ოლივეირა: "ნეიმარის "სანტოსში" დატოვება ბრაზილიის ინტერესებში შედის"
ბრაზილიური "სანტოსის" პრეზიდენტი ლუიშ ალვარო დე ოლივეირა აგრძელებს ბრძოლას, რათა დატოვოს უდიდესი ტალანტის მქონე ფეხბურთელი ნეიმარი თავის გუნდში.
"ნეიმარის გუნდში დატოვება ბრაზილიის მთავრობის ინტერესებში შედის. მე და "სანტოსის" თითოეული წევრიც ძალებს არ დავზოგავთ, რათა იგი დარჩეს. ნამდვილად არ გვინდა ასეთი ფეხბურთელის სხვა კლუბში გაშვება. იგი ბრწყინვალე ტექნიკის და სისწრაფის პატრონია. მართალია ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებულია, როგორც მოთამაშე." -ციტირებს ოლივეირას სიტყვებს კატალონიური გამოცემა Sport.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავით დიდი ხანია დაინტერესებული არიან ესპანური გრანდები, როგორებიც არიან მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა".
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]