დონ ანდრეს ლამანჩელი (ნაწილი III)
ინიესტა იხსენებს საკუთარ გოლს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში:
"ვიცოდი, რომ მსოფლიო თასზე ნაკრებთან ერთად წავიდოდი, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ეს უნდა მომხდარიყო ან ახლა, ან არასდროს! ამ ყველაფერს მე ჩვენი მწვრთნელის დონიდან, ჩვენი ფეხბურთელების მომზადებიდან, ჩვენი უდიდესი სურვილიდან გამომდინარე ვფიქრობდი. ინდივიდუალური დონე, გუნდურ დონეში გადაიზარდა. საშინლად ჩავატარე სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის წინ და მივხვდი, ერთადერთი გზა იმისა რომ საკუთარი თავის რწმენა დამებრუნებინა სწორედ ეს ტურნირი იყო. როგორც იქნა კვლავ ვიგრძენი თავი ფეხბურთელად, ვიგრძენი თავი ბედნიერად. მუნდიალმა გამათავისუფლა ყოველგვარი ცუდი აზრებისგან. ძალიან ბევრი ვიტანჯე და დავიმსახურე ის სიხარული და ბედნიერება, რომელიც ფინალში განვიცადე. ფინალში გატანილმა გოლმა საკუთარი თავის რწმენა და თამაშის გაგრძელების სურვილი დამიბრუნა".
ანდრეს ინიესტა დღეს ეროვნული გმირია. იგი "ბარსელონას" შეუცვლელ ლიდერად, ესპანეთის დიდებად და სიამაყედ ითვლება.
"ვერაფრით ვეჩვევი იმ ფაქტს, რომ როცა მწვრთნელი მცვლის, მოწინააღმდეგის გულშემატკივრები ფეხზე დგებიან და ტაშით მაცილებენ. მაშინაც კი, როცა მათი საყვარელი გუნდი ჩვენთან მარცხდება. ხანდახან ვხვდები, რომ ფეხბურთის შედეგზე მაღლა სხვა გრძნობები და ემოციები დგას".
"ვგრძნობ თუ არა თავს უნივერსალურ მოთამაშედ? მე ფუენტეალბილედან ვარ, დავიბადე ალბასეტეში, თუმცა თავს კატალონიელად ვთვლი. აქ უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე მშობლიურ კუთხეში. აქ ისე ვარ, როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე, ადამიანად და ფეხბურთელად კატალონიაში ვიქეცი. ამ ხალხმა მომცა ყველაფერი რაც მაქვს".
"მე ხშირად მეკითხებიან: ესპანეთი, როგორც ქყვეანა და როგორც საფეხბურთო ნაკრები სხვადასხვა რამაა? ეს რთული შეკითხვაა, ყველას აქვს საკუთარი აზრი და ემოციები, თუმცა ყოველთვის ისე უნდა გამოვხატოთ ეს, რომ სხვებს პატივი ვცეთ".
ბავშვის სახელი, რომელმაც "ბარსელონაში" ოცნება აიხდინა, ფუენტეალბილეში ქუჩას ჰქვია. ინიესტა იმ 140 ჰექტარზე გაშლილი ვენახების პატრონია, რომელიც მისი ოჯახის სიამაყეა. სექტემბრის პირველ კვირაში, ოჯახი რთველში ერთვება, ყველა დარწმუნებული რომ კარგი მოსვალი ექნებათ. ყურძენს კარგი მოვლა და ყურადღება სჭირდება, ანდრესზე ყურადღებიანი ადამიანის ნახვა კი ძალიან ძნელია.
ინიესტა იმდენად ცხოვრობს ფეხბურთით, რომ მატჩის ჩანაწერებს მის დამთავრებისთანავე უყურებს. ახლა მას ოჯახში არამარტო საყვარელი მეუღლე ანა, არამედ პატარა გოგონა ვალერიაც ჰყავს. ანდრესი თავის საყვარელ ქალთან შეხვედრას იხსენებს:
"ჩვენ ბედისწერამ შეგვახვედრა, ეს უტყუარია! 2007 წელს, წმ ხუანის დღესასწაულზე სურვილიც კი არ მქონდა სახლიდან გავსულიყავი. სეზონი ახალი დამთავრებულიყო, საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი და სახლში ვაპირებდი დარჩენას, თუმცა მეგობარმა დამარწმუნა მასთან წავსულიყავი ცოტა ხნით. იქ გავიცანი ანა. მან ცხოვრების ხალისი დამიბრუნა, იგი იდეალურია. მან იმდენი რამ მაჩუქა ცხოვრებაში, რომ მე მისთვის ამის ნახევარის მიცემაც არ შემიძლია. ხანდახან ადამიანები ცდებიან, თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ ანასთან დაკავშირებით ეს არ მომსვლია".
ინიესტა კვლავ "სან–ხუსტის" რაიონში ცხოვრობს, ბარსელონას მუშათა კვარტალში. მას შეეძლო ეყიდა ზღაპრული ვილა ზღვის ნაპირას, ან უფრო ლამაზ ადგილას თუმცა ანდრესმა ეს არ გააკეთა. ახლა როცა მას ჰყავს საკუთარი ოჯახი, უფრო ხშირად ფიქრობს სხვაგან გადასვლაზე, თუმცა მშობლებისგან ძალიან შორს წასვლა მაინც არ უნდა.
"ძალიან ხშირად მიჩნდება სურვილი უბრალოდ დავჯდე და ფილმებს ვუყურო. საყვარელი მსახიობი? რასელ ქროუ და დენზელ ვაშინგტონი"
"საუკეთესოა თუა არა მესი? დიახ, ის საუეკეთესოა. კლუბს სჭირდება იგი და მასაც სჭირდება კლუბი. ჩვენ გაგვიმართლა, რომ გვყავს პეპ გვარდიოლა. მან ყველაფერი იცის ჩვენზე. მისი როლი გადამწყვეტია ჩვენს ყველა გამარჯვებაში. კლუბი მასთან ერთად იმარჯვებდა, იმარჯვებს და მომავალშიც გაიმარჯვებს. უზომოდ მომწონდა მისი სათამაშო სტილი, ახლა კი ასე მისი სამწვრთნელო მუშაობა მომწონს. ის მხიარული და მშვიდია. ის ჩვენი იმედია, ჩვენი სიამაყე!"
ანდრესის სახლში ინახება ბუცები, რომელიც მას მამამ უყიდა 3 თვიანი ეკონომიის შემდეგ. " როდესაც მათ ვუყურებ მთელი ჩემი ცხოვრება მახსენდება, მახსენდება ვინ ვარ და საიდან მოვედი".
და თუ გაუმართლებს,მშობლებთან მისულს დახვდება: შემწვარი წიწილა კარტოფილთან ერთად, საყვარელი დედის რეცეპტით მომზადებული, მაგიდასთან კი იქნებიან: მისი მშობლები, საკუთარი და, საყვარელი ქალი ანა და მათი საერთო სიხარული–პატარა ვალერია.
და სწორედ მაშინ, ანდრეს ინიესტა კვლავ იგრძნობს, რომ მისი ყველა ოცნება რეალობად იქცა....
დასასრული...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]