"იუდას ამბორი" ნაწილი III

"იუდას ამბორი"        ნაწილი  III

 

 

8. რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა

    ეროვნება: ბრაზილიელი

    ამპლუა: თავდამსხმელი

    "ბარსელონა" (1996–1997) ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, "პიჩიჩი" (34 გოლი), მსოფლიოს საუკეთეთესო ფეხბურთელი 1996 

    "რეალი" (2002–2006) 2 "პრიმერა", ესპანეთის სუპერ თასი

     ისტორია: 

ფეხბურთი–ეს თამაში გულშემატკივრებისთვისაა შექმნილი და ხშირად, მოპოვებული ჯილდოების რაოდენობა, სულაც არ ნიშნავს გულშემატკივრების სიყვარულს. ყველაზე ცუდი ისაა, როცა შენ თითქმის ყველაფერი გაქვს, გარდა ფანების სიყვარულისა. რონალდოს ეს "კულეებისგან" ჰქონდა, თუმცა ეს გრძნობა დიდი ხნის წინ ჩაიფერფლა.

 

17 წლის რონალდომ, 1994 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე, ბრაზილიის ჩემპიონატში 58 გოლი გაიტანა 60 მატჩში და იგი უკვე ერთ–ერთ იმედისმომცემ ტალანტად იქცა. გაემგზავრა მუნდიალზე და ისე, რომ 1 წამი არ უთამაშია, გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. მასზე "ნადირობა" გამოცხადაა, ყველაზე მეტად ჰოლანდიურმა "პსვ–მ" იაქტიურა და ბრაზილიელი ევროპაში გადაიბირა, თუმცა მალევე იგი ბობი რობსონის "ბარსელონაში" აღმოჩნდა.  ტრანსფერის ფასმა 20 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სარეკორდო იყო იმ დროისთვის. რონალდო პირველივე წელს სუპერ ვარსკვლავი გახდა. მან ბრწინვალედ ჩაატრა სეზონი, გახდა "ლა ლიგას" ბომბარდირი, მას გულშემატკივრები აღმერთებენ, კლუბი ზღვის ნაპირას სახლს უშენებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა.რონალდოს აგენტმა შეხვედრა გადაწვიტა კლუბის პრეზიდენტ ნუნიესთან და შეხვედრაზე განუცხადა რომ, მისი კლიენტი დატოვებდა კატალონიას, თუ მისი ხელფასი დაუყოვნებლივ არ გაიზრდებოდა, თანაც 3–ჯერ. ნუნიესს ზედმეტი ფულის გადახდა არასდროს უყვარდა, მაგრამ მაინც დაიწყო ახალი კონტრაქტის მზადება, სადაც გათვალისინებული იქნებოდა რონალდოს ყველა მოთხოვნა, ხოლო მისი ყიდვის საფასური 75 მილიონი იქნებოდა. ამ დროს კი "ინტერი" უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს აგენტთან და თვითონ ფეხბურთელთან. როდესაც "ბარსელონამ" რონალდოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, ფეხბურთელმა განაცხადა რომ 10 დღე სჭირდებოდა მოსაფიქრებლად. დღები მან  მან მორატისთან მოლაპარაკებებში გაატარა და შეუთანხმდა კიდეც ყველაფერზე. მე–8 დღეს,ანუ "ბარსასთან" ახალ კონტაქტზე ხელის მოწერამდე 2  დღით ადრე, მსოფლიო საფეხბურთო სამყარო შოკისმომგვრელმა ახალმა ამბავმა შეძრა– რონალდო 30 მილიონის სანაცვლოდ იტალიაში გადავიდა!

