" არ უნდა გაგეყნოსაო. 

დაგვაკლდება ლევანა, მაგრად დაგვაკლდება, "ბარსამ" კი გვაჩვენა, რომ მის გარეშეც შეუძლია ურთულესი მატჩების მოგება. 

ისევ ცაციები

კვლავ სამი მარცხენა მცველი გვყავდა, ამჯერად მათ შორის კრისტენსენი ვიხილეთ, ალონსოს და ბალდეს დიდი დამსახურებაა, რომ მსგავსი დაცვითი ხაზი კარგად ფუნქციონირებს, არ ვიცი იფიქრებენ თუ არა მარჯვენა მცველის დამატებაზე, ბელერინს დიდი ალბათობით ხელს დავუქნევთ, ბალდე კი მყარად მოიკიდებს ფეხს, გინდა მარცხნივ, გინდა მარჯვნივ, მშვენივრად თამაშობს. მერე ის გიჟი კაციც დაბრუნდება და ამდენი სანერვიულოც აღარ გვექნება. 

შეიძლება ითქვას, რომ ჩავიმ მოიგო ეს თამაში. ხშირად არ ვამკობთ კეთილი სიტყვით, ახლა კი ამის დრო მოვიდა, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო, სეზონის პირველი ნახევარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ პაუზამდელი ჩემპიონობა შეგვიძლია მივულოცოთ. პირველი ტაიმის ბოლოს საჭირო სიტყვებიც იპოვა, გუნდიც კარგად გადააწყო და შეცვლებიც ძალიან სწორად გააკეთა. სხვა რა არის მწვრთნელის საქმე? 

ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ვინც გამოვიდა, ყველამ სარგებელი მოიტანა. გავისგან ყოველთვის ველი ამას, მაგრამ რაფინიასა და ფატისგან ასეთ კარგ შემოსვლას არ ველოდი. ორივე ძალიან მოტივირებული, აქტიური და პროდუქტიული იყო. რაფინიამ საერთოდ მოგვაგებინა, ამაზე კარგი ჯერჯერობით "ბარსაში" არაფერი გაუკეთებია. ახლა შეუძლია თქვას, რომ რაღაც მაინც გააკეთა კლუბისთვის, თუნდაც ასეთ მცირე დროში. დაიმსახურა პატივისცემა. შანსი კიდევ მიეცემა, ჩავი ამას არ დაივიწყებს, თუნდაც მთელი მუნდიალის მანძილზე სკამიდან არ ააყენონ, სეზონის განახლების შემდეგ შანსი კიდევ ექნება. 

წინა მიმოხილვისას დავწერე, ფერანს წიხლების ქნევას არ აპატიებენ-მეთქი და როგორც გამოჩნდა, აპატიეს, ოღონდ თამაშის ასეთი წყურვილი გამოავლინეთ და იქნიე ეგ წიხლი რამდენიც გინდაო. გოლიც შეაგდო, არ ჩაითვალა, სამართლიანად, პედრის გოლში კი გარკვეული წვლილი მანაც შეიტანა. 

მოკლედ, ცუდი არავისზე დამცდება. ბუსკეტსმა კი მოგგვარა ყველას მინი შეტევა, ცალკეულ ეპიზოდებში, მაგრამ მთავარია, რომ სამი ქულა წამოვიღეთ. ბუსკეტსი სულ კატარში წასულა! 

აი, ასე, კარგ ხასიათზე ჩალაგდება ბარგი და დიდი დღესასწაულიც დაიწყება. 

