მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ნახევარფინალშია - დემბელე დაფრინავს

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ბარსა ნახევარფინალშია - დემბელე დაფრინავს

84-ე წუთზე მოვალეობის შემსრულებელმა კაცმა პატარა ტაბლო გააძრო, ლოიდ დობლერივით ასწია მაღლა ყველას დასანახად და 7 ნომერი გაანათა. ამას ტრადიციული არაფრისმომცემი გამომეტყველება მოჰყვა ჩვენი შვიდიანისგან, ყოველთვის ასეთი თვალები აქვს, ვერასდროს ვერაფერს ხვდება, სანამ მოედნის ხაზს გადაკვეთდა, ალბათ გზად იხსენებდა რა დააშავა, რის გამო გაჰყავთ მოედნიდან, ამ დროს კი მთელი "კამპ ნოუ" ფეხზე წამოდგა და დამბო დამსახურებული ტაშით დააჯილდოვა. აჰ, აი თურმე რა ყოფილა. ტაშის მოსასმენად გაიყვანეს. მიხვდა ვითომ? 

თქვენი არ ვიცი, მე ძალიან დიდი ხნის შემდეგ, პირველად მივიღე მისი თამაშისგან სიამოვნება. კარგი მატჩები აქამდეც ჰქონია, განსაკუთრებით მიმდინარე სეზონში, მაგრამ გუშინ პირველად ვისიამოვნე, ერთხელაც კი არ შემტოკებია ნერვი, ეს უკვე მიღწევაა. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ შვიდნომრიანი დემბელე, ახალი დემბელეა. 11 ნომრით ოთხი წლის მანძილზე სისხლი გაგვიშრო, შვიდი ნომერი მოირგო და ალბათ დავიდ ვილიას მერე, საუკეთესო შვიდიანია. 

გუშინ მაგრად შეუბერა, ტრადიციულად, ვერცხლის წყალივით მოძრაობდა, ჰაეროვნად, გარბის და გგონია, რომ გაზონს საერთოდ არ ეხება, ისე სწრაფად იქნევს ფეხს ბურთი ტყვიასავით მიაპობს ჰაერს, პასებიც ზუსტი ჰქონდა და ორი გრამი ტვინიც დააყოლა საქმეს, კარგი კაცი ხარ შენ უსმან! 

ადრე თუ გვიან, ისევ გადაგვიყვან ჭკუიდან, მაგრამ კარგსაც არ დაგიკარგავთ. 

ტაქტიკა 

ჩავიმ ითამაშა იმ ტაქტიკით, რომელიც მე ყველაზე მეტად მომწონს. ითამაშა იმ შემადგენლობით, რომელიც ასევე ყველაზე მეტად მომწონს და ძირითად შემადგენლობად მიმაჩნია. 

4-5-1 - შეტევის დროს 3-4-3, ხანდახან 3-2-5-ც კი ხდება. რა ბედნიერია დე იონგი ამ სქემაში მოქცეული, როგორი თავისუფალი, როგორი სასარგებლო. მისი მთავარი მინუსი საყრდენზე თამაშის დროს არის ის, რომ მუდმივად ტოვებს სივრცეს, ბურთს ფლანგზე ითხოვს, დრიბლინგით ამოდის. ამ ტაქტიკის პირობებში კი არ ისჯება იმისთვის, რასაც აკეთებს, რადგან მუდმივი დამზღვევი ჰყავს ბუსკეტსის სახით. თავის მხრივ, ბუსკეტსიც უფრო სასარგებლოა, იმიტომ, რომ დე იონგი ჰყავს გვერდით. 

ერთადერთი გავის პოზიცია იწვევდა კითხვებს და როგორც "მადრიდთან" ისე გუშინ ამ კითხვებს უნაკლოდ უპასუხა. ჩავი ხშირად ცვლის ხოლმე ტაქტიკასაც და შემადგენლობასაც, მე კი იმედი მაქვს, რომ "მაჩესტერთან" სწორედ ასე ითამაშებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, გუნდი დალაგებულია, ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და ზედმეტი არავინ არის მოედანზე. 

ასევე, დაიგეგმა გრძელი პასები, რადგან ჩავიმ იცოდა, რომ "სოსიედადი" მაღლა ამოწეული დაცვით ითამაშებდა. ეს თვითმკვლელობაა, როცა მარჯვნიდან დემბელე გიტევს და მარცხნიდან ბალდე. თუმცა, უკან ჩამჯდარი დაცვით თუ ითამაშებ ეს უკვე ლევანდოვსკის უხსნის ხელ-ფეხს. ალბათ იფიქრეს, ლევანდოვსკისგან საფრთხეს ისევ დემბელესგან გვირჩევნიაო და რა მიიღეს ვნახეთ. გაიქცა დამბო და გაგლიჯა მეკარე შუაზე. 

