დაბადებული გამარჯვებისთვის !
"ის ბურთის კონტროლის ოსტატია!" – დიეგო არმანდო მარადონა
"მას შეუძლია გააკეთოს ის, რასაც მის გარდა ვერავინ შეძლებს" – არაგონესი
"ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია" – პელე . . .
ამ სტატიის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი საყვარელი ფეხბურთელის, რონალდინიოს შესახებ ჩატარებულმა გამოკითხვამ და ვიდეოებმა, რომელმაც ჩემში ნოსტალგია გამოიწვია... იცით, მისი ყოველი სურათისა და ვიდეოს დანახვაზე მეტირება... ამ წუთასაც ცრემლი მომდის თვალიდან.. ალბათ ამის გამო ბევრი დამცინებს, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია ყოველი მისი ფინტი, ყოველი მისი გატანილი გოლი... მესმის კატალონიური გრანდის ისტორია, რა თქმა უნდა, არც დინიოთი დაწყებულა და ასევე არც მესით დამთავრდება, მაგრამ არ არის მართებული დაივიწყო ის ადამიანი, რომელმაც გაჭირვებაში მყოფი გუნდი წუმპედან ამოიყვანა... მან "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "მადრიდის რეალის" ხელმძღვანელებს "სულში ჩააფურთხა" და საუკეთესოთა მაგივრად საყვარელი კლუბის გასაუკეთესოება მოინდომა!
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1980 წლის 21 მარტს, ბრაზილიაში, კერძოდ კი პორტო ალეგრიში სამყაროს მსოფლიოს ყველადროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რონალდო დე ასის მორეირა მოევლინა.. მისი ცხოვვრება ფეხბურთი იყო... მასთან დაახლოებული პირის თქმით, ის ბურთთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა... მას არ აინტერესებდა არავინ და არაფერი სპორტის ნომერ პირველი სახეობის გარდა... ბევრი შრომისა და გარჯის შედეგად, გაუჩომ საწადელს მიაღწია და გახდა ფეხბურთელი... სახელი მან 17 წლის ასაკში მოიხვეჭა, როდესაც ბრაზილიურ კლუბ "გრემიოში" ჩაირიცხა. მან საკუთარი თამაშით ყველა გააოცა, რის შედეგადაც, 2001 წელს, 4.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ფრანგულ "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა... ის ყოველ მატჩში სასწაულებს ჩადიოდა... მან საწადელს მიაღწია და 2002 წელს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა, მაგრამ თავი იჩინა კლუბის მწვრთნელთან უსიამოვნებამ და ბრაზილიელი ვარსკვლავი 2003 წელს კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგდა!..
[media=http://www.youtube.com/watch?v=LXbCQ8XPByw]

კაკა, მესი, კრიშტიანო რონალდუ, ჩავიესტა... ეს უდიიდეს ფეხბურთელთა ჩამონათვალი შეგვიძლია განვავრცოთ, მაგრამ ესეც საკმარისია.. რონალდინიო ამ ყველასგან განსხვავდებოდა.. ის მოედანზე შოუს დგამდა, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი უყურებდა, ის საუკეთესო რეჟისორი იყო მსოფლიოში...
[media=http://www.youtube.com/watch?v=VfkEYCFyuog]
რონალდინიო "ბარსელონას" მთავარი ვარსკვლავი გახდა და დაიწყო ახალი ერა: გაუჩოს ერა კატალონიაში!..
ყველაფერი ფანტასტიკურად მიდიოდა, "ელ მაესტრო" ყოველ თამაშში მეტოქე გუნდის მცველებს თამაშის სურვილს აკარგვინებდა. შესაბამისად, რონი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.. მაგრამ... მაგრამ 2006 წლის მუნდიალის შემდეგ რაღაც მოხდა... რაღაც მოხდა, რის შემდეგაც, დინიო ფორმიდან ამოვარდა.. ამას თან დაერთო ტრავმა.. საბოლოოდ, რონალდინიოსთვის "ბარსაში" გატარებული მომდევნო ორი სეზონი წარუმატებელი გამოდგა.. მაგრამ... ის რჩებოდა მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესოდ...
