ენრიკო კასტრო გონსალესის იდუმალებით მოცული საქმე

ენრიკო კასტრო გონსალესის იდუმალებით მოცული საქმე

სულ მცირე ხნის წინ "ბარსა" 125 წლისა გახდა, ძალიან მდიდარი და საინტერესო ამბებით სავსე ისტორია აქვს ჩვენს კლუბს. კარგიც ყოფილა, ცუდიც და უცნაურიც. გაუგონარიც, არასაფეხბურთოც, ჰოდა, მოდი ერთი ასეთი არასპორტული ამბავი გავიხსენოთ, 1981 წლის "ბარსელონაზე". 

ეს არის ამბავი ენრიკო კასტრო გონსალესზე, შეგვიძლია უბრალოდ "ქუინი" დავარქვათ, როგორც მთელი "კამპ ნოუ" ეძახდა. მოვლენებს კი "ბარსელონას" ყველაზე ცნობილი ვიცე-პრეზიდენტი ჟოან გასპარი, ჩვენი ძმა კარლეს რეშაკი და კლუბის სხვა წევრები მოგვითხრობენ. 

"ქუინის ცოლმა დილის ოთხ საათზე დამირეკა, მითხრა რომ სახლში არ მისულა, არც დკავშირებია და არაფერი ისმის მისგან", - იხსენებს გასპარი. კვირა დღე იყო, 1981 წლის პირველი მარტი. "ბარსამ" "ჰერკულესი" 6:0 დაამარცხა, ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ქუინიმ ორი გოლი შეაგდო. გუნდი ლა ლიგის ჩემპიონებისთვის იბრძოდა, ეს კი დიდი ამბავი იყო, რადგან კლუბს ჩემპიონობა 1973/74 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული, ესე იგი, იოჰან კრუიფის სადებიუტო სეზონის შემდეგ. 

ქალაქი ეიფორიაში იყო, ჩემპიონობის მოახლოვებას გრძნობდნენ, ფეხბურთელებმა რესტორანში წასვლა გადაწყვიტეს კამპ ნოუს მახლობლად, 15 წუთის სავალზე, ყველა ადგილზე იყო, მაგრამ 31 წლის ფეხბურთელი არ გამოჩენილა. "შვიდი თუ რვა კაცი ვიყავით, ქუინი მოვიკითხეთ, ალეჩანკოს გამოვკითხეთ, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი იყო, მაგრამ წარმოდგენა არ ჰქონდა ქუინი სად წავიდა", - იხსენებს კარლეს რეშაკი. 

ბოლოს მისი ხმა ინტერვიუში მოისმინეს, სადაც "ატლეტიკოსთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე საუბრობდა, მადრიდელები "ბასას" ორი ქულით უსწრებდნენ და ამ შეხვედრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ქუინის ცოლი მარი ნიევეში დასვენების დღეებში შვილებთან ერთად ხიხონში მიდიოდა ხოლმე, აეროპორტში ყოველთვის ქმარი ხვდებოდა, მაგრამ ამჯერად არავინ დახვდა, მარიმ სავაადმყოფოებში დარეკა, პოლიციაში, ყველგან სადაც რამის გაგება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ქუინი არსად ჩანდა. 

"არავინ არაფერი იცოდა, კაცი უბრალოდ გაქრა. მის სახლში მივედით დილის ხუთ საათზე, ვფიქრობდით, ვმსჯელობდით სად შეიძლებოდა ყოფილიყო", - იხსენებს გასპარი, რომელმაც კლუბის პრეზიდენტთან, ლუის ნუნიესთან და ალეჩანკოსთან ერთად ქუინის სახლში გაათენა და პოლიციას გამოუძახეს. 

 მომდევნო დღეს ქუინიზე ძებნა გამოაცხადეს. ოფიციალურად. მისი მეუღლის სახლში სამი ადამიანი დარჩა. მარი შეშინებული იყო, პასუხებს კი ვერავინ აძლევდა. ხმები ძალიან სწრაფად გავრცელდა, ეს სიახლე ესპანეთის მთავარ ამბად იქცა, დაიწყო საყოველთაო მსჯელობა და გავრცელდა ჭორები, ამბობდნენ რომ ამ ამბავში, შესაძლოა, ETA-ი ყოფილიყო გარეული, ბასკური დაჯგუფება, რომელთა სინდისზეც უკვე იყო გატაცებები და ტერორისტული აქტები ესპანეთში. 