საწყის ოც წუთში გრძელი პასის შესრულება მცველებს ზურგსუკან ტერ შტეგენმა ითავა, და მაგრადაც გააკეთა ეს საქმე. იმდენი მომენტი შეიქმნა ერთი მაინც უნდა გასულიყო, მაგრამ არ გავიდა. ეს პრობლემაა. მომენტების რეალიზების მხრივ ყველაფერი რიგზე ვერ არის. 

ვერ გაიტან - გაგიტანენ. დაუწერელი კანონია, მაგრამ "სოსიედადმაც" ვერ გაიტანა. ხარიხა შეაზანზარეს. კუნდემ დაუშვა შეცდომა, იმ ზონაში აიჭრა ბურთიან კაცზე, რომელშიც არ უნდა ასულიყო, ალბათ ცენტრალური მცველის ინსტიქტი ჩაერთო, არაუხომ დაზღვევა ვერ მოასწრო და გადავრჩით. 

"მანჩესტერთან", არ გამოვრიცხავ, რომ ისევ პატარა როქი ვიხილოთ, არაუხო გადმოვიდეს შედარებით მარჯვნივ და კუნდე ცენტრში დადგეს. როგორც ვინისიუსთან, ისე უნდა იყოს არაუხო რაშფორდთან, იმიტომ, რომ ის ბიჭი დაფრინავს და მოედანს უგოლოდ აღარ ტოვებს. 

წითელი ბარათი და ნეხავარფინალი

რა თქმა უნდა, იყო საწითლე. ჯერ ის გამიკვირდა პირდაპირ წითელი რომ არ დააძრო მსაჯმა. მერე ის გამიკვირდა VAR-ის კაბინაში რომ ხმის ამოღება გაბედეს. მეგონა ამ მომენტსაც ისე გაატარებდნენ თითქოს არაფერი მომხდარა. 

ნერვიულობის გარეშე "ბარსას" მატჩები არ სრულდება ხოლმე, ბოლოს შტეგენმა აურია და მეტოქეს ჩააბარა ბურთი, მერე თავადვე გამოასწორა შეცდომა და მაგარი სეივი ჩაიწერა აქტივში. ბოლო წუთზე ისევ კარგი ბურთი მოიგერია. 

შეცვლაზე შემოსულები ვერ იყვნენ ჯანზე. ამიტომაც ზიან სკამზე. ჯერ რაფინია გამოჩნდა, მერე ფატი. დამბო ჩვენი მთავარი გარემარბია, ამ ტაქტიკაში მეტი შემტევი ფლანგელის ადგილი არ არის. მარცხნივ ბალდე დარბის გიჟივით და მერე დაცვით სამუშაოსაც ასრულებს ხოლმე. 

გამოვიდა კესიე და სულ ბოლოს მარკოს ალონსოც. მასზე ვერაფერს ვიტყვი, კესიეს კი ყოველთვის ექმნება სახიფათო მომენტი და ყოველთვის რაღაც აკლდება საგოლე პასამდე, ან გოლამდე. თან ცოტა დამძიმებულიც მეჩვენება. ამდენი უთამაშებლობით ხასიათმა დაამძიმა, თან დიდი თავი აქვს, ზაზა ფაჩულიას მსგავსად. 

კიდევ ერთ ტიტულთან ვართ ახლოს. წინ ნახევარფინალია. მეტოქეს მალე შევიტყობთ. მანამდე კი "ჟირონასთან" გვიწევს გასლვაზე თამაში. ეს ერთიც და ლევანდოვსკი ლა ლიგაში დაგვიბრუნდება. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #14 28 იანვარი 2023 11:32
    0
    დემბელეს მართლა სრულყოფილი და იდეალური მატჩი ჰქონდა
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 26 იანვარი 2023 19:47
    5
    ძაან მაგრად ითამაშა დემბელემ ბრავო ალბათ 2018 წელს ვილიარეალთან თამაშის მერე მისი საუკეთესო პერფორმანსი იყო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 26 იანვარი 2023 16:12
    2
    ერთადერთი რაც აკლდა ამ თამაშს მეტი გოლი იყო
    Culé [?]
    #11 26 იანვარი 2023 15:37
    6
    კარგი თამაში იყო, რაც მთავარია ბევრი მომენტები და შეტევეში თამაში, აი ეგ გვინდა ჩვენ. მოკლედ მარცხენა ვინგერი გვინდა, გუშინ კუბო ძაან მომეწონა, არ იყო ცუდი, სოსიედადიდან მარტო ეგ თამაშობდა, ფატის იმედი უკვე აღარ მაქვს, ძაან შეშინებული თამაშობს და არვიცი მაგას თუ რამე ეშველება, დემბელემ თუ ასე გააგრძელა მაგაზე ცუდის მთქმელი აღარა ვარ, გუშინ იყო ძაან კაი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 26 იანვარი 2023 15:15
    2
    ციტატა: levanoza
    სამი გრამის გამოყენებაზე როცა ავა, მერე დაერხა მსოფლიოს...

