მონტოია ახანგრძლივებს?

მონტოია ახანგრძლივებს?

  გავლენიანი კატალონიური გამოცემის, "სპორტის" თანახმად, კატალონიის "ბარსელონამ" დაასრულა ახალ კონტრაქტზე მუშაობა, რომელიც უნდა შესთავაზონ "ბარსელონა ბ"-ს ტალანტ მარჯვენა მცველს, მარტინ მონტოიას. ამ კონტრაქტის თანახმად, 20 წლის ესპანელი გუნდში კიდევ 2 წელიწადს დარჩება. შეგახენებთ, რომ მარტინი შეუცვლელი ფიგურა იყო ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებში. მან  ახალგაზრდულ გუნდთან ერთად მოიგო ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატი დანიაში. მან მიიპყრო ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღება და შედეგმაც არ დააყოვნა, იგი ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.

 

"ბარსელონას" კიდევ ერთმა იმედის მომცემმა ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ, განაახლა კოტრაქტი კლუბთან. ახლა ჯერი მარტინ მონტოიაზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.