ბორხი: "ინიესტას თამაში ეროტიკულ სიზმარს ჰგავს"

ბორხი: "ინიესტას თამაში ეროტიკულ სიზმარს ჰგავს"

ჩილის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელის თამაში ეროტიკულ სიზმარს შეადარა და განაცხადა: "როცა ინიესტა თამაშობს გინდა, რომ ეს კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და არ დამთავრდეს." ბორხიმ ასევე ინტერვიუში თქვა, რომ არ მიმართავს ლეო მესისთვის პერსონალური მცველის დანიშვნის ტაქტიკას. "ჩვენ არ ვაპირებთ მის "მოკვლას"."

 

"არ მინდა იმის თქმა, რომ ჩვენ "მოვკლავთ" მესის. მე მინდა დავტკბე თამაშით, იმიტომ რომ ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ." - განუცხადა ბორხიმ კანალ "ტუსს".

 

ბორხი, რომელიც შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, ამბობს, რომ "ბარსელონას" ვარსკვლავს ზონალურ და ეშელონურ დაცვას დაუპირისპირებს. "მას დავხვდებით მოედანზე მისივე პოზიციიდან გამომდინარე. დავუთმობთ განსაკუთრებულ ყურადღებას, თუმცა არ ვაპირებთ ვინმესთვის პრესინგის გაკეთებას და პერსონალური მცველის დანიშვნას." - კომენტარი გააკეთა ბორხიმ.

 

ჩილელმა მწვრთნელმა ისაუბრა "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელზეც - ანდრეს ინიესტაზე და დამსწრე საზოგადოება ცოტა არ იყოს გააკვირვა თავისი განცხადებებით. "ინიესტა - ის ეროტიკულ სიზმარს ჰგავს. როცა ის თამაშობს გინდა, რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და არ დამთავრდეს."

 

ჩილეს ნაკრებს, რომელმაც მტკივნეული მარცხი განიცადა ვენესუელისგან ამერიკის თასის დროს, იმედი აქვს, რომ ქულებს აიღებს ბუენოს აირესში და მოგვიანებით პერუს წინააღმდეგ თამაშისას.

 

"ჩილეს ჰყავს ნაკრები, რომელსაც ყველას დამარცხება შეუძლია." - განაცხადა "ბარსელონას" ტრავმირებულმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა. სანჩესის სიტყვებს მხარი აუბა ვალდო პონსემ (მცველი), რომელიც მექსიკური "კრუს ალუსის" ღირსებას იცავს. "უნდა ვიფიქროთ ექვს ქულაზე. არგენტინისადმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად შევეცდებით, ისინი დავამარცხოთ სახლში. არგენტინა ურთულესი მეტოქეა, მის რიგებში ყოველთვის ბრწყინვალე ფეხბურთელები გამოდიან, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოედანზე მოსაგებად გავალთ, სრული სერიოზულობითა და სიმშვიდით."

 

ჩილის ეროვნული ნაკრები, რომელიც შემტევ ფეხბურთს თამაშობს, ჯერ-ჯერობით არადამაჯერებლად გამოიყურება და პასივში ზედიზედ რამდენიმე მარცხი აქვს.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.