გვარდიოლა: მედლის მეორე მხარე (ნაწილი III)
სერხიო ბუსკეტსი:" პეპი დაწინაურების შემდეგ საერთოდ არ შეცვლილა. მას ისევ სურს გამარჯვება. იგი გვასწავლიდა, როგორ ვიპოვოთ მეტოქის სისუსტე და გადავწყვიტოთ პრობლემები."
ლაპორტა:" რაიკარდს ვუთხარი, რომ თუ ამ სეზონშიც ვერაფერს მოიგებდა, მის მაგივრად გვარდიოლას დავნიშნავდი.. რატომ გვარდიოლა? არ ვიცი..
პირად საუბრებში მან მკითხა, ჩემი დაწინაურების მიზეზი ლა ლიგას მოგებააო? მე კი გავეხუმრე: მარტო ლა ლიგა?"
როგორც ჩანს პეპს იუმორთან საქმე კარგად ვერ აქვს..
დაიწყო ახალი სეზონი.. გვარდიოლას როგორც მწვრთნელს ყველა ალმაცერად უყურებდა.. აგრესია და კრიტიკის ტალღა მაშინ წამოვიდა, როდესაც გუნდი დატოვეს დეკომ, რონალდინიომ, ძამბროტამ და ლილიან ტურამმა. სამუელ ეტოოს სახელსაც ბევრჯერ უკავშირებდნენ სხვადასხვა კლუბს, მაგრამ გვარდიოლამ ყველა ჭორს ბოლო მოუღო და კამერუნელი გუნდში დატოვა. გუნდში მოვიდნენ მარტინ კასერესი, ხერარდ პიკე, დანი ალვესი, სეიდოუ კეიტა, ალექსანდრ ჰლები, ენრიკეს, მაგრამ ეს უკანასკნელი მაშინვე გერმანიაში გაანათხოვრეს.
გვარდიოლას "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი მარტივად გაიარა და კრიტიკა ხანმოკლედ შეწყდა. პეპის მოხსნაზე მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც "ბლაუგრანამ" ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი წააგო.
ვილანოვა:" მახსოვს პეპმა ამაზე ძალიან ინერვიულა. თითქმის 3 საათი განვიხილავდით შეცდომებსა და მომენტებს. ერთი შეხედვით ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ წავაგეთ. რამდენიმე საათიანი დებატების შემდეგ, ჩვენი ტაქტიკის ფურცელი აიღო დახედა და მითხრა:" შეცდომა არაფერში დაგვიშვია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. შედეგი აუცილებლად იქნება." ამ სიტყვების შემდეგ რამის თქმა ვეღარ გავბედე."
რექსაჩი:"ამას ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი: არსებობს მითი სადაც მოგვითხრობენ, რომ ლამაზი ფეხბურთით წარმატება შეუძლებელია. გვარდიოლამ და მისმა შეგირდებმა ეს მითი მთლიანად დაამსხვრიეს."
წარმატებული სეზონის შემდეგ ყველამ დაიწყო მასზე საუბარი. იყო მრავალი შედარებები, მაგრამ პეპმა ერთხელ დედამისს უთხრა:" ახლა მე ყველაზე ცუდ მწვრთნელად ვითვლები, რადგან მე როგორც ფეხბურთელს ისე მიხსენებენ."
მან იცის როგორ ესაუბროს ფეხბურთელებს. ის თავის აზრებს ყველას უზიარებს. მან იცის როგორ შეავსოს ფეხბურთელის პიროვნება.
რაული:" გვარდიოლა ასწავლის ფეხბურთელებს, თუ რას ნიშნავს "ბარსელონაში" თამაში. იგი ფეხბურთელებს ისე განაწყობს, რომ შემდეგ მატჩს როგორ უკანასკნელს ისე თამაშობენ."
იგი მუდამ მოგზაურობდა, ხვდებოდა მწვრთნელებს და აგროვებდა ინფორმაციებს ტაქტიკებზე, სქემებზე, ფეხბურთელის შერჩევაზე და ასე შემდეგ.. დაგროვილ ცოდნას კი ახლაც დიდ ფეხბურთში იყენებს.
მარტში, როდესაც ერიკ აბიდალს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, მთელი საფეხბურთო სამყარო შოკირებული იყო და ამავდროულად გვერდში ედგნენ ფრანგს. "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ გვარდიოლამ თავის ფეხბურთელებს უთხრა:" ახლა თქვენ გახვალთ მოედანზე და მოიგებთ აბიდალის სიცოცხლისთვის და არა აბიდალისთვის." მანელ ესტიარტე იხსენებს, რომ ამ დროს ის გვარდიოლას უკან იდგა, უცებ გახედა მასკერანოს, რომელსაც თვალები უბრწყინავდა!
თავად პეპი საკმაოდ ძლიერი პიროვნება გამოდგა. სანამ "ბარსელონა" "ვალენსიასთან" მატჩს გამართავდა, გვარდიოლამ ზურგის არეში საკმაოდ ძლიერი ტკივილი იგრძნო. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე ის ვერც ინძრეოდა. თავად მაესტროს დაჟინებული თხოვნით, მას ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს, რომელიც გვარდიოლას მოძრაობის საშუალებას მისცემდა. გასახდელში, როდესაც ფეხბურთელები სქემებს განიხილავდნენ, გვარდიოლა წამლებს იკეთებდა.
