აგენტი: "ტიაგო სილვასთვის ''ბარსას'' შემოთავაზება მისაღებია''
ტიაგო სილვას აგენტი ''ბარსას'' წინადადებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფეხბურთელისთვის მისაღებია ამგვარი წინადადება.
''ბარსას'' გასულ წელს უნდოდა ტიაგოს გადაბირება, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა. ეს ფეხბურთელი დაცვაში დიდი ძალაა და არცერთი კლუბი არ იტყოდა უარს ტიაგოზე. პირდაპირ გეტყვთ, რომ ტიაგოსთვის ''ბარსას'' წინადადება მისაღებია, მაგრამ ყველაფერს მაინც ხელმძღვანელობა და თვითონ ფეხბურთელი გადაწყვიტავს. ტიაგო სილვა ბედნიერია, რომ ''მილანის'' ღირსებას იცავს. მას აქ სათამაშოდ ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. ფეხბურთელმა ახლახან მოაწერა კონტრაქტი იტალიურ კლუბთან, სადაც ის 2016 წლამდე დარჩება. ვნახოდ ყველაფერი კლუბის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული.''
შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა ''მილანში'' ''ფლუმინენსედან'' მოხვდა. ''მილანის'' რიგებში მან უკვე 85 მატჩი ჩაატარა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]