შევხვდებით ახალ წელს, დერბიში, მანამდე კი მოსაწყენად არ გვეცლება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 21 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #21 9 ნოემბერი 2022 22:46
    1
    ციტატა: DesmondHume
    ციტატა: Bakero
    ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ პირველ რიგში რწმენის და თავდაჯერებულობის დასამკვიდრებლად 3 ქულაზე ბევრად მეტი იყო ეგ თამაში და ჩავის დამსახურებაა ულაპარაკოდ ..... ძალიან საინტერესო იქნებოდა ორი რამ პირველი : ყველა ოფიციალური თამაში რაც ამ სეზონში ვითამაშეთ და რაც გუნდმა გოლები გაუშვა კონკრეტულად ვისი (რომელი ფეხბურთელების) შეცდომების " დამსახურებით " გავუშვით?! და მეორე ყველაზე მეტი საგოლე ასისტი ვის ააქვს ამ ყველა ჩატარებულ თამაშში ?! სტატისტიკა საინტერესო იქნებოდა

    გაშვებულ გოლებზე არვიცი (ეჭვი მაქვს ბუსკეცის კისერზე იქნება ყველაზე მეტი), მარა ლა ლიგაში დემბელეს აქვს ყველაზე ბევრი ასისტი.

    პლიუს ლა ლიგის ბომბარდირი - ლევანა
    ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი - შტეგენი

    მოკლედ ბარსა ლიდერობს ლა ლიგას თითქმის ყველაფერში, მათ შორის მსაჯებისგან დაჩაგრულ გუნდებსაც :დდდდ

    კი კი მეც ბუსკეტსზე მაქვს ეჭვი სამწუხაროდ :(( ისე ერიკ გარსიას შეცდომების რაოდენობაც საინტერესოა ზოგჯერ ისეთი კარგი თამაში აქვს კაცს გაგიკვირდება და მერე უცებ ლენგლეს ღირსეული მემკვიდრე ხდება :((.....ჰოო აი დემბელე აღარ გამახსენდა საგოლე ასისტებში :))
    ფანი [?]
    #20 9 ნოემბერი 2022 19:02
    1
    ციტატა: Bakero
    ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ პირველ რიგში რწმენის და თავდაჯერებულობის დასამკვიდრებლად 3 ქულაზე ბევრად მეტი იყო ეგ თამაში და ჩავის დამსახურებაა ულაპარაკოდ ..... ძალიან საინტერესო იქნებოდა ორი რამ პირველი : ყველა ოფიციალური თამაში რაც ამ სეზონში ვითამაშეთ და რაც გუნდმა გოლები გაუშვა კონკრეტულად ვისი (რომელი ფეხბურთელების) შეცდომების " დამსახურებით " გავუშვით?! და მეორე ყველაზე მეტი საგოლე ასისტი ვის ააქვს ამ ყველა ჩატარებულ თამაშში ?! სტატისტიკა საინტერესო იქნებოდა

    გაშვებულ გოლებზე არვიცი (ეჭვი მაქვს ბუსკეცის კისერზე იქნება ყველაზე მეტი), მარა ლა ლიგაში დემბელეს აქვს ყველაზე ბევრი ასისტი.

    პლიუს ლა ლიგის ბომბარდირი - ლევანა
    ყველაზე მეტი მშრალად შენახული კარი - შტეგენი

    მოკლედ ბარსა ლიდერობს ლა ლიგას თითქმის ყველაფერში, მათ შორის მსაჯებისგან დაჩაგრულ გუნდებსაც :დდდდ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #19 9 ნოემბერი 2022 16:47
    2
    ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ პირველ რიგში რწმენის და თავდაჯერებულობის დასამკვიდრებლად 3 ქულაზე ბევრად მეტი იყო ეგ თამაში და ჩავის დამსახურებაა ულაპარაკოდ ..... ძალიან საინტერესო იქნებოდა ორი რამ პირველი : ყველა ოფიციალური თამაში რაც ამ სეზონში ვითამაშეთ და რაც გუნდმა გოლები გაუშვა კონკრეტულად ვისი (რომელი ფეხბურთელების) შეცდომების " დამსახურებით " გავუშვით?! და მეორე ყველაზე მეტი საგოლე ასისტი ვის ააქვს ამ ყველა ჩატარებულ თამაშში ?! სტატისტიკა საინტერესო იქნებოდა
    გულშემატკივარი [?]
    #18 9 ნოემბერი 2022 16:03
    0
    Ბარსელონისტა,