მანელ ესტიარტე იხსენებს:" როდესაც მას ვუყურებდი ტირილი მინდებოდა. მის ადგილას დავრჩებოდი სახლში და გამოჯანმრთელების შემდეგ დავუბრუნდებოდი გუნდს. ვურჩიე კიდეც, რომ დარჩენილიყო, მაგრამ მას ამის გაგონებაც არ უნდოდა. იგი ცდილობდა გაეკეთებინა მკვეთრი მოძრაობები, რომ როგორმე ტკივილი შეემსუბუქებინა. როდესაც მაქსველს ესაუბრებოდა და რაღაცას უხსნიდა, ტემპის დასაჭერად იძახდა:"წინ, უკან, წინ, უკან.." ახლა ამაზე ვხალისობთ, მაგრამ მაშინ ძალიან დაძაბული მომენტი იყო."
ინიესტა:" გვარდიოლა ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ყველა ფეხბურთელისთვის ეს მომენტი ძალიან რთული იყო."
როდესაც "ბარსელონა" კოპა დელ რეის ფინალში "რეალთან" დამარცხდა, მაურინიომ აშკარა ძალაუფლება იგრძნო და საპრესკოფერენციო დარბაზიდან აშკარა შეტევაზე გადავიდა.
მადრიდული ტელევიზიები და გამოცემები გვარდიოლას ბრალს დებდნენ აჯანყებაში, რომელიც მადრიდული პრესის სასტუმროსთან მოხდა. ისინი პირდაპირ პეპს ადებდნენ ხელს და ერთმა ჟურნალისტმა ღიად განაცხადა:" ახლა გავიგეთ ვინ არის პეპ გვარდიოლა" ასეთი უსამართლობის ატანა პეპს ნამდვილად აღარ შეეძლო.
მანელ ესტიარტე:" ამ პრეს კონფერენციას ჩვენ პირდაპირ ეთერში ერთად ვუყურებდით. მაურინიოს განცხადებები იმდენად არ მაინტერესებდა, როგორც პეპის რეაქცია. ის კი გამუდმებით თავს იქნევდა და ვერ იჯერებდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. მკითხა აზრი ეპასუხა თუ არა მადრიდული ტაქტიკისთვის მე კი ვუთხარი, რომ მან უნდა იფიქროს ფეხბურთელებზე, საკუთარ თავზე და კატალონიელ ხალხზე. "
ბერნაბეუზე პრეს კონფერენციის დროს პეპი იყო წყნარი როგორც არასდროს: " სინიორ მაურინიომ მე პირველი სახელით მომიხსენია და მეც ჟოზეს დავუძახებ. არ ვიცი რომელია ჟოზეს კამერა, ვფიქრობ ყველა.. ხვალ საღამოს ჩვენ ისევ აქ შევხვდებით, საფეხბურთო მოედანზე. მან უკვე მოიგო ერთი ტიტული, მოედნის გარეთ, საპრესკონფერენციო დარბაზში. ის ამ ბრძოლაში მთელი სეზონის განმავლობაში იმარჯვებდა და ასეც გააგრძელებს. ის ამ ოთახში ბოსია და მან პრესასთან საუბარი იცის ისე, როგორც არავინ. ამაში შეჯიბრება არ მსურს. მე მინდა მას შევახსენო, რომ ჩვენ ერთად 4 წლის განმვალობაში ვმუშაობდით, ის მიცნობს მე და მე ვიცნობ მას და ეს ჩემთვის საკმარისია."
ხავი:" შოკირებული ვიყავი.. შოკირებული ვიყავი მისი სიტყვებით, მაგრამ ძალიან მომეწონა. როდესაც გაბრაზებული ხარ, ზოგჯერ ყველაფერი გარეთ უნდა გამოუშვა. მაურინიო ჩვენს მწვრთნელს პირდაპირ უტევდა. მან შემდეგ აგვიხსნა, რომ მას რაღაც აუცილებლად უნდა ეთქვა. მან გვითხრა, რომ ყველანი "ბარსელონას" წარმოვადგენთ და თავის დახრა უბრალოდ არ შეიძლებოდა. ის ჩვენ გვიცავდა და ამის მადლობლები ვართ. "
პუიოლი:" მადრიდიდან იმდენი რამე გვესმოდა, რომ დროის განმავლობაში ეს სიტყვები დაგროვდა. ზოგჯერ ამას უკვე ვეღარ იტან."
მანელ ესტიარტე:" ის უბრალოდ "ბარსას" ედგა წინ. ამას მხოლოდ ის ადამიანი გააკეთებს, ვინც ამ კლუბს გრძნობს. როდესაც ის გასახდელში შევიდა, ფეხბურთელები ფეხზე წამოუდგნენ და ოვაციით შეხვდნენ. ვფიქრობ იმ დროს ის პატრიოტი იყო და მთლიანად კატალონიას წარმოადგენდა."
პეპმა მადრიდში, პირდაპირ ეთერში წარმოთქვა სიმღერის სიტყვები, რომელიც კატალონიის ჰიმნად შეგვიძლია მივიჩნიოთი:" ჩემი ქვეყანა პატარაა, მაგრამ არა იმაზე პატარა ვიდრე სხვები თვლიან".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]