როსელი, სუბისარეტა და ბართომეუ აფელაის ესტუმრნენ
პრეზიდენტს და "ბარსელონას" სპორტული მხარის ხელმძღვანელებს სურვილი გაუჩნდათ პირადად დაეჭირათ მხარი იბრაჰიმ აფელაისთვის, რომელმაც ხუთშაბათს ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და 6 თვე დასჭირდება მკურნალობის კურსის გასავლელად. ჰოლანდიელმა პარასკევს გაიკეთა ოპერაცია და გუშინ "სიუდად ესპორტივაზე" გაემართა, რათა შეხვედროდა კლუბის ფიზიოთერაპევტს და მიეღო დანიშნულებები მისგან. ზუსტად საღამოს 8 საათზე სანდრო როსელმა, ანდონი სუბისარეტამ და ხოსეპ მარია ბართომეუმ გადაწყვიტეს მასთან მისვლა. "ბარსას" ხელმძღვანელებმა ანუგეშეს ტრავმირებული ფეხბურთელი და შთააგონეს, რომ არ დანებდეს, ყურები არ ჩამოყაროს და, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ჩვენ, გულშემატკივრებს ისღა დაგვრჩენია მოვითმინოთ და დაველოდოთ აფელაის გამოჯანმრთელებას. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სეზონის ბოლომდე მოასწრებს და კვლავ მოირგებს "ლურჯ-ბროწეულისფერ" მაისურს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]