სულ მალე პირველი ნიშნებიც გამოჩნდა, ქუინის მეუღლემ გამტაცებლებისგან შეტყობინება მიიღო, ბასკები არ ყოფილან, არც კრიმინალური წარსულის მქონე ხალხი, უბრალოდ სამი ადამიანი იყო, რომელთაც ფინანსური პრობლემების გადაწყვეტა საფეხბურთო ვარსკვლავის გატაცებითა და გამოსასყიდის მიღებით გადაწყვიტეს. 

 

"ხმები სწრაფად გავრცელდა, იმ დროს ხალხს ხშირად იტაცებდნენ, მაგრამ ფეხბურთელს არავინ შეხებია, მხოლოდ იოჰან კრუიფის ამბავი იყო იდუმალებით მოცული, მის სახლში შეცვივდნენ და იარაღი დაადეს თავზე, მაგრამ ამის შესახებ კრუიფმა მხოლოდ წლების შემდეგ ისაუბრა, მაშინ კი ხალხისთვის წარმოუდგენელი იყო ფეხბურთის ვარსკვლავს ვინმე შეხებოდა. იყო ასევე 1963 წლის შემთხვევა, როცა ვენესუელელმა რადიკალებმა 1963 წელს ალფრედო დი სტეფანო გიტაცეს", - იხსენებს მიგენ ანხელ მინგელა. 

"თავიდან ხუმრობა გვეგონა, რადგან ვერ წარმოგვედგინა მსგავსი რამ. ქუინი ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მუდმივად ყურადღების ცენტრში. გამტაცებლებმა იცოდნენ, რომ ეს ყველაფერი დიდ ხმაურს გამოიწვევდა", - ამბობს რეშახი. 

ქუინი აეროპორტის გზაზე მანქანის ავზის შესავსებად გაჩერდა, ამ დროს სამი ადამიანი თავს დაესხა და იარაღის მუქარით ფურგონში შეაგდეს. პირი აუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სარაგოსასკენ გასწიეს. შემდეგ კი საგულდაგულოდ შერჩეულ ადგილზე 23 დღით გადამალეს. ქუინი ლა ლიგის ხუთგზის ბომბარდირი იყო. "ბარსაში" უკვე კარიერის მიწურულს გადავიდა და ოთხი სეზონის განმავლობაში 73 გოლი შეაგდო. 

"ქარიზმატული და კარგი ადამიანი იყო, ეს ყველაფერი არ დაუმსახურებია, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადამიანი ხვდება, რომ ცხოვრება უსამართლოა", - ამბობს მინგელა. 

 

მოგვიანებით გაირკვა რომ გამტაცებლებს სულ სხვა გეგმა ჰქონდათ, მსხვერპლი "ბარსას" მთავარი მწვრთნელი, ელენიო ერერა უნდა ყოფილიყო, მაგრამ შეიტყვეს რომ ერერას ვირუსი ჰქონდა, სუსტად იყო, გამტაცებლების მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია რომ მათ შეეშინდათ, ვაიდა ხელში ჩაგვაკვდესო, ჰოდა, გეგმა შეცვალეს და ქუინი გაიტაცეს. 

"პოლიცია საქმეს არავის აკარებდა, მხოლოდ ალეჩანკოს ენდობოდნენ, მასთან საუბრობდნენ დეტალებზე. ერერას მიაჩნდა რომ თამაში უნდა გაგვეგრძელებინა, მიუხედავად ამ ამბისა, ფეხბურთელებს კი მოედანზე გასვლა არ სურდათ, - ამბობს რეშაკი. 

