"იუდას ამბორი" ნაწილი VI
20. ლუიშ ფელიპე ფიგუ მადეირა კეირო
ეროვნება: პორტუგალიელი
ამპლუა: მარცხენა, მარჯვენა, შემტევი ნახევარმცველი
"ბარსელონა" (1995–2000) "პრიმერა", ესპანეთის თასი, თასების მფლობელთა თასი, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი
"რეალი" (2000–2005) ჩემპიონთა ლიგა, 2 "პრიმერა", 2 ესპანეთის სუპერ თასი, ევროპის სუპერ თასი, საკონტინენტთაშორისო თასი.
ისტორია:
2000 წლის 23 ივლისს, ქალაქ ბარსელონაში, ლუიშ ფიგუმ პრეს–კონფერენციაზე დამშვიდებისკენ მოუწოდა "ბარსელონას" გულშემატკივრებს. ფანები იმიტომ იყვნენ შეშფოთებული, რომ "რეალის" ახალმა პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა ან ფიგუს ვიყიდი ან ზიდანსო.
"მე არსად არ წავალ–განცხადა პორტუგალიელმა, ჭორები იმის შესახებ რომ მე მადრიდში გადავალ მხოლოდ სასაცილოა. როგორღა შემოგხედავთ თვალებში?". ამ დროს, ლუიშ ფიგუს პიჯაკის ჯიბეში იდო წინასწარი კონტრაქტი მადრიდის "რეალთან"...
მეორე დღეს, 24 ივლისს იგი გაფრინდა მადრიდში, გაიარა სამედიცინო შემოწმება, შეათანხმა კონტრაქტის საბოლოო, ფინანსური დეტალები და ხელი მოაწერა მას.
"ბარსელონამ" ვერაფერი შეძლო, რადგან "რეალმა" სრულად გადაიხადა ის თანხა, რაც ფიგუსა და კატალონიური კლუბის კონტრაქტში იყო გათვალისწინებული.
აი გარიგების დეტალები:
გადახდილი თანხა: 56,1 მილიონი დოლარი. კონტრაქტი: სამწლიანი. ხელფასი ახალ კლუბში: 4,5 ("ბარსაში" ფიგუ 3 მილიონს იღებდა). ნომერი: 10 ("ბარსელონაში" 7 ნომერი). ამას გარდა ფიგუმ დაარწმუნა პერესი, რომ მას სჭირდებოდა დიდი სახლი ბევრი სააბაზანოთი და რამდენიმე საპირფარეშოთი. ვერავინ დაადგინა, რისთვის უნდოდა ეს უკანასკნელი ამ რაოდენობით ფიგუს, თუმცა მისი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა.
ყველა საჭირო ქაღალდზე ხელის მოწერის შემდეგ, იგი პორტუგალიაში გაფრინდა დასასვენებლად, კატალონიაში კი დიდი აურზაური დაიწყო. ბევრი ბარსელონელი ულტრასი იმ დღესვე მიიჭრა სახლთან, სადაც ფიგუ ცხოვრობდა ( დაზუსტებით არაა ცნობილი რისთვის, მაგრამ დიდი გონებამახვილობა მგონი არაა საჭირო ამის მისახვედრად), თუმცა სახლის დაცვამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი აღარ იყო ამ სახლის პატრონი, ნივთები კი რამდენიმე კვირით ადრე გაეტანათ.
24 ივლისს, "ბარსელონას" ოფიციალური ვებ–გვერდის, fcbarcelona.com ადმინისტრატორები ვეღარ ასწრებდნენ შემოსული ელექტრონული წერილების გადამუშავებას, საიტი რამდენიმე საათით გადაიტვირთა.
ბარსელონას ქუჩებიდან უცებ გაქრა ყველა ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური 7 ნომრით, ხალხი ცდილობდა ერთმანეთს არ შეხვედროდა და ნაკლებად ესაუბრა ფეხბურთზე.
გაზეთი "სპორტი" გამოვიდა უზარმაზარი წარწერით პირველ გვერდზე: "FigoPuta" (რისი თარგმანიც ალბათ იცით), ქალაქის პოლიციაში მიიყვანეს ათობით ადამიანი, რომლესაც ბრალად ედებოდათ ხალხზე თავდასხმა. იმ ხალხზე, რომელთაც "ბარსას" 7 ნომრიანი მაისური ეცვათ. აღმოჩნნდა, რომ ასეთი ხალხი ტურისტები იყვნენ, რომლებმაც მაისური უბრალოდ, ესთეტიური სილამაზის გამო იყიდეს და არაფერი იცოდნენ ფიგუს ღალატის შესახებ.
