გვარდიოლა კავანიზე ფიქრობს
პეპ გვარდიოლას შეუმჩნევლად არ დარჩენია ევროპის ამომავალი ვარსკვლავი, კავანი. ის მართლაც ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია.
კავანი იტალიაში და მის გუნდშიც, ''ნაპოლში'' ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. როგორც იცით ის ურუგვაელია. მისმა კარგმა თამაშმა ყველა აღაფრთოვანა და თვით პეპიც გაოცებულია მისი თამაშით. ურუგვაელით ბევრი კლუბია დაინტერესებული. ასევე, ამ ზაფხულს გავრცელდა ესეთი ინფორმაცია, რომ ვითომ და კავანი უკვე ტოვებდა ''ნაპოლს'', მაგრამ ეს სიცრუე აღმოჩნდა. ის კვლავ იტალიაშია და ''ნაპოლის'' ღირსებას იცავს.
''ნაპოლის'' თავკაცის განცხადება: ''კავანი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის გუნდშიც კარგად თამაშობს. მე მასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მინდა ჩემი აზრი ვთქვა მასზე. მე პირდაპირ გეტყვით, რომ ის ''ნაპოლის'' ფეხბურთელი არ არის. იგი უფრო სხვა გუნდში უნდა თამაშობდეს, მაგალითად ისეთ კლუბში, როგორიც ''ბარსაა''. მე ვიმედოვნებ, რომ ფეხბურთელი კარგად დაფიქრდება და სწორედ წარმართავს მის კარიერას. მე მისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. არცერთი გუნდის მწვრთნელი არ იტყვის მასზე უარს. კავანის სახით თავდასხმაში გუნდს დიდი ძალა ეყოლება.'' - განაცხადა გუნდის თავკაცმა, რობერტო დონადონიმ.
იგი სიმაღლეში 188 სმ-ა. მეორე სართულზე ჩინებულად თამაშობს. ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. გუნდის ხელმძღვანელები კავანიზე სერიოზულად არ ფიქრობენ. ყველაფერს მაინც დრო გვიჩვენებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]