"ბარსამ" შეხვედრის გადადება მოითხოვა "ატლეტიკოსთან", მაგრამ ლა ლიგამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შეხვედრა შედგა და "ატლეტიკომ" 1:0 მოიგო. "ბარსას" გერმანელი ლიდერი ბერნდ შუსტერი იმუქრებოდა არ ვითამაშებო, ასეთ სცენარში კი ნუნიესსა და ერერას ადანაშაულებდა, მიაჩნდა რომ მათ მეტი უნდა გაეკეთებინათ კლუბის ინტერესის დასაცავად. "ბარსამ" ქუინის გარეშე თამაში გააგრძელა, მომდევნო შეხვედრაში ისევ დამარცხდა, მერე 0:0 ითამაშეს. გუნდი მოიშალა. ჩემპიონობაზე ფიქრი წარსულს ჩაბარდა, სეზონი კი მეხუთე ადგილზე დაასრულეს. 

"რა თქმა უნდა, ლა ლიგა ვერ მოვიგეთ. ამ დროს ფეხბურთზე ვერც კი ვფიქრობდით", - იხსენებს რეშაკი. 

ოფიცერი ჟუან მარტინეს რუისი მოგვიანებით აღნიშნავს, რომ გამტაცებლების მიგნება გაჭირდა იმის გამო, რომ ისინი კრიმინალები არ ყოფილან, პოლიცია ძალიან დიდხანს ეძებდა მათ კრიმინალურ სამყაროში, საბოლოოდ კი აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხალხი შერჩათ ხელში. ერთ-ერთი ზარის დროს გამტაცებლებმა მარის უთხრეს რომ ქუინის მადაზე ნერვიულობდნენ, ძალიან ბევრს ჭამს და მისი შენახვის თავი აღარ გვაქვსო. ჰოდა, სენდვიჩებისთვის 100 მილიონი პესეტა (დღევანდელი ექვივალენტით 600'000 ევრო) მოითხოვეს. ჯერ ალეჩანკოს უნდა წაეღო ფული, მაგრამ მისი გადაცემა საფრანგეთის საზღვარზე მოითხოვეს, რაც საქმეს გვარიანად ართულებდა. ამიტომ, ბანკის ანგარიშზე გადარიცხვა გადაწყდა. 

"საქმეს ართულებდა გამტაცებლების დაბნეულობა და სისულელე. წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდნენ, გეგმას არ მიყვებოდნენ, აშკარად გამოუცდელები იყვნენ, ეს ერთი მხრივ კარგი იყო, მეორე მხრივ კი შეუძლებელი გახდა მათი მომდევნო ნაბიჯის გამოცნობა, მერე შიშიც გაგვიჩნდა, ასეთი გამოუცდელი ხალხი პანიკაში ვარდება და მერე ვინ რისი გამკეთებელია არავინ იცის. ნუნიესმა მკითხა შემეძლო თუ არა თანხის შვეიცარიაში გადარიცხვა, მაშინ ლუქსემბურგსა და შვეიცარიაში ბიზნესი მქონდა, ჩემთვის მარტივი იყო ამ ოპერაციის შესრულება", - ამბობს მინგელა. 

თანხა ვიქტორ მიგელ დიას ესტებანის სახელზე გადაირიცხა, რა თქმა უნდა, შვეიცარიული პოლიცია საქმეში ჩაერთო და როგორც კი ამ ფულს მიაკითხეს გამტაცებელი მაშინვე აიყვანეს. როგორც ჩანს, ვერაფრით დაუშვა, რომ შვეიცარიული ბანკი მის სახელს გათქვამდა. ბილეთები ჰქონდა პარიზისკენ ნაყიდი, დაკითხვაზე გამოტყდა რომ ქუინის სარაგოსაში, სარდაფში მალავდნენ. პოლიციამ ქუნი გაათავისუფლა. მას ბოლომდე ეშინოდა რომ გამტაცებლები მოკლავდნენ. სახლში კი ზღვა ხალხი დახვდა, მაგრამ ასეთ დროს ადამიანს უბრალოდ მარტო სურს ყოფნა. 

 

"ფსიქოლოგი დაუნიშნეს, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, მხოლოდ ის შევძელი რომ გადავხვეოდი, მოჭუტული თვალებით გვიყურებდა, სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა, 23 დღის განმავლობაში სრულ სიბნელეში ჰყავდათ დამწყვდეული", - ამბობს რეშაკი. 

