მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის გარეშე მოსაწყენია

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: იამალის გარეშე მოსაწყენია

  მატჩის მიმდინარეობისას იყო ერთი ასეთი სურათი, "ბარსას" ქომაგი ეულად იდგა "სოსიედადის" ქომაგებს შორის, რომლებიც გოლს აღნიშნავდნენ, დახტოდნენ, ხარობდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. რაღაცით ჰოკუსაის ტალღებსაც კი წააგავდა. ეს ერთი კი იდგა გაუნძრევლად, ამაყად, ბოლომდე რწმენით რომ აქ არ დამთავრდება ყველაფერი. მართალია ამ შეხვედრაში დამარცხდა მისი და ჩვენი გუნდი, მაგრამ სეზონის განმავლობაში მაინც ასე ამაყად მოგვიწევს დგომა, ამის საფუძველს ფლიკის გუნდი ნამდვილად გვაძლევს. 

მარცხი კიდევ მოსულა, წააგებ ხოლმე, რა თქმა უნდა, ფეხბურთია ბოლოს და ბოლოს. 

იამალის გარეშე 

   პირველი ცუდი ამბავი იამალის გამოკლება იყო, რომელიც ძალიან დიდი ძალაა "ბარსელონასთვის", არა მხოლოდ მისი დრიბლინგების გამო, ისეთი პირველი შეხება და პასის კულტურა აქვს, ბურთსაც გაცილებით კარგად იჭერს გუნდი მასთან ერთად, ცენტრიდან გაკეთებულ გამამწვავებელ პასებსაც მიგვაჩვია. ასე რომ, თავიდანვე ნათელი იყო, შეტევაში ეფექტურობა მოიკლებდა. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც გაირკვა რომ იამალის ადგილს ფერმინი დაიკავებდა და არა ოლმო. მე დანიზე გავაკეთებდი აქცენტს, მაგრამ ჩვენ იმას ვერ ვხედავთ რასაც ფლიკი ხედავს ვარჯიშზე, არც მისი გეგმების შესახებ ვიცით რაიმე, სამაგიეროდ, ვიცით ის, რომ ფერმინი ფლანგზე დიდი ვერაფერი ფეხბურთელია, აი, ოლმოს დაყენების შემთხვევაში რაღაც უკეთესი იქნებოდა - რაფინია მარჯვნივ, ოლმო მარცხნივ, ლევანდოვსკი ცენტრში. 

ამ არჩევანს დაემატა ისევ ორი საყრდენით თამაში, კასადოსა და დე იონგის წყვილის მიმართ ნდობა იზრდება, მაგრამ ფრენკის თამაშს ისევ იმედგაცრუება მოჰყვა, რამდენჯერმე მოხვდა ფეხში და შესაცვლელი შეიქნა. პირველ ტაიმში უკვე ჩანდა რომ მეორეში აღარ გამოვიდოდა. 

თამაშის მიმდინარეობამ და ხასიათმა გავის საჭიროება დაგვანახა, მაგრამ აქაც მომიწევს გავიმეორო - ჩვენ არ ვიცით რა ხდება ვარჯიშზე, ვინ რა ფორმაშია, ვინ რისთვის არის მზად. გავი კიდევ სადღაც ბოლო წუთებისთვის გამოვიდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, აქა-იქ დაშვებული შეცდომებისა, "ბარსას" კონტროლი დააკლდა, ვერცერთ ეტაპზე სრული კონტროლი ვერ მოიპოვა, გამოვიდა ოლმო, გამოვიდა გავიც, მაგრამ ბევრი არაფერი შეცვლილა. 

ტაკე კუბო & ანსუ ფატი 

   ერთად გაიზარდნენ, დიდ იმედებს ამყარებდნენ, ანსუმ "ბარსაში" გაიბრწყინა და მესიმ თავისი ათიანი დაუტოვა, კუბომ წასვლა არჩია "მადრიდში" და თითქოს დაინახეს კიდეც შორეულ პერსპექტივაში ამ ორის დაპირისპირება კლასიკოში, მაგრამ ვერც ერთმა ივარგა და ვერც მეორემ. ტაკე ჩამოქვეითდა საშუალო დონეზე და აგერ, დრო და დრო მაგარ შეხვედრასაც ჩაატარებს, სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი და სამართლიანადაც. ხან ცენტრიდან შემოგვიტია, ხან ფლანგიდან, მისი გამჩერებელი კი არავინ იყო. 

