როსელი: "უკვე აღარ ვიცი როგორ აღვწერო მესი"

როსელი: "უკვე აღარ ვიცი როგორ აღვწერო მესი"

კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მეხუთე ტურის შეხვედრის შემდეგ, სადაც მისმა კლუბმა "ატლეტიკო" მიიღო (5:0), ისაუბრა არგენტინელ ფეხბურთელ, ლიონელ მესიზე.

 

შეგახსენებთ, რომ მესიმ ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი და შეასრულა ჰეთ-თრიკი; ისეთი ჰეთ-თრიკი, რომელზეც ყველა ფეხბურთელი იოცნებებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია პირველი გოლი, როცა აუტიდან პედროს ჩაუწოდა ბურთი, როდრიგესმა უკან დაუბრუნა, ლეომ ჯერ ერთი მოწინააღმდეგე მოატყუა, შემდეგ კი ერთი პატარა შეხებით ორი მცველი მოიშორა თავიდან და მეკარეც უშნასოდ დატოვა.

 

"ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი თამაშით. ყველა ფეხბურთელი კარგი იყო. რაც შეეხება მესის, უკვე სიტყვები არ მყოფნის, აღარ ვიცი როგორ აღვწერო იგი. მან უფრო დიდი სახლი უნდა იყიდოს, რათა დატიოს ყველა ბურთი, რომელსაც მეტოქეს უტანს. ლეოსნაირი  მოთამაშე რაც თავი მახსოვს არ მინახავს." -განაცხადა როსელმა AS-თან ინტერვიუში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.