უკვე ერთ კვირაში მოედანზე გავიდა. თბილი დახვედრაც მოუწყვეს, საერთოდ, ამის მერე ყველა სტადიონი ტაშით ხვდებოდა. დაბრუნების მერე კიდევ შეძლო გოლების შეგდება და ისევ გახდა ლა ლიგის ბომბარდირი 20 გატანილი გოლით, ასევე, კოპა დელ რეის ორივე ნახევარფინალში შეძლო გატანა და ფინალში თავის აღმზრდელ ხიხონის "სპორტინგსაც" გაუტანა. ესე იგი, ფსიქოლოგს მაგრად უმუშავია. 

"ყველა მოედანზე სადაც მის გვარს გამოაცხადებდნენ ხალხი ხუთი წუთის განმავლობაში ტაშს უკრავდა, ასეთი ტრავმის მერე დაბრუნება და ჩვეულ დონეზე თამაში დიდ პატივისცემას იმსახურებს", - ამბობს როხო. 

გამტაცებლებს ათწლიანი ციხე მიუსაჯეს. 

"უბრალოდ ხალხი იყო, დიდი შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი ხალხი. სენდვიჩებს მაჭმევდნენ ხოლმე, სხვა არაფერი ჰქონდათ", - თქვა ქუინიმ გათავისუფლების შემდეგ. 

"ცუდად ვეხუმრებოდით ხოლმე, ხანდახან შეკრებებზე კარადაში ვემალებოდით და ვაშინებდით, ბევრს იცინოდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ საშინელი ხუმრობაა", - იხსენებს როხო. 

ქუინიმ "ბარსელონაში" კიდევ სამი სეზონი გაატარა, 141 შეხვედრაში 73 გოლი შეაგდო. მერე კი "სპორტინგში" დაბრუნდა. ქუინი 2018 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, 68 წლის ასაკში. "კამპ ნოუს" მას ემოციურად გამოემშვიდობა, წარწერით - "ყოველთვის გვემახსოვრები". 

 

"ამ ამბავმა მასზე ძალიან იმოქმედა, სარდაფში ძალიან დიდ დროს ატარებდა, ამაზე საუბარი არ უყვარდა. ეს ტრავმა ბოლომდე გაჰყვა. ერთხელ მითხრა რომ საჭმლის ნაწილებს ინახავდა, იმ შემთხვევისთვის თუ გამტაცებლებს დახოცავდნენ და ვერავინ შეძლებდა მის პოვნას, შიმშილით რომ არ მომკვდარიყო".

ეს ყველაზე დაუჯერებელი ამბავია "ბარსას" ისტორიაში, - ამბობს რეშაკი. 


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 11 დეკემბერი 2024 16:13
    0
    საინტერესო ისტორიაა, ადრეც ეწერა აქ ოღონდ უფრო მოკლედ, ალბათ იმიტომ რო ეხლა საწერი შემოელიათ.
    Culé [?]
    #24 7 დეკემბერი 2024 12:21
    0
    კარგია, კარგი...
    მორიგმა გალაქტიკომ ვერ იმუშავა ისე როგორც პერესს უნდოდა;
    ვერც მბაპემ გაიხარა, როგორც ნეიმარს მოექცა ისე მოუბრუნდა;
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 6 დეკემბერი 2024 20:45
    0
    ციტატა: Neymar
    ციტატა: Levani
    ციტატა: Neymar
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა

    Ევროპა ლიგაზე არავინ არ გადადის ახალი ფორმატით

    Ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებეს მბაპე აშკარად სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სანამ გადავიდოდა რეალში, ვინისიუსის ჩრდილში რო მოექცეოდა მაგას ვერ წარმოიდგენდა. Მის ადგილას ზაფხულში უეჭველი გადავიდოდი სხვა გუნდში სადაც თავისთვის სწორ პოზიციაზე ითამაშებს და სადაც გუნდი მის გარშემო აეწყობა


    ეგ ვინ თქვა😄

    1. 1-8 ადგილები – პირდაპირ გადადიან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.