მეორე ტაიმში გამოვიდა ანსუ ფატი, მაგრამ დასამახსოვრებელი ვერაფერი შექმნა. იმის აჩრდილია რაც იყო. ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი. ასე თუ გააგრძელა ფერან ტორესთან მოუწევს კონკურენცია, რომელი უფრო კარგ ადგილს დაიკავებს სათადარიგოთა სკამზე. ისხდნენ ასე სეზონის ბოლომდე. 

შეცვლაზე შემოვიდა პაუ ვიქტორიც. ყველაზე მეტად ოლმომ იაქტიურა შემოსულებიდან, ასეც იყო მოსალოდნელი. თანაც, დე იონგი შეცვალა და ყველაზე მეტი დრო მიიღო. ჰქონდა ერთი-ორი კარგი მომენტი, მაგრამ მისგან მაინც მეტს ველით, ასე მიგვაჩვია. საერთოდ, ამ სანაკრებო პაუზის მერე, უკვე ძირითადში ველით, და თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ დამატებითი კითხვებიც უნდა დაისვას. 

ვისი ფეხია? 

   "ბარსამ" ანგარიში გახსნა, გოლი არ ჩაითვალა, თამაშგარე დაფიქსირდა. ფოტომ აჩვენა რომ ლევანდოვსკი თამაშგარეში არ იყო, გრაფიკული გამოსახულება კი აჩვენებს რომ იყო. რატომ? ფოტოზე მარტივია გარჩევა, ფეხბურთელებს სხვადასხვა ფერის ბუცები აცვიათ, გრაფიკაზე კი ორივეს შავი ბუცი ჩანს და კაციშვილმა ვერ გაიგო ვისი ფეხი ვის ზონაშია. (ან, გაიგეს, მაგრამ მაინც ასე ჩათვალეს). 

მოკლედ - ესპანელი მსაჯები ფორმაში არიან. 

"სოსიედადმა" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. გარდა გატანილი გოლისა კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი ეპიზოდი შექმნეს, "ბარსა" ბეწვზე გადარჩა, საბოლოოდ კი მაინც ვერ გადარჩა და დამარცხდა. ეგ არაფერი. სეზონი გრძელია. ახლა კარგი და დროული პაუზა მოდის. ცოტა ამოსუნთქვაა საჭირო, მერე კი ისევ იმავე ძალითა და ენერგიით შევუტევთ! 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 12 ნოემბერი 2024 20:36
    0
    ვისი ფეხია?
    ეხლა კი გავიგეთ, მაგრამ რაღა დროსია.
    Culé [?]
    #22 11 ნოემბერი 2024 19:13
    1
    ციტატა: iniestar
    წლებია ვერ იტყოდი, იყო დრო დე იონგის გარეშე ბარსელონა ბარსელონას არ ჰგავდა, მაგრამ რაც ახალი "ნაროდი" და შედარებით ძლიერი მოთამაშეები წამოვიდნენ, აი მანდ გახდა დე იონგი ზედმეტი