    დარწმუნებული ხარ ბაიერნთან პირველი თამაში რომ კარგად გახსოვს? 3-4 მომენტი ქონდა საკმაოდ კარგი. ინტერთან კიდე ის დუბლი ფაქტია რო არაფერში გამოგვადგა. წლის ბოლოს იმედია მოიგებენ ლა ლიგას, ეგ ბომბარდირი გახდება და ბედნიერი სხვა გამოწვევას მოძებნის... ლა ლიგა თუ მოიგეს გამართლებულად კიდე შეიძლება ჩაითვალოს ეგ ტრანსფერი, მაგის ბომბარდირობით ჩვენ არაფერი მოგვემატება.
    Culé [?]
    #17 9 ნოემბერი 2022 15:50
    2
    ბალდეს რომ ვუყურებ საოცარი ბიჭია და დიდი მომავალი აქვს. ძალიან მოუმატა წელს
    Ბარსელონისტა
    სტუმარი [?]
    #16 9 ნოემბერი 2022 15:27
    3
    ციტატა: Lashach1
    ღმერთკაცა "ცოტა" გადამეტებული ხო არაა კაცზე რომელმაც ვერანაირი ლიდერული თვისებები ვერ გამოავლინა ვერცერთ მნიშვნელოვან თამაშში ( ინტერთან, ბაიერნთან და რეალთან)? და ლამის ამდენი წვალებით მოპოვებული პირველი ადგილი დაგვაკარგინა

    Აბა ვინ გამოავლინა? Დუბლი ვინ გაიტანა ინტერთან დემბელემ თუ ჩავიმ? Ბაიერნთან კარში ვერ დავარტყმევინეთ კაცს და მართლა ღმერთკაცა ხოარაა კარში დარტყმის გარეშე გოლები გაეტანა?
    გულშემატკივარი [?]
    #15 9 ნოემბერი 2022 15:19
    0
    ღმერთკაცა "ცოტა" გადამეტებული ხო არაა კაცზე რომელმაც ვერანაირი ლიდერული თვისებები ვერ გამოავლინა ვერცერთ მნიშვნელოვან თამაშში ( ინტერთან, ბაიერნთან და რეალთან)? და ლამის ამდენი წვალებით მოპოვებული პირველი ადგილი დაგვაკარგინა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 9 ნოემბერი 2022 14:35
    6
    ძალიან მაგარი ბრძოლა იყო მაგრად ვისიამოვნე რომ არა ხავი ეს გუნდი პირველ ადგილზე ვერანაირად ვერ იქნებოდა.ამ.თამაში თუ პოზიტივს ვერ ხედავ შორს ხარ ფეხბურთისგან.😂 ახლა მთავარია მსოფლიოდან ჯამრთელები დაბრუნდნენ და იმედია უეფას არ მიაკვდებიან მათავარია დადონ ლალიგა
    [?]
    #13 9 ნოემბერი 2022 14:20
    6
    ოსასუნა ყველაზე კერკეტი გუნდია ლიგაში რაიოსთან ერთად, გრანდებსაც რო არ ეთამაშებიან მეორე ნომრად. ლევას წითელზე მოდუნდნენ თორე 11-11 ზე ის გიჟური პრესინგი რო გაეგრძელებინათ ვინ იცის ვერც მოგვეგო. ბუსკეცმა პირველ 15 წუთში 3 ჯერ უპასა ოსასუნას, ეგ რო დე იონგს ექნა ტრანსფერზე დააყენებდნენ. ფრენკი უნდა დარჩეს. ბუსკეცმა კიდე ზაფხულამდე მაქსიმუმ 10 იგრა უნდა ჩაატაროს ისიც ნელ და გასავარდნ გუნდებთან. სხვანაირად დაგვღუპავს. დღეს ბებრები შერცხვნენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 9 ნოემბერი 2022 14:18
    8
    ბალდე რა ბიჭი იზრდებააა🙏🙏🙏🙏
    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    Culé [?]
    #11 9 ნოემბერი 2022 14:08
    4
    რაც მართალია მართალია, მეორე ტაიმი ჩავიმ შეუსრულა რა, ეს ძაან მახარებს, კრისტენსენი რომ გავით შეცვალა ვიფიქრე დაგვერხა მეთქი და გამეხარდა რომ შევცდი, აი ეგაა მწვრთნელის საქმე რა, იმედია სულ ეგრე გაგვაოცებს ხავი, რაც შეეხება დეიონგს, ეს ბიჭი ბარსაში გადმოსვლის დღიდან მევასება და ყოველთვის იმედი მქონდა რომ სხვებიც დააფასებდნენ, იმდენი ნეგატივი იწერებოდა ბარსამანიაზე ამ ზაფხულს და ვფიქრობ რომ უფრო და უფრო დაარწმუნებს ხალხს რომ ძაან საჭირო ფეხბურთელია, ეხლა კი მსოფლიოზე გადავერთვებით და მეც ჩემს ბრაზილიას ვუგულშემატკივრებ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 ნოემბერი 2022 13:28
    2
    ასეთ მატჩებში იბადებიან ჩემპიონები.მჯერა ჩავისიც და ამ გუნდისაც.ტრამვირებულები დაბრუნდებიან,ბებრებიც წავლენ,რადენიმე უვარგისიც წავა და ყველაფერსაც მოვიგებთ მჯერა.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 9 ნოემბერი 2022 13:13
    7
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ნუ გავიწყდებათ მეტოქე ოსასუნა იყო და არა რეალი ან ატლეტიკო , ვერანაირად ვერ ჩავთვლი პოზიტივში ამ წვალებით გამარჯვებას. ინედია ხვდებიან რა ნეხვიც ჭამეს ზაფხულში და ახლა მაინც ისწავლიან წესიერი ტრანსფერის გაკეთებას