    2. 9-16 ადგილები – თამაშობენ პლეი-ოფის ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.


    3. 17-24 ადგილები – გადადიან ევროპა ლიგის პლეი-ოფში.


    4. 25-ე ადგილი და ქვემოთ – ტურნირს ტოვებენ.

    ფლეშსქორის ცხრილი გახსენი და ყველაფერს მიხვდები ფერების მიხედვით.
    1-8 პირდაპირ გადადის 1/8 ფინალში
    9-24 პლეიოფით
    25-36 სახლში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 6 დეკემბერი 2024 08:17
    0
    კაია რეალის წაგება, კიდე დაკარგავენ ქულებს იმედია და ჩვენ მაქსიმალურად წინ გავალთ.
    ფანი [?]
    #21 5 დეკემბერი 2024 16:29
    0
    Fichajes-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ" 2025 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი ტრანსფერი უკვე დახურა.

    წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფრები" ლევერკუზენის "ბაიერის" ცენტრალურ მცველს, ჯონათან ტას დაიმატებენ. ტას "ფარმაცევტებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამიტომ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

    28 წლის უკანახაზელს "ბლაუგრანას" თავკაცი, ჰანსი ფლიკი თავისი დაცვითი სისტემისთვის იდეალურად მიიჩნევს. სწორედ გერმანელი სპეციალისტი ითხოვდა ტას გაფორმებას ძალიან აქტიურად.

    ჯონათანით მიუნხენის "ბაიერნიცაა" დაინტერესებული, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბრძოლას "ბარსა" მოიგებს.

    მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 21 მატჩში ტამ 1 გოლი მიითვალა.
    გულშემატკივარი [?]
    #20 5 დეკემბერი 2024 15:32
    0
    ციტატა: Neymar
    ციტატა: Levani
    ციტატა: Neymar
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა

    Ევროპა ლიგაზე არავინ არ გადადის ახალი ფორმატით

    Ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებეს მბაპე აშკარად სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სანამ გადავიდოდა რეალში, ვინისიუსის ჩრდილში რო მოექცეოდა მაგას ვერ წარმოიდგენდა. Მის ადგილას ზაფხულში უეჭველი გადავიდოდი სხვა გუნდში სადაც თავისთვის სწორ პოზიციაზე ითამაშებს და სადაც გუნდი მის გარშემო აეწყობა


    ეგ ვინ თქვა😄

    1. 1-8 ადგილები – პირდაპირ გადადიან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.


    2. 9-16 ადგილები – თამაშობენ პლეი-ოფის ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.


    3. 17-24 ადგილები – გადადიან ევროპა ლიგის პლეი-ოფში.


    4. 25-ე ადგილი და ქვემოთ – ტურნირს ტოვებენ.

    Მასეა ვერც ლიგიდან ვეღარ გადახვალ ეუროპალიგაზე და ვერც ეუროპალიგიდან კონფერენცლიგაზე
    ფანი [?]
    #19 5 დეკემბერი 2024 12:35
    2
    ციტატა: Neymar
    ციტატა: Levani
    ციტატა: Neymar
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა

    Ევროპა ლიგაზე არავინ არ გადადის ახალი ფორმატით

    Ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებეს მბაპე აშკარად სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სანამ გადავიდოდა რეალში, ვინისიუსის ჩრდილში რო მოექცეოდა მაგას ვერ წარმოიდგენდა. Მის ადგილას ზაფხულში უეჭველი გადავიდოდი სხვა გუნდში სადაც თავისთვის სწორ პოზიციაზე ითამაშებს და სადაც გუნდი მის გარშემო აეწყობა


    ეგ ვინ თქვა😄

    1. 1-8 ადგილები – პირდაპირ გადადიან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.


    2. 9-16 ადგილები – თამაშობენ პლეი-ოფის ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.


    3. 17-24 ადგილები – გადადიან ევროპა ლიგის პლეი-ოფში.


    4. 25-ე ადგილი და ქვემოთ – ტურნირს ტოვებენ.