    არც არაფერი გადამწყვეტი სიტყვა უთქვამს მაგ დეიონგთან ერთად ბარსელონას არცერთ ტურნირზე, რადგან მაქს 4 თამაში აქვს მაღალი დონის ჩანატარები და ერთადერთია კლასიკო კი ბატონო..
    4 თამაში თუ ფეხბურთელის კარიერას წყვეტს, მაშინ ტყვილა გაგვიგდია სონგი, აკო ალკასერი, მემფის დეპაი და სხვა 100 დეპაი დეპაიმდე და მის შემდეგაც. არასდროს ღირდა დეიონგი ის ფასი ბარსელონაში რაც მასში გადავიხადეთ და არასდროს ღირდა მისი დატოვება გუნდში იმ არგაყიდულ ფასად რაც მასში არასდროს ავიღეთ წერტილი
    წევრი [?]
    #21 11 ნოემბერი 2024 17:36
    0
    ისე რამხელა სამუშაოს ასრულებს ფლიკი გამოჩნდა გუშინ. ერთი დღე არ წაუვიდა გეგმა და ფეხბურთელები რას გავდნენ. ბოლო სეზონების გუნდი გეგონებოდA. არადა სულ რო უნეწვრთნელოდ იყოს გუნდი ბურთს რო იჩერებ წვივში არ უნდა მოგხვდეს. ამ ხალხისგან ასეატი მაგარი გუნდის დაყენება წარმოუდგენელია ჩეMთვის, ვუყურებ და არ მჯერა. სამწუხაროდ ლა მასიას გარდა 100 პროცენტით ვერავის ვენდობი. თუნდაც რაფინიას ან კუნდეს. ერთი ესეთი ჩაგდება და დამთავრებულია ლიგის ბედი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #20 11 ნოემბერი 2024 16:27
    1
    სოსიედადი აშკარად უკეთესად მოემზადა, თავს არ ზოგავდნენ და არც ეხსომებათ ასეთი თამაში როდის ქონდათ ბოლოს. ჩვენ კი პირიქით არეულ-დარეული ვიყავით. ყველას ეგონა ალბათ, რომ ადვილად მოვიგებდით. ერთადერთი სახლში ვალენსიას მოუგეს და ალავესთან და ოსასუნასთანაც კი წააგეს. იამალის არ ყოფნამ ყველაფერი არია, პირველ რიგში განლაგება. კუნდეს შექება არ მოუხდა. დე იონგი უეჭველი გასაყიდია, გუნდისთვის ტვირთად იქცა. ამ ყველაფერს დაემატა ის რომ გოლი მოგვპარეს და ამან ფსიქოლოგიურად დადებითად იმოქმედა ბასკებზე ჩვენზე კი პირიქით. მოგვპარეს მინიმუმ 1 ქულა, მე კი მჯერა, რომ 3 ქულა. ლევანას კი 1 გოლი წაართვეს. ყველგან ეს იწერება, თუმცა ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის.
    გულშემატკივარი [?]
    #19 11 ნოემბერი 2024 15:58
    1
    ციტატა: Clever liar
    აშკარად არ ვიყავით გუშინდელი მატჩისთვის მზად. ტაქტიკურად, გუნდურად, ინდივიდუალურად, ყველანაირად ჩავფახდით.. ამ განწყობაზე გუშინ არც იამალი გვიშველიდა და არც თვით იოჰანი.. არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად ეგ დაგვემართა ქართველებს , თავი რომ ტოპ ფორმაში გვეგონა და აგერ ქვაქვაზე არ დატოვებით უნდა გვეცამტვერებინა ერთი მეორეზე მიყოლებით უკრაინა ალბანეთი, ზუსტად იქ გამოგვისვეს ტრაკში.. ხოდა თამაშისადმი აქაც ანალოგიურად იდენტური მიდგომა იყო და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ გუშინ ყველაზე მეტად ვარმა და კუნდემ გამოგვისვეს თორე მკვდარი იყო ის მატჩი 0-0 ან პირიქით, ჩვენი იქეთ მოსაგები ლევანას ლამაზი გოლით..

    დეიონგი კი ტვირთია გუნდისთვის და არა გუშინდღიდან, არამედ ბევრი წელია უკვე ეგ, ძალიან დიდი და უაზრო ტვირთია . მოკლედ რომ ვთქვათ ხარახურააა. სხვას ფლიკი მიხედავს


    წლებია ვერ იტყოდი, იყო დრო დე იონგის გარეშე ბარსელონა ბარსელონას არ ჰგავდა, მაგრამ რაც ახალი "ნაროდი" და შედარებით ძლიერი მოთამაშეები წამოვიდნენ, აი მანდ გახდა დე იონგი ზედმეტი
    Culé [?]
    #18 11 ნოემბერი 2024 15:48
    4
    აშკარად არ ვიყავით გუშინდელი მატჩისთვის მზად. ტაქტიკურად, გუნდურად, ინდივიდუალურად, ყველანაირად ჩავფახდით.. ამ განწყობაზე გუშინ არც იამალი გვიშველიდა და არც თვით იოჰანი.. არც ისე დიდი ხნის წინ, ზუსტად ეგ დაგვემართა ქართველებს , თავი რომ ტოპ ფორმაში გვეგონა და აგერ ქვაქვაზე არ დატოვებით უნდა გვეცამტვერებინა ერთი მეორეზე მიყოლებით უკრაინა ალბანეთი, ზუსტად იქ გამოგვისვეს ტრაკში.. ხოდა თამაშისადმი აქაც ანალოგიურად იდენტური მიდგომა იყო და მეტი არაფერი, უბრალოდ ჩვენ გუშინ ყველაზე მეტად ვარმა და კუნდემ გამოგვისვეს თორე მკვდარი იყო ის მატჩი 0-0 ან პირიქით, ჩვენი იქეთ მოსაგები ლევანას ლამაზი გოლით..