    ასეთი მოგებებით წყდება ლა ლიგის ბედი joy

    რეალმა ბერნაბეუზე ვერ მოუგო ამ ოსასუნას 11-11ზე
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #8 9 ნოემბერი 2022 13:13
    2
    თამაშის შემოტრიალება წვალებით მაგრამ მაინც და ეს კარგი ბატონო მაინც გასახარია და როგორც არ უნდა იყოს მოპოვებული და რაც არ უნდა იყოს,დაშვებული შეცდომები დე იონგი,ბუსკეცი კი ბატონო,მაგრამ ლევანდოვსკის საქციელი და ქმედება რაც იკისრა არ ეკადრება გამოცდილ ფეხბურთელს, გამოცდილება ზუსტად იმისთვისაა და კლასი გარდა ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშისა, რომ თავის შეკავება და მოთოკვა შეგეძლოს გამოცდილი და მაღალი კლასის ფეხბურთელს,თავი შეიძლება ვერ შეიკავონ გავიმ,ბალდემ,პედრიმ ახალგაზრდები არიან და ამ მიზეზით.ლევანდოვსკის საქციელი რას შევადარო და რას დავაბრალო არვიცი.
    Culé [?]
    #7 9 ნოემბერი 2022 12:55
    3
    ნუ გავიწყდებათ მეტოქე ოსასუნა იყო და არა რეალი ან ატლეტიკო , ვერანაირად ვერ ჩავთვლი პოზიტივში ამ წვალებით გამარჯვებას. ინედია ხვდებიან რა ნეხვიც ჭამეს ზაფხულში და ახლა მაინც ისწავლიან წესიერი ტრანსფერის გაკეთებას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 ნოემბერი 2022 12:41
    1
    Ert momentshi Baldes gargveva iyo saswauli magari bichi gvvyavs,rafinia da dejong perfecto,demboc kargi iyo basri iaragia gamwvavebaze,mokled yvelam kargad itamasha,zogi chiri margebeli,10kacit ro eset comebacks deb gundshi rwmena da tavdajerebuloba yalibdeba,imaze didi stimulia vidre lewanastan ertad ro mogvego.gundixar roca gundidan yvela ibrdzvis.
    --------------------
    ბროწეული კვერცხის წინააღმდეგ,..,
    Culé [?]
    #5 9 ნოემბერი 2022 12:34
    3
    ციტატა: nika 54
    ბუსკეტზე არანაკლები მიჰქარა დე იონგმაც, იყო ერთი მომენტი რო სისხლი გამეყინა.