    არასწორი ინფო გაქ. 9-24 ჩათვლით პლეიოფს თამაშობენ. 1-8 გადის პლეიფის გარეშე
    ახალბედა [?]
    #18 5 დეკემბერი 2024 12:34
    1
    ჩემი აზრით ფსიქოლოგიურად აქვს მაგარი დანძრეული ტრანსიტყ###ანიას 👌👌

    ეგონა რომ მივალ გუბდში მთავარი ვიქნებიო და ვინისიუსი დახვდა მთავარ ლიდერად 😁👌👌
    გულშემატკივარი [?]
    #17 5 დეკემბერი 2024 12:30
    0
    ხო რეალია და გვკიდია მარა მბაპეს ასეთი ჩავარდნა არ მომწონს და მინდა რო მოიხოდოს
    ფანი [?]
    #16 5 დეკემბერი 2024 11:53
    2
    Neymar, ფლეოფში გადის 9 დან 24 ადგილამდე, ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან ვეღარავინ გადადის
    წევრი [?]
    #15 5 დეკემბერი 2024 11:39
    0
    რა ჭირს მბაპეს მართლა გაურკვეველია და თვითონაც ალბათ ფიქრობს დავრჩენილიყავი პსჟ-შიო ან ბარსელონაში მაინც წავსულიყავიო ტყუილად იფუჭებს თავს აზრი არააქ როცა რეალში ვინისიუსი და ბელინგემია
    ფანი [?]
    #14 5 დეკემბერი 2024 10:51
    0
    ციტატა: Levani
    ციტატა: Neymar
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა

    Ევროპა ლიგაზე არავინ არ გადადის ახალი ფორმატით

    Ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებეს მბაპე აშკარად სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სანამ გადავიდოდა რეალში, ვინისიუსის ჩრდილში რო მოექცეოდა მაგას ვერ წარმოიდგენდა. Მის ადგილას ზაფხულში უეჭველი გადავიდოდი სხვა გუნდში სადაც თავისთვის სწორ პოზიციაზე ითამაშებს და სადაც გუნდი მის გარშემო აეწყობა


    ეგ ვინ თქვა😄

    1. 1-8 ადგილები – პირდაპირ გადადიან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში.


    2. 9-16 ადგილები – თამაშობენ პლეი-ოფის ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გასასვლელად.


    3. 17-24 ადგილები – გადადიან ევროპა ლიგის პლეი-ოფში.


    4. 25-ე ადგილი და ქვემოთ – ტურნირს ტოვებენ.
    ახალბედა [?]
    #13 5 დეკემბერი 2024 10:46
    1
    გუშინ გამოჩნდა რომ ლივერპულიც არ არის იდეალური გუნდი და საკმაოდ ბევრი მინუსი აქვს ლივერპულსაც ❤❤
    კონატე ჰომ დაემტვრათ, ალისონიც დამტვრეულია და რაც არ უნდა ვაქოთ ეს კელეჰერი კარგი თამაშების გამო, მაინც მეორე არის და მაინც კაი დაყ###ლევებული არის ეგეც, რობერტსონი მაგარი დაყ##ლევებულია, არნოლდიც კაი დაყ##ლევებულია და დაცვაში ბოლო ხანებში იშე დირკა გახდა არნოლდიც რომ მაგის თამაშში რა მოსოწნთ ვერ ვხვდები, ეს სობოსლაი კაი ყ###ლე არის. რაც გადავიდა ლივერპულშიც ჩამოკრუკი დადის ნოედანზე და სობოსლაისაც კარგი გინება ხვდება ფანებისგან, დარვინ ნუნიესზე საერთოდ საუბარიც აღარ მაქვს. 😂😂😂😂 აი დარვინ ნუნიესი თეთრი დემბელეა.ძაან დაყლ##ევებულია ტიპი. აი ძაან გამირჩეულად ყლ###ეა ნუნიესი. მახსოვს ამ საიტზე ერთი ორს როფორ უნდოდა დარვინ ნუნიესის ბარსაში გადმოსვლა. უიმეე ღმერთმა დაგვიფაროს ერთი ეგეთი დემბელე მოვიშორეთ და მეორე ეგეთი აღარ გვინდა. ნუნიესი საერთიდ ძაან ყ##ლეა. 😂😂😂😂😂😂👌👌
    მოკლედ გუშინდელ თამაშშიც გამიჩნდა რომ არაა ეს ლუვერპული იდეალური გუნდი და ძალიან ბევრი პრობლემებიბაქვთ. ჯერ მარტო კონატეს და ალისონის ტრამვები რად ღირს. ❤❤❤❤❤❤👌👌👌👌
    გულშემატკივარი [?]
    #12 5 დეკემბერი 2024 09:35
    0
    ციტატა: Neymar
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა

