ფილიპენკო: "ახლა ვათანხმებთ, თუ ვინ ვის გაუცვლის მაისურს"

ფილიპენკო: "ახლა ვათანხმებთ, თუ ვინ ვის გაუცვლის მაისურს"

"ბატეს" მცველმა, იგორ ფილიპენკომ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი "ბარსელონას" უპირისპირდება, ისაუბრა თუ როგორ არ შეიძლება კატალონიელებთან თამაში და როდის არიან ისინი დაუმარცხებელნი.

 

"როგორც ვატყობ "ბარსელონასთან" თამაში არ შეიძლება. ამას რა თქმა უნდა ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ისინი ისე თამაშობენ, რომ აუცილებლად მოგვიწევს დაცვაში ჩაჯდომა. ჩვენ ძალიან გვინდა და გვწამს მესის მოედანზე არ გამოსვლის, მაგრამ არგენტინელი თუ მაინც გადაწყვეტს შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას, ვიცით როგორ შევაჩეროთ იგი. ამის შესახებ მწვრთნელმა ბევრი გვესაუბრა. ამ დროისათვის ყველა კარგ ხასიათზე ვართ და ვათანხმებთ, თუ ვინ ვის გაუცვლის მაისურს. ეს მატჩი მნიშვნელოვანია და ყველანაირად ვეცდებით ჩვენი ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ." -ციტირებს ფილიპენკოს სიტყვებს "პრესბოლი".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.