    დეიონგი კი ტვირთია გუნდისთვის და არა გუშინდღიდან, არამედ ბევრი წელია უკვე ეგ, ძალიან დიდი და უაზრო ტვირთია . მოკლედ რომ ვთქვათ ხარახურააა. სხვას ფლიკი მიხედავს
    გულშემატკივარი [?]
    #17 11 ნოემბერი 2024 15:46
    1
    იამალი ყოფილა კაცი პიროვნება ;დ, დე იონგი საერთოდ აღარაა ფორმაში,... ოლმო რომ იყოს ძირითადში დე იონგის მაგივრად უკეთესი იქნებოდა, ექსპერიმენტების ჩატარება დროზე უნდა მოასწორს ჰანსიმ სანამ 1-ზე ვართ, დანარჩენს რავი დრო გვაჩვენებს. სანამ ბარსა სუსტი იყო მაშინ დეიონგი ბევრ რამეს ჰმატებდა გუნდს, მაგრამ ახლა თავად დე იონგია სუსტი. იმასაც ვიტყვი რომ ტრამვიდან დაბრუნებულ მოთამაშეებს(გავის და დე იონგს) ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ამ სეზონში, საუკეთესო სასტარტო ალბათ ჟირონას და ვალალოიდის წინააღმდეგ გვყავდა.
    ახალბედა [?]
    #16 11 ნოემბერი 2024 14:53
    3
    სუბიმენდი >>>>>> #ლე იონგი 👌👌👌👌 გუშინაც დამტკიცდა კიდევ ერთხელ ეგ ყველაფერი 👌👌👌👌❤❤

    ციტატა: rivaldo80
    არასდროს არ დამიწერია და დეიონგი მართლა გაყიდონ უდიდესი როლი ითამაშა გუშინ წაგებაში.ზუბიმენდიმ ანახა კლასი.ასევე ყოვლად უშედეგო ბალდე ამდენჯერ ჩაირბინო და ერთი ნორმალირი პასი ვერ გაკეთო აი არ ვიცი რა.ფატი გინდ გამოსულა გინდა არა ფერმინის მარჯვნივ დაყენებაც უდიდესი სისულელე იყო მოკოლედ ფლიკიანად ჩააგდეს თამაში რა.

    ციტატა: rivaldo80
    არასდროს არ დამიწერია და დეიონგი მართლა გაყიდონ უდიდესი როლი ითამაშა გუშინ წაგებაში.ზუბიმენდიმ ანახა კლასი.ასევე ყოვლად უშედეგო ბალდე ამდენჯერ ჩაირბინო და ერთი ნორმალირი პასი ვერ გაკეთო აი არ ვიცი რა.ფატი გინდ გამოსულა გინდა არა ფერმინის მარჯვნივ დაყენებაც უდიდესი სისულელე იყო მოკოლედ ფლიკიანად ჩააგდეს თამაში რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 11 ნოემბერი 2024 14:31
    3
    არასდროს არ დამიწერია და დეიონგი მართლა გაყიდონ უდიდესი როლი ითამაშა გუშინ წაგებაში.ზუბიმენდიმ ანახა კლასი.ასევე ყოვლად უშედეგო ბალდე ამდენჯერ ჩაირბინო და ერთი ნორმალირი პასი ვერ გაკეთო აი არ ვიცი რა.ფატი გინდ გამოსულა გინდა არა ფერმინის მარჯვნივ დაყენებაც უდიდესი სისულელე იყო მოკოლედ ფლიკიანად ჩააგდეს თამაში რა.
    წევრი [?]
    #14 11 ნოემბერი 2024 14:29
    3
    ციტატა: mascherano-larsson
    მაურინიოს რო ლალიგა აჩუქეს მაგის მერე მე აღარაფერი მიკვირს. გუშინ ჯერ უცბად გაწყვიტეს გამეორება, მერე ცივი გონებით ანიმაცია გააყალბეს და შავზე გვითხრეს თეთრიაო, იციან ვერაფერს შევცვლით და მაგიტო, გავა 2 თვე და აღარავის ემახსოვრება ჩვენ გარდა. ამიტომ სუპერ ლიგის შექმნა აუცილებელია. მერე ვეღარ გაბედავენ ამდენს. სულ ესე არის ესპანეთში სა კიდე ნეგრეირას წამოგაძახებენ, ვინც ფეხბურთთან ახლოსაა იცის რო ადამიანირ ურთიერთობებს აყალიბებენ მსაჯებთან, იმიტო რო ბევრი ბინძური მსაჯია და უბრალოდ რო არ გადაიმტერო ვინმე. 7 მილიონად თუ 17 წელი მსაჯებს ვყიდულობდით მაშინ დემბელე და კოუტინიო რა ჩემ ფეხებად გვინდოდა 250 მილიონად. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს მთელი მსოფლიოს თვალწინ. სუპერ ლიგა რო დაიწყონ თავიდან გაჭორდება მარა ბოლოს ყველა ბარსა რეალისკენ გამოიქცევა, ვინც არა და უყიროს პსჟ სიტის სვარკას

