ვალდესმა კიდევ ერთ საფეხურს მიაღწია
"ბარსელონას" ერთ-ერთმა გმირმა, ვიქტორ ვალდესმა, ქვეყნის ჩემპიონატში "ბლაუგრანას" მაისურით რიგით მესამასე მატჩი გამართა შაბათს, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. სასიამოვნო დამთხვევაა ის ფაქტი, რომ ლა ლიგაში ვალდესის დებიუტი სწორედ "ატლეტიკოს" წინააღმდეგ თამაშისას შედგა.
ჩატარებული 300 მატჩის განმავლობაში, ვალდესმა საკუთარ კარში 243 გოლი მიიღო, რაც ერთ მატჩში საშუალოდ 0.81 გოლს უდრის. თუ მომდევო კვირას ვიქტორი "სპორტინგის" წინააღმდეგაც ითამაშებს, იგი ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ანდონი სუბისარეტას გაუთანაბრდება. მთლიანობაში ვიქტორ ვალდესმა "ბარსელონას" რიგებში 415 ოფიციალური შეხვედრა გამართა და უკვე გადააჭარბა სუბისარეტას 410 მატჩიან მაჩვენებელს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]