    ნეტავ საერთოდ აქვს ამდენი ტვინი, მე ის 2 გრამი მგონია მაქსიმუმი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 26 იანვარი 2023 14:08
    5
    სამი გრამის გამოყენებაზე როცა ავა, მერე დაერხა მსოფლიოს...
    Culé [?]
    #8 26 იანვარი 2023 13:37
    8
    ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არც მარცხენა ვინგერის და არც მარჯვენა მცველის მოყვანაა, არამედ ბუსის შემცვლელის. ვხედავთ რომ იდეალურად ეწყობიან ბუსი და ფრენკი ასეთ ტაქტიკაში ერთმანეთს და ასე მგონია ან ერთი არ მეორე რომ ამოვარდეს, ძლიერ გუნდებთან ჩამოვიშლებით მთლიანად.
    --------------------
    #infinit8iniesta
    გულშემატკივარი [?]
    #7 26 იანვარი 2023 13:21
    4
    დემბელემ ესე თამაში გააგრძელოს იქნებ გავყიდოთ :) მე ამაზე ცუდის მთქმელი აღარ ვარ, მსოფლიოს ფინალში აკიდებული პენლის მერე 😂😂
    ფატიზე მწყდება ძალიან გული, ისე მაგრა დაიწყო... იმედი მაინც მაქვს სადღაც რომ შეძლებს! ვინისიუსმა ისწავლა კარში დარტყმა ბოლო ბოლო, ესეც შეძლებს პრობლემების გადალახვას!
    ქვემოთ ეწერა ვიღაცას კარასკო მოიყვანონ კარგი იქნებაო. ესეთი სირები ბევრი რო მოვიყვანეთ იმიტომ ვართ ესეთ დღეში. მე გუნდოგანს ველოდები, ძალიან მომწონს სიტიში...
    Culé [?]
    #6 26 იანვარი 2023 13:02
    11
    კრისტენსენი როგირ გამოგრჩათ უბრალოდ ძალიან კარგი მცველია
    --------------------
    Nb