    2017-ში ნაკლები იყო? ზიდანს და რონალდოს რო მიართვეს ლა ლიგა მალაგასთან არ ჩათვლილი გოლი პიკესი ბეტისთან არ ჩათვლილი გასვლაზე ორი გოლი სადაც წავაგეთ ჩემპიონატი ფაქტია სანამ არ ჩაძაღლდება ტებასი და პერესი მანამდე არაფერი ეშველება ესპანეთის ჩემპიონატს
    წევრი [?]
    #13 11 ნოემბერი 2024 13:57
    4
    სპეციალურად არის ეპანეთში დაბალი დონის მსაჯობა. მანიპულაციის საშუალებას იტოვებს მაფია. გუშინ რაც მოხდა მანდ კვალიფიკაცია არაფერ შუაშია, უბრალოდ ესე უნდოდათ და გააკეთეს. ეგეთი რამე გერმანიაში რო მოხდეს ათწლეულების მანძილზე ილაპარაკებენ, ესპანეთში მოსულა იმიტო რო თავს ისლევებენ და თამასა დაწიეს
    Culé [?]
    #12 11 ნოემბერი 2024 13:49
    1
    ოლმოს გასტროენტერიტი ქონდაო ჯერ კიდევ გუშინწინ იწერებოდა, საერთოდ საეჭვო იყო მაგის თამაში, მაგრამ ზამენაზე დასვეს მაინც
    --------------------
    #infinit8iniesta
    ახალბედა [?]
    #11 11 ნოემბერი 2024 13:22
    4
    აუ ფლიკ რას ექსპერიმენტობ დააყენე ეს დედა ####ული პედრი-კასადო-ოლმოს ნახევარდაცვა და მოიგე წყნარად თამაში რა


    ოლმო სკამზე დატოვა დააყენა ეს ჩოილარი დე იონგი და კიდეც წავაგეთ ეგრევე


    რას ექსპერიმენტობ დააყენე ის სამეული ნახევარდაცვის რომელიც იგებს თამაშებს ბლეად რაა 👌👌

    არა საჭირო მომენტში ექსპერიმენტები ხზ
    წევრი [?]
    #10 11 ნოემბერი 2024 13:13
    2
    მაურინიოს რო ლალიგა აჩუქეს მაგის მერე მე აღარაფერი მიკვირს. გუშინ ჯერ უცბად გაწყვიტეს გამეორება, მერე ცივი გონებით ანიმაცია გააყალბეს და შავზე გვითხრეს თეთრიაო, იციან ვერაფერს შევცვლით და მაგიტო, გავა 2 თვე და აღარავის ემახსოვრება ჩვენ გარდა. ამიტომ სუპერ ლიგის შექმნა აუცილებელია. მერე ვეღარ გაბედავენ ამდენს. სულ ესე არის ესპანეთში სა კიდე ნეგრეირას წამოგაძახებენ, ვინც ფეხბურთთან ახლოსაა იცის რო ადამიანირ ურთიერთობებს აყალიბებენ მსაჯებთან, იმიტო რო ბევრი ბინძური მსაჯია და უბრალოდ რო არ გადაიმტერო ვინმე. 7 მილიონად თუ 17 წელი მსაჯებს ვყიდულობდით მაშინ დემბელე და კოუტინიო რა ჩემ ფეხებად გვინდოდა 250 მილიონად. სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს მთელი მსოფლიოს თვალწინ. სუპერ ლიგა რო დაიწყონ თავიდან გაჭორდება მარა ბოლოს ყველა ბარსა რეალისკენ გამოიქცევა, ვინც არა და უყიროს პსჟ სიტის სვარკას
    Culé [?]
    #9 11 ნოემბერი 2024 12:37
    0
    ციტატა: cruyff9
    ვინმეს ჯერა რო ვარმა შეცდომა დაუშვა?)))))შეკვეთილი იყოო და წაგვართვეს გოლი როგორც ხდება,,კაცმა არიცის ეს სამი ქულა შეილება საჩემპიონოც იყო🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ანსუ ფატიზე მინდა ვთქვა ფეხბურთელის ასე რეგრესი არ გამიგია ტიპი იმენა უმუღამო სირბანჯოდ იქცა