[media=http://www.youtube.com/watch?v=pSxfa9nQMjE]

ცხოვრება რთულია...
[media=http://www.youtube.com/watch?v=DkCzn-qgKIs]
მის სახეზე დაიკარგა ის მუდმივი ღიმილი, რომელიც მას ამშვენებდა... მან დატოვა მისი საყვარელი ქალაქი...
ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, გაუჩო იტალიურ "მილანში" გადაბარგდა და ნელ–ნელა ძველი ფორმის დაბრუნებას შეუდგა.. გთავაზობთ სერია ა–ში გადასვლის შემდეგ ჩაწერილი ინტერვიუს ამონარიდს:
– კატალონიაში ყოფნისას სულ იმას გაიძახოდნენ, რონალდინიო "მეგაში" ვნახეთ, რონალდინიო "ბარსა დანსში" ვნახეთო... ხან სად გპოულობდნენ და ხან სად. იმასაც კი ამბობდნენ, რონალდინიოს ფეხბურთის თამაში მობეზრდაო. თუ ასე იყო, მილანში რატომ წახვედით?
– არა, ფეხბურთის თამაში არ მომბეზრებია მაშინ და არც ახლა ვგრძნობ ამას. ერთია, მაშინ პრობლემები მქონდა მთავარ მწვრთნელთან და ამიტომაც წავედი გუნდიდან. "ბარსელონაში" დარჩენა ძალიან მინდოდა. ახლაც შემიძლია გითხრათ, რომ "ბარსელონისტი" ვარ და არავინ დაიკვეხნოს, "ბარსელონა" შენზე მეტად მიყვარსო.
წონაში მომატება? იყო ეს მომენტიც. დისკოთეკები? ესეც იყო. გართობა ახლაც მიყვარს და რატომ გგონიათ, რომ ახლა არ დავდივარ დისკოთეკებზე? მაგრამ იტალიაში მიდგომა სულ ხვანაირია. იცი, თუ გინდა თავდაყირა დადექი, თუ გინდა 300 კილოგრამს იწონიდე, მაგრამ ვარჯიშზე უნდა მიბრძანდე თავის დროზე, მწვრთნელის მოთხოვნები შეასრულო და მინდორზე თამაშისას ბოლომდე დაიხარჯო. ამას თუ ვერ შეასრულებ, პრობლემები მაშინ გექმნება. კატალონიაში კი ყველაფერი პირიქით იყო. ისეთი აჟიოტაჟი იწყებოდა, მტრისას. ყველაფრის სურვილი გეკარგებოდა.
ახლა მე გკითხავთ, რომელი რონალდინიო მოგწონდათ, "ბარსელონაში" რომ თამაშობდა თუ ახლა?
– "ბარსელონაში" რომ თამაშობდა...
– იცით, რატომ? იმიტომ, რომ ბარსელონა ჩემთვის იდეალური ქალაქი იყო, სიცოცხლით სავსე და ძალიან ახლობელი. როდესაც შენს საყვარელ ადგილს ტოვებ, მერე უკვე სხვა გარემოში ხვდები. არა მგონია, "მილანის" გულშემატკივარი ჩემი თამაშით უკმაყოფილო იყოს, მაგრამ ახლა "მილანი" ბარსელონას გუნდი რომ გახდეს და იქ მოგვიწიოს ცხოვრება, ნამდვილ რონალდინიოს იხილავდით.
კატალონიელები ბოლოს ძალიან ცუდად მოიქცნენ. თითქმის გამაგდეს გუნდიდან, ჩემი მოშორება სურდათ. მე იმას კი არ ვამბობ, რომ უჩემოდ ვერ ითამაშებდნენ. თამაში და მოგება რომ შეუძლიათ, ამას მათი ტრიუმფიც ადასტურებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ადრე თუ კარში გასაღებით შედიოდნენ, ახლა კარის შემტვრევა სჭირდებათ.
– ანუ თქვენ იყავით ამ გუნდის გასაღები...