    Ევროპა ლიგაზე არავინ არ გადადის ახალი ფორმატით

    Ფსიქოლოგიურ წნეხს ვერ უძლებეს მბაპე აშკარად სულ სხვა წარმოდგენა ჰქონდა სანამ გადავიდოდა რეალში, ვინისიუსის ჩრდილში რო მოექცეოდა მაგას ვერ წარმოიდგენდა. Მის ადგილას ზაფხულში უეჭველი გადავიდოდი სხვა გუნდში სადაც თავისთვის სწორ პოზიციაზე ითამაშებს და სადაც გუნდი მის გარშემო აეწყობა
    ფანი [?]
    #11 5 დეკემბერი 2024 08:53
    0
    ბარემ 1 წაგებაც ჩემპიონთა ლიგაზა და ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ ჩვენი ბულკები 😙 ვალოს საღოლ იმენა გვიჯიგრა ახლა
    წევრი [?]
    #10 5 დეკემბერი 2024 04:38
    0
    ვალიკომ ადრე ინიგო როგორ ვერ მოიყვანა? ეგ რომ დაცვაში გვყოლოდა
    Culé [?]
    #9 5 დეკემბერი 2024 03:32
    1
    ვალვერდე სულ გვჯიგრობს🤔🤣🤣 არამოასუნთქეს ბალერინები წაგებას წაგებას მიაყოლებ იმედია ჟირონა დაუმატებს იმიტომ რომ მერე ატალანტაა და ეგ უფრო აწყობთ თორე ლიგაზე დაენძრევათ😅😅🤔
    Culé [?]
    #8 5 დეკემბერი 2024 02:31
    2
    ვალიკომ გაიხსენა ძველი დრო და აატირაა მადრიდელი გოგოები 😂😂
    ფანი [?]
    #7 5 დეკემბერი 2024 02:04
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: araujo4
    რავი ძმაო ერთი მეტრა არ დაუთმიათ ტიპებს, ცხოველებივით დარბოდნენ საღოლ. რეალი ძაან სუსტია ვინისიუსის გარეშე.

    ეგრე უნდა ეთამაშო და არა დაცავში ჩადგომით როცა დააპრესინგებ და არ ამოასუნთქებ ვერ გაგიტანენ ბოლო წუთზე რატო ხდება ეგრე იცი? 80 წუთი რომ დაცვაში ზიან და მერე 10 წუთი ყველა ზევით რომ ამოდის როცაოწინააღმდეგის 9 ფეხბურთელი 80%ით დაღილია რეალის 8 ფეხბურთელი მხოლოდ 50%ით დორტმუნდმა ეგ შეცდომა დაუშვა და შტუდგარდმაც თორე დამთავრებული იქნებიდა რეალის საქმე იმ 2იდან ერთი რომ წაეგო

    საზიზღარი გუნდია, პირველივე წუთებიდან დაცვაში იდგა. მესმის სან მამესია, ბილბაოა მარა
    მადრის რეალი ხარ შეჩემისა ცოტა შეუტიე. ეს რა მარაზმი მწვრნთელია
    მეზიზღება ეგ იღბალმოტ..ლიი მაგას როგორ უნდა ქონდეს მაგდენი ლიგა გავარდნა წარბი
    ფანი [?]
    #6 5 დეკემბერი 2024 02:03
    0
    მადლობა ბილბაოს ჩვენი ადგილი დავიბრუნეთ :) მაგრამ მბაპეს რა სჭირს მართლა ვერ ვხსნი … ეს ფსიქოლოგია აღარაა ისე იქცევა თითქოს პირველად არის მოედანზე