    საჩემპიონო არა ის კიდე რეალის დედას არ შევაეჭვე პირში პერესიან ფრანკოიანა ახვარი კლუბი იმდენს წაასხავს რომ ლიგაზეც კი დაენძრევა ისეთი თამაშები აქვთ თუ იმათმა არაჩუქეს გოლები და თამაშები წელს რეალი მასე თუ წავა ჩვენზე წინ
    Culé [?]
    #8 11 ნოემბერი 2024 12:15
    1
    არაფლით არ შეიძლებოდა ამ სურათიდან გამომდინარე რომ ის ლევანდოვდკის ფეხი არის.მაშინ მეტოქეს ქონია ფეხი დაჭირებული ლევანაზა იმ მომენტში. თუ დააკვიდებით ასე ჩანს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 ნოემბერი 2024 12:11
    5
    ოლმო ძირიდადის კაცია და რატო ატრაკებს ფლიკი. პედრი-კასადო-ოლმო იდეალირად დგას ცენტრში. დე იონგს არ გავკარი თუ ვერ თამაშობს დაჯდეს სკამზე. გავი კი ნამდვილად გვჭირდება,იმედია მალე შევა ფორმაში ჩვენი პიტბული. წაგება ცუდი არ არის. დაინახავს ფლიკი რა აკლია გუნდა. ესე სუ მოგებებით თვალებს დავიბრმავებთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #6 11 ნოემბერი 2024 12:00
    0
    გენიოსი ბავშვის გარეშე აშკარად გვიჭირის
    Culé [?]
    #5 11 ნოემბერი 2024 11:24
    5
    ერთი ძალიან დიდი განსხვავებაა ჩვენსა და რეალის ფანებს შორის: მაგათთან თუ რაიმე უსამართლობას აქვს ადგილი თავს წაგაჭამენ იმდენი ხანი შეუძლიათ იხმაურონ ამ უსამართლობის დაჰაიპებით. ბარსას ფანები კი უკვე შეგვაჩვიეს სიმუხთლეებს და ისევ საკუთარს ვლანძღავთ რადგან ვიცით მეტი შეუძლიათ.
    ჰოდა კარგი ანარეკლები ვართ ჩვენი და მათი ბორდების.
    დღეს თუ გახსოვთ ვინმეს წინა წელს დაკარგული 7 ქულა? ხან პენალტები წაგვართვეს, ხან სულელური ოფსაიდები დაგვიდეს, ბოლო კლასიკოში ვასკესზე სად იყო პენალტი, ან იამალის გოლი როგორ არ ჩათვალეს. მოკლედ ყოველწელს მაინცდამაინც ასეთი უცნაურობები ჩვენთან ხდება და ერთი არ მახსენდება იმათთან დაეშვათ. უკვე დიდი ხანია ვფიქრობ რომ გუნდმა უნდა დატოვოს ეს უაზრო ლიგა და მომავალში არ გამიკვირდება რომ ასეც მოხდეს. აი რა აზრი აქვს ამ პირობებში თამაშს?! როცა თუ მოეპრიანებათ დაგიანიაშნავენ ასეთ *ლე მსაჯებს და უკვე ჩასათვლელ გოლებსაც აღარ გითვლიან. გუშინ რაც მოხდა ესაა სირცხვილი, ჯერ ის არ იკმარეს რომ თამაშგარე დადეს, მერე როცა ვარი გვანახეს, კაი მიფოტოშოპებული ფოტო შემოგვაპარეს ჩასაჩუმებლად.
    დღეს ფბ ავსქროლე და ყველგან ამ მომენტის ფოტოებია. კიდევ უფრო კარგად ჩანს რომ ფეხი მიფოტოშოპებულია (ვარის ჩვენებას ვგულისხმობ სადაც შავადაა ორივე) მაშინ როცა ფერად ფოტოზე ფეხების განლაგება და ბუცების მდგომარეობა გაცილებით სხვა და უფრო გასაგებია, იმაზე არაფერს ვიტყვი ამ მცველის ფეხი რომ აერიათ ლევანს ფეხში, პროსტა ეს მიფოტოშოპებაა რაღაცა სხვა ლეველი და სიმართლე გითხრათ აქამდე ყოველთვის ვფიქრობდი რომ ეგეთი რაღაც უეჭველი მოხდებოდა ფეხბურთში, რადგან აბა წარმოიდგინეთ ჯერ გოლს რომ აუქმებენ, ვარს 5 წუთი ჭირდება რეალობის დასადგენად, მერე ვარი ხედავს რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მარა რომ არ გაპაზორდეს იასნია რომ მომენტს ისე შეფუთავს რომ ადამიანს დააჯეროს, აი ამათ კი ძალიან ზედმეტი მოუვიდათ სიჩქარეში და ზედმეტად დიდი თითი მიახატეს ლევანას, რასაც პროსტა რომ შეხედავ ნუ ანომალიურია ადამიანს ეგეთი ტერფი ჰქონდეს, მერე კი ამას რაფინიაც გამოეხმაურა და მაგარი ფოტო გააძრო.
    ფლიკმაც მიაჯვა მსაჯობას და ფოტო გავრცელდა სადაც მსაჯს ეუბნება რომ მაგრად შეცდიო და ეს მსაჯი დასცინის.