    წევრი [?]
    #5 26 იანვარი 2023 12:50
    4
    რაიქნება სულასე ითამაშოს ამ ჩემისამ
    Culé [?]
    #4 26 იანვარი 2023 12:49
    6
    ნამდვილად არ იყო ცუდი მატჩი. გუნდმა სრული დატვირთვით ითამაშა მთელი მატჩი. ერთის მხრივ სასაყვედურო არაფერია, ლა ლიგაში პირველ ადგილზე ვართ, კოპა დელ რეის ნახევაფინალში გავედით და სუპერთასი მოუგეთ რეალს. აშკარად ეტყობა გუნდს პროგრესი და რა უნდა გაკეთდეს ეს ჩავიმ ჩემზე კარგად იცის, ამიტომ მე მხოლოდ ჩემ მოსაზრებას ვიტყვი. 1. თუ ბარსა ცენტრს არ თმობს და პერიოდულად აგრესიულ პრესინგს და შეტევას თამაშობს, გუნდები ვერ უძლებენ, რასაც გოლი მოჰყვება ხოლმე. მაგრამ ეს ზეწოლა იმდენად დიდია, რომ ძალაუნებურად ან შეგნებულად მეტოქე გადადის დაცვით სქემაზე 5-4-1 ან 5-5-0 , ან ასეთიც იყო რომ 6-4-0. ასეთი ტაქტიქისას რათქმაუნდა რთულია დაცვის გარღვევა. ცრუ ცხრიანი ვითომ კარგია, მაგრამ ყოველთვის ვერ ამართლებს. მაგალითად გავის ცრუ ცხრიანი უფრო ეფექტურია ვიდრე ფატისი. ასეთი დაცვის გარღვევა შეიძლება მხოლოდ შეტევის ინტენსიურობის და ზეწოლის გაძლიერებით რასაც სახლში დმუშავებული კომბინაციური მომენტები უნდა დაემატოს. გუშინ გადასარევად შეიჭრა დემბელე და ლამაზი გოლი გაიტანა, მაგრამ მოდით სიართლე ვთქვათ, მეკარეს რომ სწორი პოზიცია დაეჭირა, შეეძლო დარტყმა ორი ხელით მოეგერიებინა და გოლიც სათუო იყო, როცა ამ დროს მარცხნივ, ლევანდოვსი უფრო სახეირო პოზიციაზე იყო და პასს ელოდებოდა. მაგრამ ასეთ დროს არ დაგვავიწყდეს დაცვის შენარჩუნება. არაუხო და კუნდე ხშირად გადადიან მეტოქის საჯარიმოი და ნებისმიერი კინტრშეტევა სახიფათოა. გუშინ ტერ სტეგენმა და მეტოქის მაზვამ გადაგვარჩინა ორ გოლს. 2. რეალიზაცია- ისედაც ღრმა ავტობუსი დგას დაცვაში და მომენტები ძნელად იქმნება. მაგრამ რაც იქმნება, უმეტესობა იმაზება. ესეც საშინაო დავალებაა. კარებში დამრტყმელი არა გვყავს. ძალინ მომწონს ბალდეს სიმამაცე და კარებში დარტყმის მცდელობა, მაგრამ სერიოზული ვარჯიში სჭირდება სიზუსტისათვის. ფლანგური თამაში კარგია, სიგანეში შლის მეტოქის დაცვას და გასწვრივი ჩაწოდებებიც საჯარიმოში აუცილებელია, მაგრამ უმეტესი მათგანი ფუჭია, იმიტომ რომ აქცენტი ლევანდოვსკიზეა და ის ყოველთვის ვერ ახერებს ჩაწოდების მიღებას. 3. და ისევ აგრესიის შესუსტება ერთი გოლის გატანისას და ცენტრის დათმობა, რასაც მეტოქის შეტევა და სახიფათო მომენტები მოყვება. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს დასაწყისში, პირველი გოლის მერეც უნდა ეცადონ მეორე შეაგდონ და შემდეგ შეიძლება თავისუფალი მოქმედება. რა თქმა უნდა ყველა მატჩის ერთ დონეზე ჩატარება შეუძლებელია, ისევე როგორც ორი გოლის გატანა, მაგრამ მაგალითად გუშინ ეს შესაძლებელი იყო და უნდა გაეტანათ. აი რეალის სიძლიერე ზუსტად ამაშია, რომ აძლიერებს დაწოლას და ფსიქიური შეტევა გამოსდის, მეტოქე იბნევა და რეალი იტანს გოლს. ეს ჩემი მოსაზრებებია და ვფიქრობ ამ პრობლემებზე მუშაობაა საჭირო. სხვა ის, რომ ახლოს ვართ მეორე ტიტულთან და გული კარგს მიგრძნობს.....
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 26 იანვარი 2023 12:43
    2
    ციტატა: Griezzy7
    ეს ყველაფერი კი კარგია მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა, დემბელეს გარდა თითქმის ვერავინ ამწვავებს თამაშს, პედრი თუ გააკეთებს ხოლმე დრიბლინგს ხანდახან...
    ძალიან გვჭირდება მარცხენა ფლანგზე სწრაფი და კარგი პასის მქონე ფეხბურთელი რომელსაც დასრულებაც შეეძლება. აუ კვარა დაგვხატავდა მარა ვინ გამოგვატანს მაგას თან როგორც ვიცი რეალია მისი ოცნების გუნდი...

    ზაფხულში მარჯვენა ფლანგის მცველი. შემტევი სტილის ნახევარმცველი და მარცხენა ფლანგის შემტევი უნდა დავიმატოთ აუცილებლად!


    ალბათ კარასკოს დაიმატებენ 20 მილიონად, კარასკო, ბერნარდო სილვა და მარჯვენა მცველი რო დაიმატონ კაი სატრანსფერო ზაფხული გამოვიდოდა
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    Culé [?]
    #2 26 იანვარი 2023 11:55
    7
    ეს ყველაფერი კი კარგია მაგრამ ერთი დიდი პრობლემაა, დემბელეს გარდა თითქმის ვერავინ ამწვავებს თამაშს, პედრი თუ გააკეთებს ხოლმე დრიბლინგს ხანდახან...
    ძალიან გვჭირდება მარცხენა ფლანგზე სწრაფი და კარგი პასის მქონე ფეხბურთელი რომელსაც დასრულებაც შეეძლება. აუ კვარა დაგვხატავდა მარა ვინ გამოგვატანს მაგას თან როგორც ვიცი რეალია მისი ოცნების გუნდი...

    ზაფხულში მარჯვენა ფლანგის მცველი. შემტევი სტილის ნახევარმცველი და მარცხენა ფლანგის შემტევი უნდა დავიმატოთ აუცილებლად!
    Culé [?]
    #1 26 იანვარი 2023 11:43
    16
    ჩავი ყოველი მოგებული თამაშის მერე გასახდელთან ან დერეფანთან დგას და მადლობას უხდის ბიჭებს.მისასალმებელია მისი საქციელი👏👏