– დამიჯერეთ, გვარდიოლას სათამაშო სქემას რონალდინიო დიდებულად მოერგებოდა. მაშინ "ბარსელონას" ორი გასაღები ჰქონდა, რონალდინიო და მესი. ახლა რამდენიმე აქვს, მაგრამ კარს გასაღები ჯერ უნდა მოარგო და მერე შეხვიდე.
– "ბარსელონაში" დაბრუნება გინდათ?
– იცით, იქ არც დავბრუნდები და ვერც დავბრუნდები. რაღაც მოკვდა ჩემში. მე ხომ "ბარსელონაში" ვთამაშობდი. ახლა "რეალში" რომ გადავიდე და ბარსელონაში სათამაშოდ ჩავიდე, ისეთი შთაბეჭდიელბა მრჩება, რომ რეაქცია საერთოდ არ ექნებათ. არადა, მინდა ყველამ იცოდეს, რომ მაშინ "რეალში" გადასვლის დიდი შანსი იყო, მაგრამ ჩემს საყვარელ კლუბს არ ვაკადრე ის, რომ მადრიდში წავსულიყავი. ეს იქნებოდა მათ სულებში ჩაფურთხება.
– ხომ არ ნანობთ?
– არანაირად. "რეალი" ძალიან დიდი გუნდია, მაგრამ არა საჩემო. მადრიდელებს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ფეხბურთის თამაშს თავს დავანებებ და მადრიდში სათამაშოდ ნამდვილად არ წავალ. მე ხომ ისევ კულე ვარ და სიცოცხლის ბოლომდე კულედ დავრჩები!
[media=http://www.youtube.com/watch?v=raVGpdigg3Y]
ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, რონალდინიო "მილანის" ერთ–ერთ ლიდერად იქცა და გუნდის მამოძრავებელი ძალა გახდა... ყველაფერი ისეთი კუთხით მიდიოდა, თითქოს დინიო მუნდიალზეც იასპარეზებდა, მაგრამ დუნგამ შეცდომა დაუშვა, რის გამოც მოგვიანებით დაისაჯა კიდეც! ამის შემდეგ, თითქოს გაუჩომ მოტივაცია დაკარგა... ალეგრიმაც არ შეუწყო ხელი და დინიო სამშობლოში დაბრუნდა... დაბრუნდა სამშობლოში და მისი ფანებიც გაგვახარა...მის სახეზე გამოჩნდა ნანატრი ღიმილი, ღიმილი რომელიც ბევრს ნიშნავს...

[media=http://www.youtube.com/watch?v=yKcsW5245g8]
რონალდინიოს პირველი 20 გოლი "ფლამენგოში"
[media=http://www.youtube.com/watch?v=4WN5XqfnGJo]
მან ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი და ლიგის ერთ–ერთი ბომბარდირია.. მანო მენეზეშმაც არ დააყოვნა, მას მეორე შანსი მისცა და ნაკრებში გამოიძახა... რონალდინიო ნაკრებში დაბრუნდა და საკმაოდ კარგადაც ასპარეზობს! მისი სურვილია ითამაშოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე...
ჩვენ მხოლოდ მისი გამხნევება და მხარდაჭერა შეგვიძლია, მის ფანებს უნდა გვჯეროდეს, რომ "ელ მაესტრო" სრულფასოვნად დაბრუნდება!

არასოდეს უნდა დაივიწყო ის, ვინც შენ არასოდეს გივიწყებს!.. არასოდეს დაგავიწყდეთ გაუჩო, რომელმაც "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე ააყენა! არასოდეს დაგავიწყდეთ გაუჩო, რომელმაც "ჩელსის" მცველები ბრაზილიური სამბათი გააბრუა... არასოდეს დაგავიწყდეთ გაუჩო, რომელმაც ლიონელ მესი საუკეთესო გახადა! არასოდეს დაგავიწყდეთ გაუჩო, რომელმაც "ბარსელონა" ააყვავა! და არასოდეს დაგავიწყდეთ ის პიროვნება, რომელსაც უბრალოდ "ბარსელონა" ძლიერ უყვარდა ! . .
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]