    ნუ მოკლედ ამ შემთხვევაში არ მაინტერესებს თამაშის ხარისხი (მაგასაც მივუბრუნდები) და ამ თამაშს წაგებულად არ ვთვლი, აი თავს დავდებ რომ ის გოლი რომ ჩაეთვალათ სცენარის მიხედვით როგორც გვჩვევია, უფრო მოტივირებულები თავზე დავაჯდებოდით და სხვა გუნდებივით გადავუვლიდით, ამ მომენტმა კი ფსიქოლოგიურადაც იქონია ზეგავლენა, ამას ისიც დაემატა რომ ჯარიმებსაც კი არ დებდა ის დეგენერატი, და ბოლოს რომ კუთხური იყო ეგ ცალკე ამბავია.. ვინც სპორტში ვერ ერკვევა ჰგონია რომ ეს სათამაშო მომენტები პროსტა ჩაივლის და თამაშს აგრძელებ მაგრამ რეალურად ძალიან გარტყამს ფსიქოლოგიურად და თუ დააკვირდებით კუნდეს, პედრის, ფერმინს და რაფინიას როგორი ალეწილი სახეებიც ჰქონდათ მიხვდებით რომ იმაზე კარგადაც იმოქმედა ვიდრე რომელიმე მადრიდის ფანი ინატრებდა.
    ჰოდა მარტივად, როგორც კი გავიგე რომ ასეთ რთულ თამაშზე ეს ოსასუნასთან ნამსაჯი კაცი დაგვისვეს, იმ წამსვე მივხვდი რომ ეს თამაში კარგად არ ჩაივლიდა და კი ვხედავთ შედეგებსაც.

    ახლა რაც შეეხება თამაშს:

    პირველი ვინც ყველაზე ცუდი იყო, არის კუნდე, აი იმ დონეზე ცუდი იყო რომ ყველა შეტევა მისი ფლანგიდან მოდიოდა და ბურთების უმეტესობაც მისი ფლანგიდან დაიკარგა. აშკარად დასასმელი იყო მაგრამ ფლიკი რომ შეცვლებში ძლიერი არაა უკვე ვიცით.

    მეორე ყველაზე ცუდი რა თქმა უნდა იყო პედრი, მე საერთოდ ვერ მივხვდი 85 წუთი რანაირად იყო მოედანზე, დეიონგის მსგავსად ეგეც იქვე უნდა მოეხსნა, ამაზე ცუდი თამაში კარიერაში არ ჰქონია, ან რა გადაწყვეტილებებს იღებდა, ან რა ჩაწოდებებს აკეთებდა, 3ჯერ მინიმუმ ისეთი *ლეობა ჩააწოდა რომ ე მანდ იყო პირდაპირ მოსახსნელი, თან გავიც იმ 10 წუთში ისე მაგრად დაბრუნდა, ისე ავიღეთ ცენტრი და ცოტა დავასტაბილურეთ თამაში რომ რავიცი მემგონი ფლიკი ზედმეტებში გადადის უკვე 10 წუთზე მეტს რომ არ აძლევს, რახანია უკვე დაბრუნდა, არადა აგერ არსენალში ოდეგარი ლაზარეთიდან პირდაპირ სასტარტოში მოსვეს. რავიცი..ჩემი აზრით ფლიკის მორიგი შეცდომა გავისთვის ნაკლები დროის მიცემაა.

    მესამე ყველაზე ცუდი იყო დეიონგი. ვერც ცენტრი დაიჭირა, შეტევები ხო შეანელა, ერთი იმ ლევანას გოლის ეპიზოდზე გამოანათა, მარა საერთო ჯამში საზიზღრობა იყო, ან რა პასებს აკეთებდა და ან აიქიუ სად დაკარგა..

    მეოთხე ყველაზე ცუდი იყო რაფინია
    აი 0 სარგებელი იყო მაგისგან, არც გამწვავება გამოსვლია, არც პასებს აკეთებდა სწორ მომენტშჯ, ერთადერთი მთელი თამაში აპრესინგებდა ამ მეკარეს და რა ხეირი?!