    დე იონგმა სადღაც ცენტრთან ახლოს მაინც მიქარა, ბუსკეცმა კიდე პირველ ტაიმში საჯარიმოს ხაზთან კარგა ბურთები და გოლის ეპიზოდშიც ისევ მაგას გაექცა კაცი, პროსტა მერამდენეჯერ უნდა დავზარალდეთ ბუსკეცის გამო, თორე დე იონგს თუ დავაკვირდებით სადაც კი უაზრო შეცდომებს უშვებს, მერე რაღაცით აბათილებს მაგათ. პრინციპში ბევრიც არ დაუშვია, ერთი სოსიედადთან იყო და მეორე გუშინ, თუმცა ორივე შემთხვევაში საჯარიმოს სიახლოვეს არ უტრიპაჩია ბუსკეცისგან განსხვავებით.
    vato
    სტუმარი [?]
    #4 9 ნოემბერი 2022 12:30
    5
    საღოლ ავტორ გენაცვალე გულში, ძლივს არ წავიკითხე პოზიტიური დამოკიდებულება, თორემ ამ საიტის მომხმარებლებისგან ნეგატივი და ნეგატივის მეტი არაფერი მესმის. ამ სტატიის კომენტატებში მაინც დაწერეთ დადებითი კომენტარები. აგერ პირველივე კომენტარში დე იონგს მიასხეს, არაფატიპმა გუშინ უმაგრესი თამაში დადო. არა რა ქართველი გულშემატკივრები მართლა ვერ ასოდეს ვისწავლით გულშემატკივრობას, აგერ დგანან რეალის ფანები და ბენზემას, კურტუას და ანჩეს დედის ღრძილებს უტრიალებენ ყველა ბრუნვაში არადა დაავიწყდათ სულ რამოდენიმე თვის წინ რამხელა სიხარული აჩუქაამ ხალხმა. ყოველთვის გამოვირჩეოდით რწალის ფანებისგან და მათ არ ვემსგავსებოდით უმადურიბაში ცოტათი მიახლოებულები ვიყავით ლივერის ფანებთან, რომლებიც კარგი გაგებით მართლა თითით საჩვენებლები იყვნენ ყოველთვის, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა, ძალიან ძალიან ახლოს ვართ რეალის ფანებთან, როგორ უნდა ვაგინო ხავის თუნდაც 1-2 ჩაგდებული სეზონის გამო რაც მაგ ადამიანმა დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სიხარული მოგვიტანა. მაგრამ აქ დგანან და ხან პრო@@ს ეძახიან, ხან დედას უტრიალებენ ყველა ბრუნვაში. ეტყობა ან ხავის თამაშს არ არიან მოსწრებულები ან კიდევ მაშინ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 ნოემბერი 2022 12:01
    0
    რაფინია ბრაზილიის ასნავოის კაცია,,,ბოლო თამაშები მოგვაგებინა,ვალენსიასთან რა პასი გაუკეთა ლევას
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 ნოემბერი 2022 11:57
    0
    ბრავო ბრავოოოოოო უმაგრესი და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება barca-1 barca-4
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი