რა ღირს ლეო მესი?
ლიონელ ანდრეს მესი "ბარსელონას" თავდამსხმელია და კლუბთან ერთად უამრავი წარმატებისთვის აქვს მიღწეული. გარდა იმისა, რომ იგი ბოლო ორი წლის განმავლობაში არავის უთმობს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას და ამასთან სულ რამდენიმე კვირის წინ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, ლეოს უამრავი პირადი თუ საკლუბო ტიტული აქვს მოპოვებული.
24 წლის ასაკში მოპოვებული ჯილდოების ნუსხა ასეთია:
გუნდური მიღწევები
ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონი – 2004/05, 2005/06, 2008/09, 2009/10, 2010/11
ესპანეთის თასი – 2008/09
ესპანეთის სუპერთასი – 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010-11, 2011-12
ჩემპიონთა ლიგა – 2005/06, 2008/09, 2010-11
ევროპის სუპერთასი – 2009/10
მსოფლიო ჩემპიონატი – 2009/10
არნგეტინის ნაკრები
ოლიმპიური ჩემპიონი – 2008
20 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი – 2005
ინდივიდუალური მიღწევები
ალფრედო დი სტეფანოს ჯილდო (ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი) – 2008/09, 2009/10, 2010/11;
ოქროს ბუცის მგლობელი - 2009/10;
FIFA-ს "ოქროს ბურთის" მფლობელი - 2010;
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი FIFA-ს ვერსიით – 2009;
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი France Football-ის ვერსიით – 2009;
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით - 2009;
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ბომარდირი – 2005;
მსოფლიოს 20 წლამდელთა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2005;
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი – 2009;
Onze d’Or – 2009;
ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007;
კოპა ამერიკის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2007;
არგენტინის წლის ფეხბურთელი – 2005, 2007;
FIFPro-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008-09;
FIFPro–ს ვერსით წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – 2005/06, 2006/07, 2007/08;
World Soccer–ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთლი – 2005/06, 2006/07, 2007/08;
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი ფეხბურთელი – 2008/09;
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესი თავდამსხმელი – 2008/09;
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09;
ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ლათინო–ამერიკელი ფეხბურთელი – 2006/07, 2008/09;
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი – 2008/09; 2009/10; 2010/11;
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი – 2008/09;
უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი – 2008/09.
უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი - 2010/11.
ლეო მესის უკვე დიდი ხანია, რაც დიეგო არმანდო მარადონას ადარებენ. ეს უკანასკნელიც კი ამბობს, რომ, თუ ლეომ ასე გააგრძელა, მარადონას სახელს დაჩრდილავს.
"რწყილი", როგორც მას თავისი თანაგუნდელები უწოდებენ, "ბარსელონას" ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. კონტრაქტის მიხედვით მისი გამოსასყიდი თანხა 250 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობაში ეს თანხა გაცილებით უფრო დიდია.
მესის არაერთხელ განუცხადებია, რომ "ბარსელონას" არასოდეს დატოვებს. ამ კლუბმა მას მთელი ცხოვრების ოცნება აუსრულა და მაშინ, როცა ლეოსთვის, თავისი სიმაღლიდან გამომდინარე არცერთ კლუბში ადგილი არ მოიძებნა, სწორედ კატალონიურმა გრანდმა გაუწოდა მას დახმარების ხელი. პატარა ბიჭს, რომელსაც ზრდის ჰორმონების ნაკლებობა ჰქონდა, "ბარსელონამ" მკურნალობის ხარჯები დაუფინანსა, თავის საფეხბურთო აკადემიაში ჩარიცხა და ახლა... ახლა უბრალოდ შედეგს იმკის!
ალბათ მსოფლიოში არ არსებობს კლუბი, რომელიც მესის ხილვას არ ისურვებდა საკუთარ რიგებში, თუმცა ყველა მათგანმა იცის, რომ მათი ოცნება ყოველთვის ოცნებად დარჩება. პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად ფეხბურთელი კატეგორიულად წინააღმდეგია კლუბის დატოვებისა და მეორე იმიტომ, რომ არავინ იცის, რა არის მესის რეალური ფასი. ლეო ალბათ შეუფასებელია...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]