"ვალენსია"–"ბარსელონა". მწვრთნელები მატჩის შემდეგ

"ვალენსია"–"ბარსელონა". მწვრთნელები მატჩის შემდეგ

 

"ვალენსიას" და "ბარსელონას" მწვრთნელებმა გუშინდელი დიდი დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს და ისაუბრეს უშუალოდ თამაშის მიმდინარეობის შესახებ.

 

ხოსეპ გვარდიოლა: "ჩვენ გვქონდა თამაშის მოგების შანსი, თუმცა პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით და მომავალში ასეთი რამ აღარ უნდა გავიმეოროთ. პირველი ნახევარი ოთხი მცველით დავიწყეთ, რადგან ვიცოდით, რომ მეტოქე შემოგვიტევდა და ეცდებოდა გოლის გატანას. მეორე 45 წუთში კი მხოლოდ სამი ფეხბურთელი იდგა უკან. ამით დავამტკიცეთ ჩვენი სულისკვეთება და ბოლომდე ბრძოლის სურვილი. "ვალენსია" მთელი შეხვედრის მანძილზე აქტიურად გამოიყურებოდა და ცდილობდა გაეკონტროლებინა ბურთი, მაგრამ ბოლოს "ბარსამ" ჩვეული თამაში დაიწყო და მოვახერხეთ კიდეც მატჩში გარდატეხის შეტანა. ცვლილებებმა ნამდვილად გაამართლა. დავიდ ვილამ, მოედანზე შესვლისთანავე გააძლიერა შეტევა და მოგვცა ახალი იმპულსი. დღეს ფაბრეგასი გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ ტრანსფერმა 100%–ით გაამართლა. ის და მესი შესანიშნავად ეწყობიან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად ძლიერად უტევენ მეტოქეს."

 

უნაი ემერი: "პირველ ტაიმში ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ და უკვე თავს ისე ვგრძნობდით, თითქოს მატჩი მოგებული გვქონდა. ძალიან ახლოს ვიყავით დაგვემარცხებინა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი, მაგრამ არ გაგვიმართლა. მთავარია, "ვალენსიამ" თავისი თამაში აჩვენა იმის მიუხედავად, რომ ვერ მოვიგეთ. ბოლოს და ბოლოს "ბარსელონას" გაუწიო ასეთი წინააღმდეგობა, ადვილი ნამდვილად არ არის. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ."

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.