      აცრემლებული რონალდო იტალიელ ჟურნალისტებს უყვება გულისამაჩუყებელ ისტორიას, თუ როგორ იტანჯებოდა ის "ბარსელონაში". აღმოჩნდა, რომ მისი საყვარელი ბავშვობიდან მილანის "ინტერია" და პირობას დებს რომ უამრავ სიხარულს მოუტანს ფანებს. პირველ სეზონში მან 25 გოლი გაიტანა, მეორეში–19. თავის ახალ კლუბში მას ტრავმები აწუხებს. მესამე სეზონში მას 7 გოლი გააქვს, მეოთხეში კი საერთოდ ვერცერთი. ამ ყველაფრის მიუხედავად რონალდოს "ინტერის" ფანები აღმერთებენ, მორატი კი მას საკუთარ შვილს ეძახის, უმატებს ხელფასს და მკურნალობს იტალიაში.თანდათან ბრაზილიელიც ბოჰემურ ცხოვრებას იწყებს და ყვითელი პრესის ვარსკვლავი ხდება– ეს ნამდვილად არ მოსწონს იტალიელთა მწვრთნელს ექტორ რაულ კუპერს და მათი ურთიერთობა თანდათან იძაბება. მოულოდნელად რონლდო აცხადებს, რომ მას არ სჭირდება არც კუპერი, არც მორატი და არც "ინტერი", ეს შოკში აგდებს "ნერაძურის" ფანებს. და სწორედ ამ დროს ავანსცენაზე ჩნდება მადრიდის "რეალის" პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, რომელიც ინტერესს იჩენს ბრაზილიელი ფორვარდის მიმართ. რონალდო მორატის ეუბნება, რომ კლუბიდან წასვლა უნდა. მორატი "ბარსელონას" სთავაზობს ფეხბურთელის შეძენას, თუმცა ლუი ვან გაალი, რომელიც მეორედ დაბრუნდა კატალონიაში, ამაყად აცხადებს, რომ მას რონალდო არ სჭირდება. ამით სარგებლობს "რეალი" და 45 მილიონის სანაცვლოდ რონალდო ესპანეთში ბრუნდება.

    მადრიდში ბრაზილიელი კვლავ ათამაშდა, მოიგო უმრავაი ტიტული, თუმცა ჩემპიონთა ლიგა მაინც მიუღწეველი დარჩა მისთვის. იგი კლუბის გულემატკივართა კერპად იქცა, თუმცა 2005 წელს იქაც შეიცვალა სიტუაცია. გულშემატკივრები უსტვენენ, როცა რონალდო შემოდის მოედანზე. ბრაზილიელსაც მოსწყინდა ასეთი დამოკიდებულება ფანების და განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა "ინტერში". ინტერის ფანების რეაქციამაც არ დაიგვიანა– "ინტერის" რამდენიმე ფირმამ განაცხადა, რომ კლუბის თამაშებს აღარ დაესწრება, თუ რონალდო კვლავ დაბრუნდება კლუბში. ბრაზილიელი "მილანში" გადავიდა, ბოლოს კი ბრაზილიაში დაასრულა კარიერა.

     შეიძლება ზოგს ეს ყველაფერი ჩახლართულად მოეჩვენოს, თუმცა ყველაფერი მარტივია: თუ შენ არავინ გიყვარს, შეიძლება ვინმეს უყვარდე შენ? შეიძლება გიყვარდეს ფული, სექსი, კარგი მანქანები, მაგრამ ეს ვერასდროს აიძულებს ფანებს შეგიყვარონ შენ და როცა დაიღუპები არავინ იტირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რადგან მათ არ დაუფასე ის სიყვარული, რომელიც შენ მოგანიჭეს მათ.

 

 ერთ დღეს მთელი ბარსელონა გამოეწყო სამ ფერში....ლურჯში, ბროწეულისფერში და შავში...კატალონიის დროშა დაშვებული იყო მთელს ქალაქში... ამაყი კაცები ტიროდნენ და არ რცხვენოდათ ამ ცრემლის. არც მოზარდებს ახსოვდათ, როგორ თამაშობდა ლეგენდა, მაგრამ მაინც ტიროდნენ...იმ დღეს ბარსელონა დიდ ბოშას ემშვიდობებოდა....სწორედ ამ დღეს, ამ მაგიურ აურაში, ცრემლების ზღვაში კატალონიელებმა უკანსაკნელ გზაზე გააცილეს ლადისლაო კუბალა...

 

დაგსიზმრებია მაინც ასეთი სიკვდილი რონალდო?

 

 III ნაწილის დასასრული 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.