”ბარსა” 23 დღეში 7 მატჩს გამართავს

”ბარსა” 23 დღეში 7 მატჩს გამართავს


სანაკრებო პაუზის შემდეგ ”ბარსა” კვლავ 7 მატჩს გამართავს 23 დღეში. გვარდიოლას გუნდი ზედიზედ 3 შეხვედრას გამართავს ”ნოუ კამპზე” და შეიძლება გუნდმა გაინაღდოს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ასპარეზობა.

”ბარსას” შესანიშნავი და საინტერესო ოქტომბერი ელის. სანაკრებო პაუზებს შორის გუნდი 23 დღეში 7 შეხვედრას გამართავს. აქედან ჩემპიონთა ლიგის 2 და პრიმერას 1 მატჩი შუა კვირაში გაიმართება.

ზედიზედ 3 მატჩი ”ნოუ კამპზე”

სანაკრებო პაუზის შემდეგ პეპის გუნდს ზედიზედ 3 მატჩი ექნება ”ნოუ კამპზე”. 15 ოქტომბერს ”ბარსა” ”რასინგს” შეხვდება, 19 ოქტომბერს ”ვიქტორიას” და 22 ოქტომბერს ”სევილიას”. ამის შემდეგ შუა კვირაში, 25 ოქტომბერს გუნდი ”გრანადასთან” გამართავს გასვლით მატჩს.

2 რთული გასვლითი მატჩი

ოქტომბერი ”ბარსასთვის” ”ნოუ კამპზე” ”მალიორკასთან” მატჩით დასრულდება. ნოემბერი დაიწყება გასვლითი მატჩით ”ვიქტორიასთან”. სანაკრებო პაუზამდე გუნდი ბოლო შეხვედრას ”სან მამესზე”, ”ატლეტიკის” წინააღდმეგ გამართავს.

საინტერესო ცნობა: როგორც იცით საკლუბო ჩემპიონატის გამო ”ბარსამ” ნაადრევად უნდა გამართოს ესპანეთის თასის შეხვედრა. თავდაპირველად ფედერაციამ მატჩი იმ დროს დანიშნა, როცა ”ბარსას” ფეხბურთელები სანაკრებო მატჩბზე იქნებიან გამოძახებულები და გუნდი ვერ მოახერხებდა მოედანზე 11 ფეხბურთელის გამოყვანას. ფედერაციამ დააკმაყოფილა კატალონიური კლუბის მოთხოვნა და 16 ნოემბერს დანიშნული მატჩი 8 ან 9 ნოემბერს გაიმართება. სანაკრებო მატჩები 12 და 15 ნოემბერს იმართება. ამგვარად ”ბარსა” გამართავს სათასო მატჩს, რის შემდეგაც ფეხბურთელები საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში გაემგზავრებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.