    მეხუთე ყველაზე ცუდი იყო ფერმინი
    სად დარბოდა და რას აკეთებდა საერთოდ ვერ გავიგე, მარა მაგისი ბრალი არაა რადგან არასწორ პოზიციაზე ათამაშა ფლიკმა და რა გინდა რომ ქნა? ხალხი თვეობით სწავლობს ერთ პოზიციაზე თამაშს და ეს 2 წამში ვერ შეცვლიდა იამალს. ერთადერთი მეორე ტაიმში რომ ოლმომ გაამწვავა და ამას ცარიელში რომ მიუვიდა, ე მანდ არ უნდა ჩამოეხსნა ყვავები.

    დალშე უკვე სხვები ერთ დონეზე ნეიტრალურები იყვნენ.. ჩემი აზრით ყველაზე კარგი თამაში ბალდეს ჰქონდა, თუ რამეს ვუტევდით ისევ მისი ფლანგიდან გამოდიოდა გინდა ჩაწოდება და გინდა ცენტრიდან შეტევა, თავადაც ბევრჯერ გაამწვავა მარა მაგან თუ ჩაწოდებები არ დახვეწა კაპიკია მაგის ფასი.
    ოლმოც კარგად შემოვიდა როგორც ყოველთვის, ერთ ეპიზოდში 2 კაცში ისე გაიარა რომ ამ და*ლეებულების ფონზე ერთადერთი ნათელი წერტილი ეგ მომენტი იყო მარა რა გინდა, ფერმინმა დაუკრეფავში გაუშვა და მორიგი შანსი გავანიავეთ.
    ნუ ჩემი აზრით სანაკრებოების მერე კასადო-გავი-ოლმოს ტრიო უნდა დადგეს. თვეებია უკვე ამას ვიხვეწები და სისტემაში ყველაზე სწორი ეს 3 მგონია. პედრიც გადაიწვა უკვე და შემოლაწუნება ჭირდება, გავი კი რამდენჯერაც შემოვიდა იმდენჯერ სიხისტე და ცენტრის კონტროლი მოიტანა თამაშში. კასადო საუჯეთესოა და ოლმო უბრალოდ შეუცვლელია 10იანზე. ეს დეიონგი კიდე იმედია ჯერ ბოლომდე აღიდგენს ფორმას და მერე დადგება ხოლმე თორე აშკარად ვერააქ კარგად საქმე და ფლიკმა თუ თავის თავს არ შემოულაწუნა სადღაც დაგვღუპავს. ეს ცვლილებები უნდა დაამუღამოს დალშე კაია.

    მოკლედ გუშინდელი ცუდი თამაში მეტწილად მსაჯობის და უიღბლობის ბრალია. გუნდმაც წაუ*ლევა მარა ხო გეუბნებით მინდორზე ამდენ უსამართლობას რომ აწყდები მერე მენტალურადაც გერხევა, ხოდა მე ამ თამაშს წაგებად არ ვცნობ.
    ხალხი კი ღადაობს კარში დარტყმა არ ქონდათო, გეგონება კუბარსის მაგივრად 1 მეტრიდან მე გავარტყი ძელს, გეგონება ფერმინის დარტყმიდან ასხლეტილი ბურთი მეკარემ გაჭირვებით არ მოიგერია, გეგონება ფერმინმა არ ჩამოხსნა ყვავები, გეგონება კასადოს ან პედრის არ ჰქონდათ იდეალური მომენტები.. უაზრო სტატების რახარუხით დარბიან და გვაბოლებენ თითქოს უმომენტოდ ვიყავით.. არადა ის 1 გოლი რომ ჩაეთვალათ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ სხვებივით არ გავხევდით?
    რას ვიზამთ.. ჩვენ ყველაზე ცუდი დღე გვქონდა, იმათ ყველაზე კარგი, მსაჯიც, მოედანიც და ფორტუნაც მათკენ იყო და რა გასკავირია რომ ვერაფერმა ვერ გვიშველა?! რაიოსთან შევძელით მარა სულ ვერ მოვახერხებთ საკუთარ თავზე გადახტომას, ესაა და ეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ნოემბერი 2024 11:16
    2
    ვინმეს ჯერა რო ვარმა შეცდომა დაუშვა?)))))შეკვეთილი იყოო და წაგვართვეს გოლი როგორც ხდება,,კაცმა არიცის ეს სამი ქულა შეილება საჩემპიონოც იყო🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️ანსუ ფატიზე მინდა ვთქვა ფეხბურთელის ასე რეგრესი არ გამიგია ტიპი იმენა უმუღამო სირბანჯოდ იქცა