ცნობილმა რადიკალურმა დაჯგუფებამ " BoixosNois", იმ დღესვე ჩაატარა ფიგუს მაისურების რიტუალური დაწვა. აქცია ფართოდ შუქდებოდა ადგილობრივ ტელევიზიაში.
2 თვის შემდეგ გამოჩნდა სათამაშოები, სახელით "მოკალი ფიგუ". შეიქმნა სხვადასხვა ფლეშ თმაშები, სადაც შეგეძლო ნებისმირი, შენთვის სასურველი ხერხით სასტიკად გასწორებოდი ფიგუს.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ფიგუს საქციელი მერკანტილობის გამოვლინება იყო და მეტი არაფერი. ამ მოსაზრებას აქვს თავისი საფუძველი:
ფიგუ პირველად 1989 წელს გამოჩნდა, როდესაც პორტუგალისს ნაკრებმა 16 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 18 წლისა უკვე "სპორტინგის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. 1994 წელს მისი გადაბირება იტალიურმა კლუბებმა მოისურვეს, თუმცა ხელფასის გამო ვერ შეთანხმდნენ თვითონ ფეხბურთელთან. 1995 წელს ფიგუ შეუთანხმდა იტალიურ კლუბს(თანაც ორს ერთად), მაგრამ მისი ფინანსური მადა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ერთდოულად ორ ქონტრაქტს მოაქწერა ხელი: "პარმასთან" და "იუვენტუსთან". აგორდა დიდი სკანდალი და "უეფამ" ორივე კონტრაქტი გაუქმებულად სცნო.
ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში "ბარსელონას" მწვრთნელი, იოჰან კრუიფი შევიდა პრეზიდენტ ნუნიესთან კაბინეტში და უთხრა: "მე მჭირდება ფიგუ". 5 დღის შემდეგ პორტუაგლიელი ფეხბურთელი უკვე ბარსელონაში იყო.
დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა. მას კრუიფი და მისი მემკვიდრე რობსონი ბოლომდე ენდობოდნენ, კლუბში ვან გაალის მოსვლის შემდეგ კი საერთოდაც ერთ–ერთი კაპიტანი გახდა. მას ხელფასს ყოველწელს უმატებდნენ, თუმცა ეს მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი.
რაც არ უნდა იყოს, ის მადრიდში ვერ გახდა ისეთი ფიგურა, როგორიც იგი კატალონიაში იყო. მან მიიღო ფული და ტიტულები, თუმცა უყვარდა "სანტიაგო ბერნაბეუს" ის ისე, როგორც "კამპ ნოუს"? ალბათ არა.
"ბარსელონაში" ფიგუმ 340 მატჩი ჩაატარა,62 გოლი გაიტანა და ოქროს ბურთასაც დაეუფლა.
მისთვის ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი დღე, ალბათ ევროპის ჩემპიონატის ფინალია. 2004 წელს მთელი პორტუგალია ბედნიერი იყო, მათი ნაკრები ფინალში საბერძნეთს ხვდებოდა და გამარჯვებაც გარდაუვალი ჩანდა. ერთი გოლი ფიგუს უნდა გაეტანა და დამთავრდებოდა. თუმცა, როცა დადგა დიდებული წუთები გოლის მოლოდინში, მოედანზე ცნობილი ჯიმი ჯამპი შეიჭრა და პორტუგალიელს "ბარსელონას" ბანერი სახეზე მაიგდო. პორტუგალიამ ის მატჩი წააგო.
2005 წელს ფიგუ "ინტერში" გადავიდა. 2006 წელს, მან ერთ–ერთ ინტერვიუში განცხადა:
"რეალი" –ეს ცირკია, "ინტერი" კი ნამდვილი საფეხბურთო გუნდი".
გაკვირვებულები ხართ?
მე–არა
დასასრული....
P.S ჩემი მოკრძალებული თხოვნაა წაიკითხოთ სტატია და მაქსიმალურად დაიცვათ ცენზურა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]